სპორტი

ქართველი მორაგბეები რუსებს სოჭში დაუპირისპირდებიან – ერთად ვუგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს!

თბილისი (BPI) – საქართველოს რაგბის ნაკრები  „რაგბი ევროპის“  ჩემპიონატის ფარგლებში მორიგ შეხვედრას სოჭში 12 მარტს გამართავს, სადაც ქართველი ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. თიბისი ბანკი, საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი,  რაგბის მოყვარულებს  ვაკის პარკის ღია კინოთეატრში, კლუბ  „33ა“-ში ეპატიჟება, სადაც  დიდ ეკრანზე თამაშის ტრანსლაცია  გაიმართება.  რაგბის გულშემატკივრებს ადგილზე ბევრი სურპრიზი დახვდებათ  – სახეზე მოხატვა, სამახსოვრო ფოტო, საზეიმო დრამ-შოუ  და რაც მთავარია, ...

Read More »

ვითიბი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბანკი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. დადებული ხელშეკრულება ორ წლიან სპონსორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, ფიქსირებული თანხის გარდა, კონტრაქტში გათვალისწინებულია შედეგზე ორიენტირებული დამატებითი თანხა, რომელიც განისაზღვრება 2016 – 2017 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში, საქართველოს ნაკრების მიერ, დაგროვილი ქულების მიხედვით. გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სპორტისა ...

Read More »

მილიონი ლარი ქართულ რაგბს განვითარებისთვის

თბილისი (BPI) – სოფელ ნატახტარში საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია „ნატახტარს“ შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში 1 მილიონ ლარს მიიღებს. მემორანდუმს ხელი „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, რაგბის კავშირი კომპანინისგან ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს ერთ მილიონ ლარს და ეს თანხა ქართული რაგბის განვითარებას ...

Read More »

ქრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთში ფოტოსესიისთვის 1,1 მლნ ევრო მიიღო

თბილისი (BPI) – „რეალის“ თავდამსხმელმა ქრიშტიანუ რონალდუმ, საუდის არაბეთში, სატელეკომუნიკაციო კომპანია Mobily-ს რეკლამისთვის 1,1 მლნ ევრო აიღო. როგორც sports.ru წერს, ფეხბურთელის ფოტოსესია 2013 წელს მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში რონალდუ შეხვდა თაყვანისმცემლებს და ჩაწერა 2 სარეკლამო მიმართვა.

Read More »

20 მლნ-იანი პროექტი – ზუგდიდს უეფას სტანდარტების სტადიონი ექნება

თბილისი (BPI) – ზუგდიდში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობას, კაფსულის ჩადებით, საფუძველი პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაუყარა. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გამოყოფილია  9 747 000 ლარი. ამჟამად მიმდინარეობს მიწისზედა გრუნტის სამუშაოები და მუშაობს მძიმე ტექნიკა. სტადიონს ექნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი ...

Read More »

ფუტსალში ჩემპიონატის ორგანიზებაზე სფფ-სა და SBM-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით , საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტული სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა , რომელსაც ხელი სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და SBM-ს დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებას ერთობლივად განახორციელებენ. წლევანდელი გათამაშება სტარტს 14 მარტს აიღებს და 8 გუნდიანი ფორმატით, ერთ წრედ გაიმართება. ლევან კობიაშვილი: ...

Read More »

თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის და ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია. მხარეთა  შორის  გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თიბისი ბანკი საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი  ხდება.  ასევე, თიბისი ბანკი ეროვნული შვიდკაცა ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი იქნება. საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობის მთავარი მიზანია, ქართულ საზოგადოებაში დაინერგოს რაგბი და სარაგბო ღირებულებები, რაგბი ...

Read More »

მთავრობამ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი დააფუძნა

მთავრობამ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი დააფუძნა

თბილისი (BPI) – ფეხბურთის განვითარების მიზნით, მთავრობამ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი დააფუძნა. როგორც მთავრობის №2862 განკარგულებიდან ირკვევა, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია. განკარგულებით ასევე ირკვევა, რომ ფონდის დაფუძნების შემდგომ დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილებაა განახორციელებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

Read More »

All Star-ის მესამე შუალედური შედეგებით, ზაზა ფაჩულია მერვე ადგილს ინარჩუნებს

თბილისი (BPI) – All Star-ის მესამე შუალედურის შემდეგ, ქართველი ლეგიონერი ზაზა ფაჩულია 299,584 ხმით ისევ მერვე ადგილზეა. ხმის მიცემა ყველა ვარსკვლავის თამაშზე ჯერ არ დამთავრებულა. ასე რომ ზაზას all-star-ზე თამაშის შანსი კიდევ აქვს. ამ დროისთვის ფორვარდების სამეული ასე გამოიყურება: კობი ბრაიანტი 1,533,432, კევინ დურანტი – 774,782 და დრეიმონდ გრინი – 499,947. ხმის მიცემის დასრულებამდე დარჩენილია 4 დღე. ასე რომ, #NBAVOTE Zaza Pachulia. ხმის ...

Read More »

fifa 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელს და ოქროს ბურთის მფლობელს გამოავლენს

თბილისი (BPI) – დღეს fifa 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელს და ოქროს ბურთის მფლობელს გამოავლენს, სადაც ოქროს ბურთისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს, რომლებიც კრისტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და ნეიმარ ჯუნიორი არიან. შეგახსენებთ რომ დაჯილდოვება 21:30 საათზე დაიწყება რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გააშუქებს.

Read More »