პოლიტიკა

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის საკონსულტაციო მომსახურებაზე მთავრობა 649 000 ლარს დახარჯავს

თბილისი (BPI) – ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის საკონსულტაციო მომსახურებაზე მთავრობა 649 000 ლარს დახარჯავს. მთავრობის განკარგულებით, საკონსულტაციო მომსახურებას მთავრობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით შეიძენს. შესაბამის დაფინანსებას მთავრობის ადმინისტრაცია  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიიღებს.

Read More »

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს

თბილისი (BPI) – გავრცელებული ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. თუმცა, როგორც “ინტერპრესნიუსს” სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს, 12.00 საათზე ლევან ყიფიანი პრესკონფერენციას გამართავს. რა იქნება პრესკონფერენციის თემა, ამას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ. როგორც ცნობილია, ორი დღის წინ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოზე, ელგუჯა ხოკრიშვილის გარდა, ლევან ყიფიანზეც იყო საუბარი. “ინტერპრესნიუსის” ...

Read More »

პრემიერი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს

თბილისი (BPI) – ირაკლი ღარიბაშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერმა თავად განუცხადა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი შესაძლოა, ბიძინა გიორგობიანმა შეცვალოს, პრემიერი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და განმარტავს, რომ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურა არ განიხილება. “ელგუჯა ხოკრიშვილი არის ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური და უწესიერესი ადამიანი. მართლა ...

Read More »

ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

თბილისი (BPI) – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ ნათვქმია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში. “მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა. საქართველოში მუშაობის პერიოდში მთავრობის გუნდთან ერთად შევძელით სახელმწიფო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა. რეფორმების კუთხით პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმულია. სასურველი შედეგების მიღწევას კვლავაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება, პროცესი კი უკვე შეუქცევადია. ...

Read More »

შოთა უტიაშვილი: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს

თბილისი (BPI) – “ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 15-დან 30%-მდეა. 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს”,-ამის შესახებ “აიპრესთან” საუბრისას შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს შსს-მ გამოაქვეყნა, სომხეთის და ბელარუსის მსგავსია – 60%. როგორც უტიაშვილმა აღნიშნა, ეს აჩენს ეჭვებს, რომ სტატისტიკა გაყალბებულია. “რაც შეეხება გახსნის მაჩვენებელს, მაჩვენებელი, რომელიც აქვს ნორმალურ ევროპულ ...

Read More »

გიორგი მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი აქტიურადაა ჩართული ქართულ პოლიტიკაში

თბილისი (BPI) – “ბიძინა ივანიშვილს აქვს აქტიური როლი პოლიტიკაში და ეს ნათლად გამოჩნდა. ეს არ არის ტრადიციული ფორმა. მე ვერ ვისაუბრებ ჭორზე დაფუძნებით, იმიტომ რომ არ ვარ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. მაგრამ გამომდნარე იმ საჯარო განცხადებებიდან, რაც გაუკეთებია ივანიშვილს, იმ პროცესებიდან, რომელშიც ჩართულა, თუნდაც ალასანიას განთავისუფლება და ეს ყველამ იცოდა, რომ ის ჩართული იყო.” – განაცხადა საქართველოს პრეზიდნტმა გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროში”. ...

Read More »

დავით უსუფაშვილი: მაჟორიტარი დეპუტატები თვითმმართველობების პრობლემად არ უნდა იქცნენ

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე გურჯაანში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან დაკავშირებული საკითხის “საფუძვლიან შესწავლას” აპირებს. უსუფაშვილის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატები თვითმმართველობების პრობლემად არ უნდა იქცნენ. ,წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ ძალიან ბევრ ადგილზე შენობა-ნაგებობები პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისათვის უსასყიდლო უზურფრუქტის წესით არის გადაცემული. ეს მაშინ, როცა თვითმმართველობისთვის ბიუჯეტის ყოველი თეთრი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ...

Read More »

პრემიერი შვეიცარიის ელჩს დაჰპირდა, რომ შვეიცარიელი ბიზნესმენის საქმეს ობიექტურად შეისწავლიან

თბილისი (BPI) – საქართველოში ბიზნესგარემო არის აბსოლუტურად თავისუფალი, ბიზნესი ხელშეუხებელია და თუ რაიმე კანონდარღვევა მოხდა რომელიმე კომპანიის ბიზნესპარტნიორებს შორის, ამას შესაბამისი უწყებები შეისწავლიან, – ამის შესახებ პრემიერმა შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც შვეიცარიელ დიპლომატს აწუხებს და დაჰპირდა, რომ აღნიშნული თემით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება. „საინტერესო ...

Read More »

თბილისის მერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მემორანდუმი გაფორმეს

თბილისი (BPI) – დევნილთა პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც თბილისის მერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გააფორმეს. ქართულ და აფხაზურ ენებზე მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია დევნილთა პრობლემების მოგვარებაში კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა. თბილისის მერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმებამდეც აქტიურად თანამშრომლობდა. დავით ნარმანიას თქმით, დევნილთა კომპაქტურ ...

Read More »