დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს თბილისში გაიმართება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას გამართავს და მედიას დეტალურად გააცნობს კომიტეტის გადაწყვეტილებას და უპასუხებს მათ შეკითხვებს.

დაინტერესებულ პირებს კობა გვენეტაძის პრესკონფერენციისათვის თვალყურის დევნება FACEBOOK LIVE-ის  მეშვეობით ეროვნული ბანკის FACEBOOK გვერდზე  შეეძლებათ.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება  და იღებს გადაწყვეტილებებს მიზნობრივი ინფლაციის გამოცხადებასთან და პოლიტიკის განაკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7 პროცენტზე დატოვა.