Emirates-ი ბარგს მგზავრების სახლიდან წამოიღებს

თბილისი (BPI) –  ავიაკომპანია Emirates-ი მგზავრებს მალე ახალ მომსახურებას შესთავაზებს – სახლში რეგისტრაცია და ბარგის მგზავრების სახლიდან წამოღება და აეროპორტში მიტანა, – ბ ინფორმაციას Arabian Business-ი ავრცელებს.

სამომავლოდ დაგეგმილია, რომ Emirates-ის თანამშრომელი მგზავრის სახლში სკანერის აპარატით მივა და მგზავრის საპასპორტო მონაცემებს ბაზაში შეიყვანს და მას რეგისტრაციას სახლშივე გაატარებს და ჩასხდომის ბარათსაც ამოუბეჭდავს. მგზავრს ასევე აღარ მოუწევს ზრუნვა ბარგის აეროპორტში მიტანაზე და ჩაბარებაზე.