სპორტი

ფაჩულია NBA-ს ცენტრების TOP 30-ში მოხვდა

თბილისი (BPI) – “გოლდენ სტეიტის” ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია NBA-ს ცენტრების TOP 30-ში მოხვდა, – საუკეთესო ცენტრების რეიტინგი ვებგვერდმა hoopshype.com ​გამოაქვეყნა. hoopshype.com-მა ზაზა ფაჩულიას 29-ე ადგილი მიანიჭა. NBA-ში საუკეთესო ცენტრების TOP-30-ის პირველ ხუთეულში მოხვდნენ კარლ-ენტონი თაუნსი, ნიკოლა იოკიჩი, დემარკუს კაზინსი, რუდი გობერი, მარკ გასოლ. რეიტინგში ასევე შევიდნენ სტივენ ადამსი, ბრუკ ლოპესი, დეანდრე ჯორდანი, ელ ჰორფორდი.  

Read More »

საქართველოს მოქალაქეებს “ევრომილიონების” სუპერ-ტირაჟში მონაწილეობისა და €130 მლნ-ის მოგების შანსი აქვთ

თბილისი (BPI) – საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთა მოქალაქეებსაც ”ევრომილიონების” ოფიციალური ბილეთების ყიდვა შეუძლიათ, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ipn-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, “ევრომილიონების” მომდევნო სუპერ-ტირაჟი პარასკევს, 15 სექტემბერს გაიმართება. საერთაშორისო ლატარეის სერვისმა TheLotter.com-მა ლეგენდარული ტირაჟის ბილეთების გაყიდვა 11 სექტემბერს დაიწყო. ევროპული ლატარეა “ევრომილიონების” მიმდინარე წლის მეორე სუპერ-ტირაჟის გამარჯვებული 130 მილიონ ევროს მოიგებს. სუპერ-ტირაჟში მონაწილეობის მისაღებად ლატარეის სერვის TheLotter.com-ის საიტზე ბილეთის შევსებაა საჭირო. “ევრომილიონების” სუპერ-ტირაჟი ...

Read More »

“ჯორჯიან ფიტნეს გრუპი” თბილისში World Class-ის პირველ მრავალფუნქციურ ფიტნესკლუბს ხსნის

თბილისი (BPI) – შემოდგომაზე თბილისში, ფილარმონიის შენობის მე-4 სართულზე მსოფლიოში პოპულარული საერთაშორისო ბრენდის, World Class-ის პირველი ფიტნესკლუბი გაიხსნება. World Class-ის ისტორია 1983 წელს, სკანდინავიაში იწყება. გასული 34 წლის განმავლობაში ბრენდი აქტიურად ფართოვდებოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე შუა აზიის რეგიონში. დღეისათვის მსოფლიოში World Class-ის 84 კლუბი ფუნქციონირებს ფიტნესკლუბის მფლობელი კომპანია, ”ჯორჯიან ფიტნეს გრუპი”, კერძო ინვესტიციებით დაფუძნებული ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოსა ...

Read More »

თელავში მულტიფუნქციური სპორტის სასახლე წლის ბოლოს გაიხსნება

თბილისი (BPI) – მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლე თელავში წლის ბოლოს გაიხსნება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელს დაიტევს, პატარა კი – 500-ს. სპორტის სასახლის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერის მოწყობაც იგეგმება. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. თელავის გარდა, მულტიფუნქციური სპორტის სასახლე გორსა და ბათუმში ...

Read More »

ქართველმა კალათბურთელებმა სერბები 68:66 დაამარცხეს

თბილისი (BPI) – საქართველომ საბერძნეთის შემდეგ ზედიზედ მეორე ევროპული გრანდი დაამარცხა. აკროპოლისის თასზე ქართველმა კალათბურთელებმა სერბეთის ნაკრები 68:66 დაამარცხეს. თამაში დაძაბული იყო. პირველ ტაიმი 36:36-ით დასრულდა. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იყო. გადამწყვეტი სამქულიანი დუდა სანაძემ ჩააგდო. საქართველოს ნაკრებმა თამაში კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გარეშე ჩაატარა.

Read More »

თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება

თბილისი (BPI) – თბილისში ზაზა ფაჩულიას სახელობის „გალფის” საკალათბურთო მოედანი აშენდება. მოედანი გელოვანის გამზირზე აშენდება და მის მშენებლობას საფუძველი უკვე ჩაეყარა და 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ზაზა ფაჩულიამ და კომპანია “გალფის” ხელმძღვანელობამ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს და მემორანდუმს ხელი მოაწერეს. საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ნავთობკომპანია „გალფის“ ორგანიზებითა და დიდუბის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ...

Read More »

საქართველოში პირველად, ზაზა ფაჩულია  NBA-ს ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს

თბილისი (BPI) – ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წელს  NBA -ს ჩემპიონი გახდა. 6 აგვისტოს ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონთა თასს, ტრადიციული ტროფი ტურის ფარგლებში, საქართველოში ჩამოიტანს და აეროპორტში გულშემატკივრებს შეხვდება. ზაზას გუნდმა Golden State Warriors ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში Cleveland Cavaliers ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ტურის განმავლობაში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ქართველი კალათბურთელი და ცნობილი ლარი ობრაიენის სახელობის თასი  ნახონ და მასთან ფოტოები გადაიღონ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ზაზა ფაჩულიას ერთერთი მასპინძელი თიბისი ბანკია. ქართველი ...

Read More »

“ვისოლმა” პირველად საქართველოში ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა

თბილისი (BPI) – „ვისოლმა“ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან ერთად პირველად საქართველოში „ეკო დრაგი“ – ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა. „ეკო დრაგზე“ ერთმანეთს საქართველოში ყველაზე გავრცელებული, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის – Nissan Leaf-ის  მძღოლები შეეჯიბრნენ,  „ი-სპეის“-ის ადგილიდან სიჩქარის აკრეფაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფმა ოთხ-კარიანმა სედანმა – „ტესლამ“ კი ბენზინზე მომუშავე სპორტული ბოლიდი გამოიწვია შეჯიბრში და აჯობა კიდეც. „ვისოლმა“ „ეკო დრაგი“ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოვიჟენის“ საზოგადოებრივი მხარდაჭერით გამართა. ...

Read More »

2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ყრუთა კავშირის წევრების წარმატებები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

თბილისი (BPI) – ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი 95 ქვეყანას შორის – საქართველოს ყრუთა კავშირის წევრები მნიშვნელოვანი გამარჯვეებებით ბრუნდებიან საქართველოში. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გიორგი ჯანელიძემ (59 კგ. წონით კატ). ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ლაშა ჯანელიძემ (66კგ.წონითკატ.) – ვერცხლის მედალი. თავისუფალ ჭიდაობაში (74 კგ.წონითი კატეგორია) ვერცხლის მედალი  მიიღო შაქრო ჩაკვეტაძე. პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს ყრუთა კავშირის ორგანიზებით და დაფინანსებით ქართველმა ყრუ ...

Read More »

ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

თბილისი (BPI) – ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება. კომპლექსის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება, საინვესტიციო ღირებულება 71,8 მლნ ლარია. შენობის პროექტირების თანხა კი 420 000 ლარი. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა, პროექტს სამინისტრო ახორციელებს, კომპლექსის მშენებლობაზე კი ტენდერი ამ კვირაში გამოცხადდება. “პროექტის საბოლოო დოკუმენტი უკვე მზად არის. მალე თითოეული სპორტის სახეობა, ახალ, ძალიან მაღალი დონის ...

Read More »