რეიტინგები

ეროვნული ბრენდების რეიტინგში საქართველომ 93-ე ადგილზე გადაინაცვლა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი გამოქვეყნდა. კომპანია Brand Finance-ის რეიტინგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები უპირობო ლიდერია. ყველაზე ღირებული ეროვნული ბრენდების პირველი ათეული კი ასეთია: აშშ, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი, ინდოეთი, კანადა, იტალია და ავსტრალია. კვლევის ავტორების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც რჩება მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ეროვნულ ბრენდად.,,იქაური ბიზნეს-კლიმატი ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. აშშ, რბილი და მოქნილი პოლიტიკის ...

Read More »

საქართველოს 10 ყველაზე ლამაზი ტბა

ქორულდის ტბები სვანეთი. მაღალმთიან პლატოზე სამი პატარა ტბა თვლემს. ეს პლატო მესტიის, სვანეთის ცენტრალური დასახლების თავზეა განლაგებული. აქ ასვლა მხოლოდ ორხიდიანი მანქანებითაა შესაძლებელი. წყალი ცივია, ამიტომ ბანაობა მთლად კარგი იდეა არაა. აქაურობის მთავარი ხიბლი საოცარი სილამაზის პანორამული ხედებია. უძირო ტბა კატიწვერა, გლოლა, რაჭა. მისი ნახვა მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი და ორდღიანი ლაშქრობა სჭირდება. ტბის სარკეში კავკასიონის მთაგრეხილი ირეკლება, ხოლო ბონუსად გამჭვირვალე ...

Read More »

დასახელდა ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდები

თბილისი (BPI) – კომპანია Interbrand -მა განაახლა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი. TOP ასეულში მოხვდა 14 საავტომობილო კომპანია, რომელთა შორის ლიდერობს იაპონური Toyota. საავტომობილო ბრენდებს შორის პირველ ადგილზე გასული Toyota -ს საბაზრო ღირებულება 49,048 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იაპონურ კომპანიას ასევე საშუალებას აძლევს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მეექვსე ადგილზე ყოფნას. Toyota -ს ღირებულება წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16% -ით. ...

Read More »

კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე დამაინტრიგებელი მეღვინეობის რეგიონებს შორისაა

თბილისი (BPI) – კახეთი მსოფლიოს 10 ყველაზე დამაინტრიგებელ მეღვინეობის რეგიონებს შორის მოხვდა. რეიტინგი მოგზაურებისთვის პოპულარულმა გზამკვლევმა LonelyPlanet გამოაქვეყნა. კახეთი ზელანდიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის, არგენტინის, აშშ-სა და კანადას მეღვინეობის რეგიონებს შორის მეშვიდე ადგილზეა. სტატიაში  ავტორი მიუთითებს, რომ  ქართული ღვინის წარმოების კულტურა უძველესია და კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი ადგილია. „საქართველო აღიარებულია იმ უძველეს კერად, სადაც ველური ვაზი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათასი წლის წინ ...

Read More »

საქართველო ყველაზე დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში, მსოფლიოში  ყველაზე დაბალი გადასახადების მქონე ქვეყნებს შორის საქართველო მეცხრე ადგილზეა. მკვლევარები წერენ, რომ როდესაც ბიზნესმენები საკუთარი საქმიანობის გაფართოებაზე ფიქრობენ, დიდ ყურადღებას აქცევენ საგადასახადო განაკვეთებს. მთავრობებიც ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს ბიზნესისთვის დაწესებული გადასახადების განაკვეთებით. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში” იყენებს „მთლიანი გადასახადის განაკვეთს” როგორც განმსაზღვრელს, რამდენად კონკურენტუნარიანია ქვეყანა. „მთლიანი გადასახადი განაკვეთი განმარტებულია მსოფლიო ბანკის მიერ ასე: გადასახადების ...

Read More »

FitchRatings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB-” დონეზე დაუდასტურა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ FitchRatings-მა საქართველოს გრძელვადიანი რეიტინგი ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში „BB-” დონეზე დაუდასტურა, პროგნოზით “სტაბილური”. სააგენტომ ქვეყნის ადგილობრივი და უცხოური, არაუზრუნველყოფილი, ობლიგაციების რეიტინგიც, ასევე “BB-” დონეზე დაადასტურა. სააგენტოს საქართველოს ეკონომიკის სისუსტედ მიაჩნია საგარეო წყაროებიდან მისაღები ფინანსები, ლარის გაუფასურება, რეზერვების კლების ტემპი. ლარის გაუფასურებამ გაზარდა წმინდა საგარეო ვალდებულებების ტვირთი, რაც წლის ბოლოსთვის მშპ-ს 53%-დან 72% იქნება; ბიუჯეტის დეფიციტი 2015 წელს ...

Read More »

ვინ ახდენს გავლენას ფინანსურ ბაზრებზე?

თბილისი (BPI) – აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯანეტ იელენი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანია მათ შორის, ვინც ფინანსურ ბაზრებზე გავლენას ახდენს.  „ბლუმბერგი“ 50-კაციან სიას აქვეყნებს, სადაც ცნობილ ბიზნესმენებთან, მეცენატებთან და ინვესტორებთან ერთად, პოლიტიკური ლიდერებიც მოხვდნენ. რეიტინგში მეორე ადგილს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს – ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იკავებს. მესამე ადგილზეა კომპანია Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი, რომელმაც 2011 ...

Read More »

ყველაზე ძვირად ღირებული ოპერაციები საქართველოში

თბილისი (BPI) – როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა ქირურგიული ჩარევა სიცოცხლის ერთადერთი ხსნაა, რა თანხებთან გვაქვს საქმე და რომელი ოპერაციებია საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული. ამ საკითხებით ambebi.ge დაინტერესდა. ღვიძლის ტრანსპლანტაცია ძვირად ღირებულ და რთულად შესასრულებელ ოპერაციათა ჩამონათვალში პირველ ადგილზეა. დღეს საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ორ კლინიკაში აკეთებენ –  “ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა” და “ავერსში”. ამ უკანასკნელში აღნიშნული ოპერაციის ფასი დაახლოებით 111 ...

Read More »

პირველად ქართულ ბაზარზე – სასტუმრო ნომერი დღეში 20 ათას დოლარად

თბილისი (BPI) – ქართულ სასტუმრო ბიზნესში პირველად, ციხისძირში მშენებარე სასტუმროში Castello Mare, პენტჰაუსის ტიპის ნომრის ღირებულება ერთი ღამით, 20 ათასი დოლარი იქნება. ამის შესახებ „კომერსანტს” პროექტის განმახორციელებელ კომპანიაში Green Cape განუცხადეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ნომერი 500 კვ.მ. ფართობის იქნება, სადაც მისაღები ოთახი, ორი საძინებელი და ორი მოოქროვილი მოზაიკით გაკეთებული აბაზანა, ბუხარი და ა.შ. განთავსდება. მათივე განცხადებით, სასტუმრო მაღალ სეგმენტზე იქნება ...

Read More »

საქართველოს პოზიციები უახლეს რეიტინგებში

თბილისი (BPI) – როცა პოტენციური ინვესტორი ქვეყანაში შემოსვლის საკითხს განიხილავს, პირველ რიგში საერთაშორისო რეიტინგებს გადახედავს. ამიტომ რეიტინგებისადმი ყურადღება ქვეყნის შიგნითაც მნიშვნელოვანია და მათ სწორი აღქმა და გაანალიზება სჭირდება. რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნული კვლევა 1996 წლიდან ხორციელდება და 200 ქვეყანას მოიცავს, რომელთა შეფასებაც 6 ჯამური ინდიკატორის მიხედვით ხდება. ეს ინდიკატორებია: გამოხატვის უფლება და ...

Read More »