ციფრული მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები

თბილისი (BPI) – გლობალურ მონეტარულ სისტემაზე გავლენას ახდენს ციფრული ვალუტა, რომელიც  შექმნილია კერძო და სამოქალაქო პირების მიერ. ციფრული ვალუტა განიხილება, როგორც ელექტრონული ფორმით შენახული აქტივი, რომელიც ასრულებს იგივე ფუნქციებს, რასაც ფიზიკური ვალუტა.

ციფრული ვალუტა მოიცავს ციფრული ჩანაწერის სახით ფორმირებულ კრიპტოვალუტას (Bitcoin, Litecoin, Dogecoin, Peercoin) და ვირტუალურ ვალუტას (Linden Dollars, WoW Gold), ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება ემიტენტისა და ფუნქციების მიხედვით (dbc.wroc.pl).

კრიპტოვალუტა, როგორც ციფრული მონეტარული სისტემა, მართულია P2P ქსელით და დაცულია მძლავრი შიფრით. მისი გადატანა შესაძლებელია ნებისმიერ გლობალურ ლოკაციაზე. ქსელური ტრანსაქციები ხორციელდება და მოწმდება მყისიერად.

თვალსაჩინოა აღინიშნოს, რომ ფინანსური ეკოსისტემა ყველასათვის ღიაა. არის დეცენტრალიზებული, არცერთი ცენტრალური ორგანო  არ აგებს პასუხს, თვალყურს არ ადევნებს, არ ერევა კერძო ტრანსაქციებში (globalfxm).

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის (მაგალითად ბიტკოინის) ლიკვიდურობის ფონზე შეიცვალა სიმდიდრის დაგროვების გავრცელებული საშუალებები.  ამიტომ,  ხელსაყრელობის,  სწრაფი ტრანსაქციის, მოდის ტენდენციის, საოპერაციო და კონფიდენციალობის მახასიათებლების გამო კრიპტოვალუტამ ფართო გავრცელება ჰპოვა.

ხაზგასასმელია, რომ ციფრული ფული ილუსტრირებს არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის არსს, რომელიც ფულის ელასტიურობაზე ოპერირდება. გლობალური ტენდენციების ფონზე, ცენტრალური ბანკები სწავლობენ სუვერენული ციფრული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობებს (კანადა, ევროპის ცენტრალური ბანკი), ჩინეთის სახალო ბანკი  ახდენს ტექნიკური სპეციფიკის ექსპერიმენტირებას, ინგლისის ბანკი მრავალწლიან კვლევებს ახორციელებს. შვეიცარიის კომერციული ბანკი (UBS), 6 მსხვილ  კომერციული ბანკთან (Barclays, CIBC, Credit Suisse, HSBC, MUFG and State Street) გაერთიანებით გეგმავს ციფრული სავალუტო პროექტის გახორციელებას ( გაშვება დაგეგმილია 2018 წ. centralbanking).

არსებითია ითქვას, რომ მსოფლიოს მსხვილმა ბანკებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს ბლოკჩეინზე გადასვლასთან დაკავშირებით (ბიტკოინის მიმართულებით). პროგნოზით მომავალ 10 წელიწადში, ბლოკჩეინი წილი გლობალური მშპ-ში 10% იქნება.

კვლევები ადასტურებ, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი 25%-იანი ვარდნის შემდგომ კვლავ ზრდას განაგრძნობს. კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით მსოფლიოში მიმოქცევაშია 1106 მეტი კრიპტოვალუტა, რომლის ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენს 159,8 მლრდ დოლარს.

გლობალური პროცესების პარალელურად, საქართველოშიც ფორმირებულია ციფრული ფულის „ამთვისებელი“ კერძო და სამოქალაქო საზოგადოება.  ციფრული ფულით (კერძოდ ბიტკოინით) შესაძლებელია პროდუქციით ვაჭრობა, გაცვლა, შენახვა, დაგროვება, ინვესტირება ბიტკოინის ფასზე მიბმულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ციფრულ მონეტარულ სისტემას არ გააჩნია  სტაბილური და სახელმწიფოს მიერ დომინირებული მონეტარული იერარქია. თუმცა მის უპირატესობა მრვალფეროვანია, რომელთა შორის შეიძლება აღინიშნოს(oecd):

  • ეკონომიკაში ფულადი აგრეგატების და ფულის ბრუნვის სიჩქარის შეფასება;
  • გამჭვირვალობა;
  • კონფიდენციალობის დაცვით, დიდი რაოდენობის ყოველდღიური ტრანსაქციების შემოწმება რეალური დროის რეჟიმში;
  • ფულადი აგრეგატების თვალყურის დევნება, მაკროეკონომიკური მიზნებით კორექტირების პოლიტიკის ეფექტიანობა;

კვლევების ადასტურებს, რომ ციფრული ფულის გავრცელების ფონზე, ძირითად გამოწვევად მიიჩნევა:

  • ნომინალური გამოსახვის ფიქსირება, უნივერსალური მისაწვდომობა,;
  • ყველა საჯარო ტრანსაქციაში კანონიერი ანგარიშსწორების საშუალებად აღიარება (WEF,2017);
  • ცენტრალური ბანკის ეფექტიანობის ზრდა საბაზო ფუნქციების შესრულება;
  • ციფრულ ფული, როგორც გაცვლის საშუალების ეფექტიანობა, მისი შენახვის უსაფრთხოება, ეკონომიკურ და ფინანსურ ოპერაციებში საანგარიშო ღირებულების სტაბილურობა (voxeu);
  • მაკროეკონომიკური ინსტრუმენტების პოტენციალის შესუსტება; მართვის პრობლემა (აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება და იმპლემენტაცია) გლობალურ დონზე ;
  • აღსანიშნავია, რომ დღეს, მსოფლიოს გამოწვევას წარმოადგენს ფულის ის დიდი მასა, რომელიც „იქმნება“. ფაქტია, რომ ბიტკოინის გლობალური საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს ფულადი მასის მნიშვნელოვან ნაწილს. ამიტომ  უფრო მეტი კითხვაა ვიდრე პასუხი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რამდენია მიმოქცევაში არსებული ფული, როგორია დიდი  ფულადი მასის ეფექტი. ახდენს თუ არა გავლენას ინფლაციის დონზე, ფასების სტაბილურობაზე (org);

საკითხის შეჯამების საფუძველზე, შეიძლებ აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტისა და ანგარიშსწორების ტექნოლოგიების სფეროში, ინოვაციის სწრაფი ტემპების ფონზე, მთავრობა თუ აქტიურ პოზიციაში არ იქნება, გლობალური ციფრული გამოწვევებისათვის მზაობისათვის სტრატეგიულად მაინც მოემზადოს.

მსოფლიოში განვითარებული ტენდენციების ფონზე, ციფრულ ფულს არ შეუძლია გავლენა იქონიოს ნაციონალურ  მონეტარულ  სისტემაზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ცენტრალური ბანკის პასიურობა რისკებს შეიცავს. იმისათვის, რომ მომავალი გამოწვევებისათვის ჯანსაღი გარემოს მზაობა გვქონდეს,  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჭიროა ციფრული მონეტარული პოლიტიკის სფეროში:

  • აწარმოოს კვლევები;
  • მოაწესრიგოს სამართლებრივი გარემო;
  • შექმნას წესები და სტანდარტები, ციფრული მონეტარული სისტემის ფორმირების მიმართულებით;
  • ჯამში, შექმნას შეხედულებათა სისტემა, რომლითაც ციფრული ფული განხილული იქნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ფარგლებში.

რატი აბულაძე, ეკონომიკის დოქტორი