დავითაშვილი: გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება მეტ ღირებულებას სძენს პროდუქტს

თბილისი (BPI) – სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფლის მეურნეობის განვითარებაში ინოვაციების მნიშვნელობაზე საუბრობს. ლევან დავიტაშვილი განმარტავს, რომ ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი გამოყენებისთვის მთავარი ინსტრუმენტი კანონმდებლობა და სწორი ადმინისტრირებაა.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ მინისტრმა აღნიშნა:

გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება მეტ ღირებულებას სძენს პროდუქტს და მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. სახელმწიფო მხრიდან ქართული პროდუქციის ცნობადობის შექმნის მიზნით სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება. ჩვენ ვახდენთ ბაზრების დივერსიფიკაციას, ვდებთ ინვესტიციას ბაზრებზე რეპუტაციის შექმნისთვის, ვახორციელებთ პრომოუშენს, რითაც ბიზნესსექტორს მეტ შესაძლებლობებს ვაძლევთ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.