სპორტი

სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველებს სალაროებამდე მისვლა სპეციალური ბილიკებით მოუწევთ

თბილისი (BPI) – სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველები ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკებით მივლენ. ამის შესახებ sportall.ge გაზეთ ”ლელოზე” დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაციით, თბილისურ სუპერთასზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. გულშემატკივარმა კი უნდა გაითვალისწინოს, რომ არა სტადიონის სალაროებთან, არამედ ვაკის პარკში მოუწევს შეკრება. აქედან ისინი სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკით მივლენ, 50-კაციან ჯგუფებად. შეკრების ადგილზე ...

Read More »

ახალგაზრდა ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

თბილისი (BPI) – საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა: ბულგარეთში გამართულ პირველობაზე ქართველებმა ვაჟებში, გოგონებსა და გუნდურში 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს! სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სინფორმაციით, გოგონებში ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მზია ბებოშვილმა დაისაკუთრა. 52 კგ წონით კატეგორიაში მზიამ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ისრაელის გუნდის წევრი შირ კელნერი, იტალიელი ლუდოვიკა ლენტინი, ხორვატი ...

Read More »

პრემიერმა “დინამოსა” და “გაბალას” მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე რეაგირება შსს-ს დაავალა

თბილისი (BPI) -საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის “დინამოსა” და აზერბაიჯანის “გაბალას” მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია. როგორც “ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არავის მისცემს პროვოკაციული ქმედებების უფლებას, რომლებიც ამ ურთიერთობის წინააღმდეგ არის მიმართული. “ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანელ ხალხთან. აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი ...

Read More »

თურქულ “ტრაბზონსპორს” შოთა არველაძე გაწვრთნის

“ტრაბზონსპორს”  42 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე გაწვრთნის. შოთას კონტრაქტი ორწლიანია და ის სეზონში 1,2 მილიონ ევროს მიიღებს. დანიშვნის შემდეგ შოთა არველაძემ პირველი კომენტარი გააკეთა: “18 წელიწადი ძალიან დიდი დროა, მაგრამ მე ასე არ აღვიქვამ, რადგან ვერასოდეს ვერ გავდგებოდი გვერდზე იმ ხალხისგან, ვისაც ძალიან ვუყვარვარ. ამიტომ მე არც არასოდეს წავსულვარ. ტრაბზონი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილია. ჩვენი გუნდის მიზანი ყოველთვის ნათელია ...

Read More »

ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი” საზეიმოდ გაიხსნება

თბილისი (BPI) -ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა – ,,მომავლის ბანაკი” ანაკლიაში, 5 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება. ამ დღეს ანაკლიაში “მომავლის ბანაკს” მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრება. ბანაკის ოფიციალურ გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი “მომავლის ბანაკს” საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს. “მომავლის ბანაკს” პირველ ნაკადზე ...

Read More »

ნიკოლოზ ბასილაშვილმა “უიმბლდონზე” მსოფლიოს მე-15 ჩოგანი დაამარცხა

თბილისი (BPI) – ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა “უიმბლდონის” მეორე რაუნდში ესპანელი მე-15 ჩოგანი ფელისიანო ლოპეზი დაამარცხა. ბასილაშვილმა ესპანელი ჩოგბურთელი 7:5; 6:3; 3:6; 2:6; 4:6 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მესამე რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო ბაუტისტას დაუპირისპირდება აღსანიშნავია, რომ ბაუტისტა მსოფლიო რეიტინგში 22-ე ჩოგანია. მეორე რაუნდში კი მან ფრანგი ბენუა პერი ანგარიშით 6:2; 6:4; 3:6; 3:6; 3:6 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ...

Read More »

სუპერთასის ბილეთები გასაყიდად mymarket-ზე 300$ გამოჩნდა

თბილისი (BPI) -მომხმარებლებმა უეფას სუპერთასის ბილეთები mymarket.ge-ზე გასაყიდად განათავსეს. უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ მაღაზია mymarket.ge-ზე გამოჩნდა. მომხმარებლებზე 75 ლარიან ბილეთებს 300 დოლარად ყიდიან. შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა Biletebi.ge-ზე 18 ივნისს უნდა გაყიდულიყო. ტექნიკური პრობლემების გამო, ბილეთების გაყიდვა ხარვეზებით მიმდინარეობდა. მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, ვებგვერდის მუშაობა სრულად ვერ გამოსწორდა, რის გამოც უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერთასის ...

Read More »

სუპერთასის ბილეთები “მიხეილ მესხის” სალაროებში გაიყიდება

თბილისი (BPI) -უეფა-ს სუპერთასის ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. sportall.ge-ს ინფორმაციით, “ბარსელონა-სევილიას” მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება. სტადიონზე სულ ექვსი სალარო იმუშავებს. ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში იმის გამო გაიყიდება, რომ “დინამო არენაზე” სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სალაროში მას შემდეგ გადაწყდა, რაც biletebi.ge-მ ვერ უზრუნველყო ონლაინ-რეჟიმში მათი გაყიდვა. უეფასა ...

Read More »

რა რისკი ახლავს თან თბილისი 2015-ის ჩატარებას?

თბილისი (BPI) – “მთავარია, საქართველომ სტუმრებს ღირსეულად უმასპინძლოს და ფესტივალისგან მოგებაც მიიღოს” 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე თბილისმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უნდა უმასპინძლოს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მომრავლებას და უცხოური ვალუტის შემოდინებას შეუწყობს ხელს, თუმცა ისტორიას საპირისპირო ფაქტებიც ახსოვს, როდესაც სახელმწიფომ ზუსტად ვერ გათვალა მოსალოდნელი ხარჯები და მოგების ნაცვლად წაგებული დარჩა. ამის კარგი მაგალითია პეკინის 2008 ...

Read More »

თბილისის ზღვაზე ესპანური კომპანია 45 000-იან სტადიონს ააშენებს

თბილისი (BPI) – თბილისის ზღვაზე ესპანური კომპანია 45 000-იან სტადიონს აშენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი Daryal Tbilisi თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია მითითებული, დარიალის სტადიონს ესპანური კომპანია project management ააშენებს და სტადიონის მშენებლობა თბილისის ზღვის სანაპიროდან ზუსტად 700 მეტრში დაიწყება. სტადიონის პროექტირების საწყისი ღირებულება 950 000 ლარია. იქვე ნათქვამია, რომ სტადიონი უეფას და ფიფას სტანდარტების შესაბამისი იქნება. მთავარი არენა ...

Read More »