დავით მირცხულავა ენერგოსექტორში ინვესტორთათვის გაზრდილ საფრთხეებს ხედავს

თბილისი (BPI) –  ენერგეტიკის ექსმინისტრი ეკონომიკის მინისტრს, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის დათქმის გაუქმებით მოსალოდნელ „მძაფრ და საშიშ იმპულსებზე“ აფრთხილებს.

დავით მირხცხულავამ ინვესტორებისთვის გაზრდილ საფრთხეებზე  „ბიზნესკოდს“ (იბერია TV) უთხრა. ის ენერგერტიკის სამინიტროს ეკონომიკისთვის მიერთებით, ოპტიმიზაციის მომხრეა და ამასთან მარეგულირებლის გაძლიერების.

დავით მირხცხულავამ  ქვეყნის ენერგეტიკული მდგარდობისთვის მთავარ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, განვითარების ვექტორის და ზრდის ტემპის შენარჩუნებაზე. სამინისტროს ფუნქცია კი ამოწურვადი რომ იყო მან ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა.

შესყიდვები გარანტიების გარეშე ინვესტორისთვის მძაფრი და საშიში იმპულსია იმიტომ რომ  უკუგებაზე გასვლის პერიოდი 5 წლით  უნდა გადააუვადდეს, საშუალო 7 წლიანი 12 -მდე იზრდება. ეს თავის მხრივ ბმაშია დაფინანსების ხელმისაწვდომობასთან, რადგან პარტნიორი ბანკი პირველ რიგში ამით ხელმძღვანელობს. ამასთან,  დავით მირცხულავა ენერგეტიკის ლიბერალურ ბაზარზე  გადასვლის ფონზე,  ტარიფების აწევის  ალბათობის ზრდაზე აცხადებს.

მან გარანტიების  ევროპული გამოცდილება მოიხმო, ჩეხეთის,  ესტონეთის და ავსტრიის მაგალითზე. ამასთან მომავლის გამოწვევებზე აღნიშნა, კომერციული სექტორის მოხმარების ზრდით შემცირებულ  საექსპორტო  რესურსზე.  თქვა, რომ  ტურიზმის ზრდამ   გაზარდა მოხმარება,  ინფრასტრუქტურას  ბევრი სასტუმრო დაემატა, უფრო მეტი ელექტროენერგია გახდა საჭირო, სხვადასხვა  საჭიროებისთვის, მათ შორის კონდიცირებისთვის. მეტი დენი იხარჯება სოფლის მეურნეობის სექტორშიც. ასე რომ  ზაფხულის მოხმარება, ლამის ზამთრისას გაუთანაბრდეს.

ამ დროისთვის ადგილობრივ ყველა სადგურს  ≈3 500  მეგავატი აქვს, 2025 წლისთვის კი ქვეყანას 5 000 დასჭირდება.

დავით მირცხულავა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) დაუყოვნებლივი  კონსულტაციების საჭიროებაზე საუბრობს.  როგორც ცნობილია, გარანტირებული შესყიდვებს არამიზანშეწონილად სსფ-ი თვლის.

მსგავსი დათქმები რამდენიმე მსხვილ პროექტზე მოქმედებს, პერიოდი 6-12 თვეს არ აღემატება.