ენერგეტიკაში ინვესტიციები მცირდება – 2015 წელს ინვესტიციები 23%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – 2015 წელს ქვეყანაში 1 მილიარდ 351 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2015 წელს შემოსული ინვესტიციები 6% ით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 2014 წელს ქვეყანაში 1 მილიარდ 758 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

“საქსტატის” ცნობით, საქართველოში 2015 წელს ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოში BP-იმ განახორციელა.

2015 წელს უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი. “საქსტატის”მონაცემებით, მასზე მოდის საქართველოში უცხოური კაპიტალდაბანდების 40%.

აზერბაიჯანელმა ინვესტორემბა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 59%–ით მეტი ინვესტიცია განახორციელეს და 542 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

Direct investor countries in 2015:

  • აზერბაიჯანი – $542 მლნ 
  • გაერთიანული სამეფო – $198 მლნ 
  • ნიდერლანდები – $111 მლნ 
  • ლუქსემბურგი – $87 მლნ
  • Turkey – $77 მლნ
  • China – $58 მლნ
  • Russia – $49 მლნ
  • საერთაშორისო ორგანიზაციები – $39 მლნ
  • სხვა ქვეყნები – $35 მლნ 

 

2015 წელს სექტორების მიხედვით ყველაზე მეტი 594 მილიონი დოლარის ინვესტიცია ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაში, 191 მილიონი საფინანსო სექტორში და 129 მილიონი მშენებლობაში ჩაიდო. აღსანიშნავია, რომ 2011-2013 წლების საინვესტიციოდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სფერო – ენერგეტიკა, გასულ წელს მსხვილი უცხოური ინვესტიციების გარეშე დარჩა.

„ინვესტიციები განსაკუთრებით შემცირდა ისეთ დარგებში როგორიცაა, ენერგეტიკა – 52%-ით, დამამუშავებელი მრეწველობა – 55%-ით, სამშენებლო სექტორი – 59%-ით და უძრავი ქონება, სადაც 2014 წელთან შედარებით, 65%-იანი კლება ფიქსირდება. 2015 წლის მონაცემებით, ინვესტიციების შემოდინების კუთხით, ზრდა ფიქსირდება ისეთ სექტორებზე როგორებიცაა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა +27%, საფინანსო სექტორი +40%, სოფლის მეურნეობა +59% და ჯანდაცვის სექტორი, სადაც 2014 წელთან შედარებით 80%-ნი მატება ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის ეკონომიკური სექტორებია, რომლის პოპულალიზაციასა და განვითარებაზე ხელისუფლება ბოლო 2 წელია აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნავს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.

2015 წელს კომპანიების ტოპ ათეული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ასეთია:

  1. ბი-ფი ჯგუფი;

2 . სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი;

3 . სს ბიჯეო ჯგუფი;

4 . შპს CBD Development;

5 . აიდიეს ბორჯომი შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;

6 . შპს აჭარისწყალი ჯორჯია;

  1.  შპს ტავ ურბან საქართველო;
  2.  სს ნენსკრა ჰიდრო;

9 . შპს რუსთავის აზოტი;

10 . შპს ბათუმი თაუერი;

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს შემოსული 1,3 მლრდ დოლარის ინვესტიცია, 2014 წელზე ნაკლებია, თუმცა ბევრად აღემატება წინა წლების მონაცემებს. საინტერესოა, რომ ბოლო 10 წელიწადში 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მხოლოდ 2007 (2 მლრდ.); 2008 (1,56 მლრდ.) და 2014 (1,75 მლრდ.) წელს შემოვიდა.

“გლობალური შოკის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მხოლოდ 2014 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. უკვე ზედიზედ მესამე წელია, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადები წელიწადში 2 მლრდ $ ნიშნულზე მაღლა ფიქსირდება. 2008-2012 წლებში აღებული საგარეო ვალის და ვალდებულებების დაფარვის აქტიური ფაზა 2013 წლიდან დაიწყო. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალი ნაკადების მოცულობა, ის პარამეტრია, რომლითაც მთავრობის 3 წლიანი საქმიანობა უნდა შევაფასოთ, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ვითარება ასეთია: 2013-2015 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 7 მილიარდ 594 მლნ $ შეადგინა, რაც: 75%-ით აღემატება 2010-2012 წწ 3 წლიან შედეგს და 40%-ით აღემატება 2009-2012 წწ 4 წლიან შედეგს“, – საზოგადოება “2030”-ის წევრი მიხეილ დუნდუა წერს დუნდუა.

რაც შეეხება 2015 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებულ მონაცემებს, ეს მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გახდება ცნობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2014 წლის დაზუსტებული მონაცემები, საგრძნობლად აღემატება ამავე წლის წინასწარ მაჩვენებლებს, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ 2015 წლის დაზუსტებული მონაცემები 1,3 მილიარდ დოლარზე საგრძნობლად მეტი აღმოჩნდეს.

მერაბ ჯანიაშვილი