დააზღვიე და დასაჩუქრდი – თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

საახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს. 13 ნოემბრიდან მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და აირჩიოს განსაკუთრებული საჩუქრები:

·         300 ლარამდე მოგზაურობის ვაუჩერი

ან

·         100 ლიტრამდე პრემიუმ საწვავი

ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით:

·         17 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე

·        50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე პარტნიორ სამრეცხაოებში

აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრებირომელიც მოიცავს:ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.

ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: თიბისი დაზღვევის ფილიალებშიასევე  თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsunrace.ge

საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. დაზღვეული, რომელიც აირჩევს მოგზაურობის ვაუჩერს, მის გამოყენებას შეძლებს ნებისმიერი მიმართულებით ფრენისას, სასტუმროს თუ ტურის დაგეგმვისას თიბისი დაზღვევის პარტნიორ ტურისტურ კომპანია „თემი თრეველში“.

ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.