ძველ ბათუმში სანაგვე ურნების დაკარგვისა და დაზიანების 150-მდე ფაქტი დაფიქსირდა

თბილისი (BPI) – ბათუმში დაზიანებული ურნების გამოცვლა დაიწყო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ივლისში, ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სანაგვე ურნების დაკარგვისა და დაზიანების უამრავი ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით შპს ,,სანდასუფთავების“ სამსახურის მიერ შესყიდულ იქნა 150 ერთეული დეკორატიული ურნის შიგთავსი, რომელთა განთავსება დასუფთავების სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა დღეს დილიდან დაიწყეს.

ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა და გაუფრთხილდნენ მას.