დიმიტრი ქუმსიშვილი: მადლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორ ჯიჰად აზურს უმასპინძლა.

მან მადლობა გადავხადო ფონდს მხარდაჭერისთვის და ტექნიკური დახმარებისთვის

„სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პრემიერ-მინისტრთან, ისე მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნულ ბანკთან შეხვედრებზე დეტალურად განვიხილეთ 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობა და პროგრესი, რომელიც გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდიდან მიღებული პროგრამა პრაქტიკულად მთავრობის 4-პუნტიანი გეგმის მხარდაჭერის პროგრამაა.

„სწორედ სავალუტო ფონდის მხარდაჭერით გვაქვს შესაძლებლობა, რომ დონორი ორგანიზაციებიდან აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად საჭირო თანხა მოვიზიდოთ,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე. აღინიშნა დიდი მნიშვნელობა იმისა, რომ სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მიესალმება მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად ეფუძნება მთავრობის რეფორმების გეგმას და მის მიზნებს. კერძოდ, აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობა როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით, რაც რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და ქვეყნის სოციალურ განვითარებას ისახავს მიზნად.

შეხვედრისას ყურადღება ასევე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საპენსიო რეფორმაზე.

შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია.