სპორტი

მზიურის კორტები ჩოგბურთის ფედერაციას 10 წლით გადაეცა

თბილისი (BPI) – მზიურის კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას, – ამასთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.  ამ გადაწყვეტილებითვე ტერიტორიას არ შეეცვლება სპორტული პროფილი და განკუთვნილი იქნება ჩოგბურთისთვის. მზიურის საჩოგბურთო კომპლექსი 9 ღია და 2 დახურული კორტისგან შედგება. არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც  12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტს, სპორტული ინვენტარისა ...

Read More »

პრემიერი: საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს

თბილისი (BPI) – გიორგი კვირიკაშვილი ქართველი სპორტსმენების წარმატებებს გამოეხმაურა. “საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა,” – განაცხადა პრემიერმა. „აღსანიშნავია ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით. ნამდვილად ღირსშესანიშნავია, რომ გასულ კვირას, მხოლოდ ერთ კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ჯამში ...

Read More »

ვითიბი ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის სპონსორია

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკმა საფეხბურთო აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის მე-2 ტურნირი დაიწყო (20.04-25.04). ვითიბი ბანკის ცნობით, წელს ტურნირის მონაწილე 8 გუნდს შორისაა: დინამო თბილისი, მილანის ინტერი, ზაგრების დინამო, კიევის დინამო, ჰოლანდიური ალკმაარი, თურქული ტრაბზონსპორი, ბელგიური გენტი და აზერბაიჯანული გაბალა. ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდების ასპარეზობით, 25 აპრილს დასრულდება. ფინალური მატჩი დავით პაიჭაძის სახ. ეროვნულ სტადიონზე ...

Read More »

ფორმულა 1 სტამბოლს უბრუნდება

თბილისი (BPI) – ფორმულა 1 სტამბოლს უბრუნდება. როგორც თურქული მედია წერს, ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ეტაპი სტამბოლში ბოლოს 2012 წელს გაიმართა, თუმცა ის სტამბოლს 6 წლის შემდეგ ისევ უბრუნდება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში ფორმულა 1-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჩეიზ კერი მიიღო. პრესისათვის დახურულ შეხვედრას თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი აქიფ ჩაღათაი ქილიჩი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი ესწრებოდნენ. შეხვედრის ...

Read More »

უსინათლო ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა

თბილისი (BPI) –  უსინათლო ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. კონტინენტის პირველობას 17 აგვისტოს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს. “ყველამ მაქსიმუმი გააკეთა და შედეგიც სასურველი მივიღეთ. კონკრეტულად არავის გამოვყოფ, ყველამ ძალიან კარგად ითამაშა”, – განაცხადა უსინათლოთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი პაპოვმა. გუნდის მომზადებაში მას ილია ხიპაშვილი ეხმარებოდა. ევროჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს 1-2 ადგილებზე გასული გუნდები იღებდნენ. შესარჩევ ტურნირში საქართველოს ...

Read More »

“საქართველოს რკინიგზა” სარაგბო კლუბ “ლოკომოტივის” სპონსორი გახდა

თბილისი (BPI) – სს „საქართველოს რკინიგზამ“ სარაგბო კლუბ „ლოკომოტივთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს რაგბის კლუბ „ლოკომოტივის” დამფუძნებელმა, თემურ ბენდიანიშვილმა  და „საქართველოს რკნიგზის” გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. „რაგბი საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რკინიგზას რაგბის და ზოგადად სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ასეთი მხარდაჭერა სამაგალითოა და მისაბაძია ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ვფიქრობ, საკლუბო რაგბის ხელშეწყობა დამატებითი ...

Read More »

რონალდუ, რამოსი, ბენზემა, ბეილი, მარსელანო – Airbus-ის “რეალის” ფეხბურთელების გამოსახულებით

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Emirates-მა Airbus A380 წარმოადგინა, რომლის ბორტზეც „რეალის“ გუნდის მოთამაშეები კრიშტიანუ რონალდუ, სერხიო რამოსი, ქარიმ ბენზემა, ბარეთ ბეილი და მარსელანო არიან გამოსახულნი. ფეხბურთელები ხომალდის ორივე მხარეს არიან გამოსახულნი. თვითმფრინავმა დუბაიდან მადრიდამდე რეისი 15 მარტს უკვე შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Emirates-ი 2013 წლიდან „რეალის“ გენერალური სპონსორია. ავიაკომპანიამ მსგავსი სარეკლამო კამპანია 2015 წელსაც აწარმოა. მაშინ თვითმფრინავზე 6 ფეხბურთელი იყო ...

Read More »

ზუგდიდის UEFA-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 20 მლნ ჯდება

თბილისი (BPI) – ზუგდიდის UEFA-ს მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 947 000 ლარია გამოყოფილი. სულ კი სტადიონის მშენებლობისთვის 20 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ამ დროისთვის დასრულებულია მთავარი სტადიონის ყველა ფლიგელის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის და საფეხბურთო მოედნის სამუშაოები. სტადიონს ორი მოედანი ექნება – ...

Read More »

კალაძე: მთავრობა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ფეხბურთის განვითარებას

თბილისი (BPI) – ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე განმარტავს, რომ მთავრობა თანადგომას უცხადებს ფეხბურთს და მის განვითარებას. აიპრესის ცნობით, როგორც მინისტრმა უეფას სამიტის გახსნისას განაცხადა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ უეფას სამიტი თბილისში იმართება. “მადლობას მოგახსენებთ ნდობსთვის, მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ თქვენგან და მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ფეხბურთი. ჩვენ, ჩვენი მხრივ მთავრობა მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში ფეხბურთის მასობრივ განვითარებას”, – განაცხადა კალაძემ. მან ასევე ისაუბრა ...

Read More »

PSP-ს მინი-ფეხბურთის გუნდმა SBM ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში

თბილისი (BPI) – პირველი ადგილი დაიკავა გუშინ ჩატარდა SBM სუპერლიგა A -ს  ბოლო ტური, სადაც PSP-ს გუნდმა სძლია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს ანგარიშით 5-3 და პირველი ადგილი დაიკავა სატურნირო ცხრილში. ჩემპიონატი გრძელდება აპრილში დამეორე ეტაპზე გაიმართება Play-Off შეხვედრები რის შემდეგაც გაირკვევა 2016-2017 წლის საუკეთესო გუნდის ვინაობა. SBM ბიზნეს ჩემიონთა ლიგაში ყოველწლიურად 50-ზე მეტი კომპანიის გუნდი იღებს მონაწილეობას სხვადსხვა ...

Read More »