სპორტი

ვითიბი სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირის მხადამჭერია

თბილისი (BPI) – ვითიბიმ საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობაზე განაცხადა. რუსუდან სიხარულიძის სახ. ტურნირი, სპორტულ ტანვარჯიშში, სტარტს ბათუმში იღებს (12-15 ივლისი). „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით ტურნირი უკვე მეოთხედ იმართება,11 ქვეყნიდან 150-ზე მეტი სპორტსმენის მონაწილეობით. ბანკი საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური სპონსორი 2012 წლიდანაა. „სპონსორობის გარდა, ვითიბი ბანკი აქტიურად ეხმარება ფედერაციას სხვდასხვა პროექტების განხორციელებაში და მათ შორის აღნიშნული ტურნირის ჩატარებაში. ვითიბი ბანკის მხარდაჭერა ...

Read More »

PSP-ს საფეხბურთო კლუბი სუპერლიგა A-ს ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა

თბილისი (BPI) – საფეხბურთო კლუბი “PSP” ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-17 წწ. სეზონის სუპერლიგა A-ს გათამაშების ჩემპიონია. PSP-მ გადამწყვეტ შეხვედრაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ვარსკვლავური შემადგენლობით“ დაკომპლექტებული გუნდი (კალაძე, კობიაშვილი, იაშვილი, მუჯირი, დემეტრაძე,კვარაცხელია, ამისულაშვილი…) ანგარიშით 7:2 დაამარცხა და ლიგის უმთავრესს ტიტულს მეორედ დაუფლა. PSP-ს ფეხბურთელები სეზონის გამორჩეულ მოთამაშეთა შორისაც მოხვდნენ: საუკეთესო უნივერსალის პრიზი ნიკოლოზ კურტანიძეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელად კი გიორგი აფციაური დასახელდა. ...

Read More »

პრემიერი: საქართველო საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად იქცა

თბილისი (BPI) – საქართველოში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველო უკვე იქცა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად. “წელს ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მსოფლიო ჩემპიონატი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის. 2-დან 15 ივლისამდე კი გაიმართება 19 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც ევროპის ქვეყნების 8 გუნდი, მათ შორის ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მინდა წარმატება ვუსურვო, როგორც ჩემპიონატს, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. წარმატებას ...

Read More »

აქ ისვრიან – რეპორტაჟი სასროლეთიდან

თბილისი (BPI) – ჟილეტი, ხელთათმანი, სათვალე, კეპი, ყურის საცობი, ტყვია, თოფი – ეს სროლისთვის აუცილებელი ის ატრიბუტებია, რომელსაც სასტენდო მსროლელები აქტიურად იყენებენ. სასტენდო სროლა სპორტის ნაირსახეობაა – სპორტსმენი სტენდზე გლუვლულიანითოფით სპეციალური დანადგარიდან ნატყორცნ მფრინავ სამიზნეებს ესვრის. არსებობს სასტენდო სროლის სხვადასხვა სახეობა: სპორტინგი, მრგვალი სტენდი (სკიტი) და ტრანშია (ტრაპი). მრგვალი სტენდი და ტრანშია ოლიმპიურ სახეობებს მიეკუთვნება. სპორტინგი კი ნადირობის იმიტაციაა: დანადგარიდან ...

Read More »

საქართველო 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას გეგმავს

თბილისი (BPI) – მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს. ჩემპიონატის საქართველოში გამართვის შესაძლებლობები განიხილეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივანმა სარა ლუისმა თბილისში გამართულ შეხვდერაზე. პრემიერმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთის კურორტების განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის განხორციელებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს მთის ...

Read More »

მცხეთაში სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი შენდება

თბილისი (BPI) – მცხეთაში სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი შენდება. სპორტულ კომპლექსს ექნება მრავალფუნქციურ დარბაზი სხვადასხვა სახეობის სპორტული შეჯიბრისთვის (ფრენბურთი, კალათბურთი, ხელბურთი და სხვა), ასევე სატრენაჟორო სივრცეები მშენებლობაზე დასაქმებულია 40 ადამიანი, კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დასრულდება.

Read More »

ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატის მხარდამჭერი ვითიბია

თბილისი (BPI) – თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს (12-17 ივნისი). ფარიკაობის ფედერაციის და ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი „ვითიბი ბანკია“ ტურნირი 12-17 ივნისს ახალი თბილისის ტერიტორიაზე, ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება, ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე სპორტსმენის მონაწილეობით. საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 24 სპორტსმენით წარსდგება. მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის, ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში გათამაშდება – დაშნაში, ხმალსა და რაპირაში. ჩემპიონატამდე საქართველომს ევროპის ფარიკაობის ...

Read More »

2018 წელს საქართველო ევროსაბჭოს სპორტის მინისტრების საიუბილეო მინისტერიალს უმასპინძლებს

თბილისი (BPI) – 2018 წელს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების საიუბილეო მე-15 მინისტერიალს უმასპინძლებს. მინისტერიალის საქართველოში ჩატარება, პრემიერმინისტრის მოსაზრებით, ქართველი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კარგი საშუალებაა. “სასიხარულოა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე. ეს ასევე ძალიან კარგი იქნება საქართველოს, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის საინტერესო მიმართულების შესახებ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Read More »

თიბისი“ რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დაგეგმილ კამპანიას აანონსებს

თბილისი (BPI) – „თიბისი“ რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დაგეგმილ კამპანიას აანონსებს. მას პარტნიორობას გაუწევს UN Women, სან-დიეგოს უნივერსიტეტი, Unicef, პარაოლიმპიური გადამზადების ცენტრი, Impact Hub -ი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჰაკათონია, რომლის ფარგლებშიც ინგლისისა და მსოფლიო რაგბის IT სპეციალისტებთან ერთად საქართველოს რაგბის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეებს, რაგბში და მთლიანად სპორტის ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობენ. სამატჩო დღეებში სტადიონის ტერიტორიაზე უსაფრთხო გზების კამპანიაც იგეგმება. ...

Read More »

მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი თბილისის საკრებულოში განთავსდა

თბილისი (BPI) – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი განთავსდა. საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს და ის თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. აღნიშნულ ჩემპიონატთან დაკავშირებით პრესტიჟული სარაგბო ჯილდო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობს. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი გუნდი იბრძოლებს. ღონისძიებას ...

Read More »