დუბაიში მგზავრები ID ბარათისა და პასპორტის ნაცვლად სმარტფონების გამოყენებას შეძლებენ

თბილისი (BPI) – მგზავრებს, რომლებიც დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან მიფრინავენ ID ბარათისა და პასპორტის ნაცვლად სმარტფონების გამოყენება და Smart Gates-ით სარგებლობა შეეძლებათ. პროგრამა მხოლოდ სილამაზისთვის არაა შექმნილი, მისი დანიშნულება რეგისტრაციის დროის შემცირებაა, რასაც დაახლოებით 12 წამამდე სჭირდება.

ახალი პროგრამა ავიაკომპანია Emirates Airlines-თან და ქვეყნის შსს-თან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. UAE Wallet App ამ დროისათვის მხოლოდ მესამე ტერმინალთანაა ხელმისაწვდომი, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა მის გაფართოებაზე და მასში სხვა ავიაკომპანიების დამატებაზე.

ქვეყნის მთავრობა ამაზე გაჩერებას არ აპირებს და აღნიშნული პროგრამა სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც იქნება ხელმისაწვდომი. მთავრობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროგრამა საკმაოდ უსაფრთოა და მასში პიროვნების ID ბარათისა და პასპორტის მონაცემები იქნება იდენტიფიცირებული.

მომხმარებლებს შესაბამისი პროგრამის ჩამოტვირთვა Apple Store-დან შეეძლებათ.