ციფრული საფლავის ქვის ფასი 3 000 ევროა

თბილისი (BPI) – პირველი ციფრული საფლავის ქვის გამოყენება დაიწყო სლოვენიის ქალაქ მარიბორში.

ციფრული ქვის ეკრანზე, რომელიც ერთი შეხედვით უბრალო ქვის შთაბეჭდილებას ტოვებს, წარმოდგენილია გარდაცვალებულის ლამაზი მოგონებები.

ქვის მოწყობილობის გააქტიურება და ციფრული შინაარსის ამოქმედება სენსორებით ხდება. სასაფლაოს ქვაზე შესაძლებელია სასურველი სიგრძის ციფრული შინაარსის გამოყენება.

მნახველის მიახლოებისას კი, ეკრანზე ჩნდება მიცვალებულის სახელი, დაბადების დღე და გარდაცვალების თარიღი. ციფრული საფლავის ქვის ღირებულება 3 ათასი ევროა.