სპორტი

მარტვილში საფეხბურთო სკოლა აშენდება

თბილისი (BPI) – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში, ძველი კოლმეურნეობის შენობის ბაზაზე, საფეხბურთო სკოლას აშენებს. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულება 700 000 ლარზე მეტია, მისი დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მშენებლობაზე 30 ადამიანია დასაქმებული. შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის აშენება, კანალიზაციის, გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟება. საფეხბურთო სკოლაში იქნება სავარჯიშო ...

Read More »

მანჩესტერის შემოსავალი 20.8%-ით შემცირდა

თბილისი  (BPI) – მანჩესტერის  შემოსავალი  ½  წლის განმავლობაში 20.8%-ით (Y.Y) შემცირდა.  2017 წლის 5 იანვრის ანგარიშით, ინგლისის საფეხბურთო კლუბმა 2016 წლის მე-2 ნახევარში   18.7 მლნ გირვანქა სტერლინგი  ($23.5 მლნ)  მიიღო. ყველაზე მზარდი აღმოჩნდა  ტრანსლაციის ნებართვის გაყიდვიდან ამონაგები (+25.7%Y.Y). კომერციული პროექტებიდან  141 მლნ  ფუნტის შემოსავლებია მიღებული (+2.8%Y.Y). კლუბის წმინდა დავალიანება 409.3  გირვანქა სტერლინგია (+27,1%Y.Y). კვარტალური მოგება 5.9%-ით, ₤17.5 მლნ-მდეა შემცირებული. კლუბის ...

Read More »

რაგბი ჩვენი თამაშია – თიბისის მხარდაჭერით რაგბის აქსესუარების ინტერნეტმაღაზია გაიხსნა

თბილისი (BPI) – რაგბის გულშემატკივრები ახალი კვართების, საქომაგო და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას უკვე ონლაინ რეჟიმში ვებგვერდზე www.rugbystore.ge შეძლებენ. ინტერნეტმაღაზია რაგბის  გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. აქსესუარების გარდა, მაღაზიაში ქომაგები  ქართველ დიზაინერების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ, “სარაგბო” კოლექციასაც შეიძენენ, მათ შორის: მაისურებს, მორაგბეთა ავტოგრაფებიან ბურთებს და სხვა.  „რაგბის ონლაინმაღაზია რაგბის კავშირთან პარტნიორობით შეიქმნა და ის პირველი  ონლაინ-მაღაზიაა, რომელიც მთლიანად რაგბს ეთმობა.  აქ ყველასთვის მოიძებნება ...

Read More »

ბორჯღალოსნები ბელგიაში Canterbury-ს შეკერილი ახალი, ღვინის ფერი კვართით იასპარეზებენ

თბილისი (BPI) – ბორჯღალოსნები პირველად 2017 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ სტარტზე, 11 თებერვალს, ბელგიაში ახალი ფორმით იასპარეზებენ. ბორჯღალოსნებს, უმცროს ბორჯღალოსნებს, 7-კაცასა და 7-ქალას რაგბის სამყაროში ყველაზე გამორჩეული, სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი „ქენთებრი“ (Canterbury) შემოსავს. ბორჯღალოსნების ახალი კვართი „ქენთებრის“ უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული. კვართზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო – ბორჯღალი, მწარმოებლისადა საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის ლოგოები.  კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი. ...

Read More »

კასპში სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაციაზე 2,4 მლნ ლარი დაიხარჯა

თბილისი (BPI) – კასპში სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა. კასპის მუნიციპალიტეტში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე, სპორტ-კომპლექსი ასობით ახალგაზრდასა და სპორტის მოყვარულ ადამიანს მოემსახურება. რეაბილიტაცია  ჩაუტარდა  სასტუმროს შენობას,  საჭიდაო შეჯიბრებისთვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს,  სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს – დარბაზს. აშენდა  კალათბურთის, სრულიად ახალი, დარბაზი. დამონტაჟდა  საქვაბე, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემები. სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდა.  პროექტის ღირებულება    2 ...

Read More »

PSP-ს მხარდაჭერით ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა დუბაის მარათონში გუნდური I ადგილი მოიპოვეს

თბილისი (BPI) – ქართველ ვეტერან მარათონელთა ნაკრები გუნდი მორბენალ პროფესორ დავით ტატიშვილის თაოსნობით შეიკრიბა. PSP-ს მხარდაჭერით გუნდმა 20 იანვარს დუბაიში ჩატარებულ ყოველწლიურ მარათონში 50-დან 75 წლის ასაკამდე 5 ასაკობრივ ჯგუფში მიიღო მონაწილეობა  და საუკეთესო გუნდური შედეგით სხვადასხვა კონტინენტიდან მსოფლიოს პრაქტიკულად  ყველა ქვეყნის, მათ შორის საუკეთესო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მარათონელთა ნაკრებ გუნდებს  აჯობა. ვასილ სანიკიძემ 65-69 წწ ასაკობრივ ჯგუფში პირველობა არავის ...

Read More »

ვაზისუბანში რაგბის თანამედროვე სტანდარტების მოედანი აშენდება

თბილისი (BPI) – თბილისს, 2017 წელს, რაგბის თანამედროვე სტანდარტების ახალი სავარჯიშო მოედანი ექნება. რაგბის მოედანი ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში 120X75 კვ/მ-ფართობზე  განთავსდება. “პროექტი ძალიან  საინტერესოა იმით, რომ ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ამ უბანს მნიშვნელოვნად გააცოცხლებს და უბნის სპორტულ ცხოვრებას სხვა ეტაპზე გადაიყვანს. აღნიშნულ პროექტს ჩვენ წელსვე დავასრულებთ და ამ ტერიტორიაზე მოვაწყობთ სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ და ყველა სტანდარტით უზრუნველყოფილ მოედანს იმისთვის, ...

Read More »

ქართულ ჭიდაობას ეროვნული მნიშნელობის კატეგორია მიენიჭა

თბილისი (BPI) – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს, „ქართულ ჭიდაობას“ განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი. ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში ...

Read More »

აჭარის მთავრობა: ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობაში 360 მლნ-ის ინვესტირება იგეგმება

თბილისი (BPI) – აჭარის მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სპორტის სკოლა ბასკოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რეგიონისთვის მნიშვნელოვანია სპორტული ტურიზმის განვითარება და რეგიონის ხელმძღვანელობას აქვს პრეტენზია არაერთ საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლოს. იქვე ნათქვამია, რომ სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარედ, დაწყებულია მულტიფუნქციური სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობა, რომლის დარბაზები ჯამში ...

Read More »

ბათუმში უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობაზე მალე ტენდერი გამოცხადდება

ილისი (BPI) – ბათუმში უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობაზე მალე ტენდერი გამოცხადდება. ამ დროისთვის აჭარის მთავრობა და სტადიონის პროექტის ავტორი კომპანია „ბაჰადირ ქულ არქითექთსი“ ექსპერტიზის დასკვნას სამხარაული ეროვნული ბიუროდან უახლოეს მომავალში ელოდება. სწორედ ამის შემდეგ იგეგმება სტადიონის მშენებლობის ტენდერთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურების დაწყება. ბათუმის საფეხბურთო საერთაშორისო სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენდება. სპორტული მოედნის მშენებლობა ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორიაზე ...

Read More »