ენერგო-პრო ჯორჯია ენერგოინფრაქტრუქტურაში ინვესტირებას გეგმავს

თბილისი (BPI) – სადისტრიბუციო კომპანია ენერგო-პრო ჯორჯია კახეთის ენერგოდისტრიბუციის მომგებიან, მაღალი ხარისხის სადისტრიბუციო მომსახურების მიმწოდებლად ქცევას გეგმავს.

ამ მიზნით, Galt&Taggart-ის ცნობით, კომპანია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, რათა გაზარდოს მიწოდების ხარისხი და შეამციროს დანახარჯები.

შეგახსენებთ, რომ კახეთის ენერგოდისტრიბუცია ენერგო-პრო ჯორჯიამ საჯარო აუქციონზე 21.7 მილიონ ლარად იყიდა. შედეგად ენერგო-პრო ჯორჯიას ბაზრის წილი 60.2%-დან 64.6%-მდე გაიზარდა და თბილისის გარეთ ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა.

კახეთის ენერგოდისტრიბუცია 2011 წლის შემდეგ გაკოტრების რეჟიმშია და მას აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი მართავს. იქამდე, 2008-2011 წლებში, კომპანიის მფლობელი იყო ლიტვური კონცერნი „ახემა-გრუპემა“. კომპანიის ვალდებულებები ჯამურად 21 მილიონ ლარს უტოლდება, რისი დაფარვაც აუქციონზე გადახდილი თანხით მოხდება.