პოლიტიკა

მინისტრი: ირანი არ არის მხოლოდ 80 მლნ-იანი ბაზარი, მისი საშუალებით შეგვიძლია ფართო რეგიონზე გასვლა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ირანთან თანამშრომლობის გაფართოებას მნიშვნელოვანს უწოდებს. აღნიშნავს, რომ ირანსა და საქართველოს შეუძლიათ ერთმანეთს დაეხმარონ მესამე ბაზრებზე წვდომაში. “ირანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ 80 მილიონიანი ბაზარი, მისი საშუალებით შეგვიძლია უფრო ფართო რეგიონზე გავიდეთ, საქართველო კი პირდაპირ სთავაზობს ირანულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნის პირობებში, ისარგებლონ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს შეიძლება იყოს ...

Read More »

ნინო ლომჯარიამ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი დატოვა

თბილისი (BPI) – აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ თანამდებობა დატოვა. ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეიდან ასრულებს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობას. “მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება მომანიჭა, ყველა პროფესიონალის, ვისთანაც ვმუშაობდი, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების… ამაყი ...

Read More »

ქართული საარჩევნო გარემოს პორტრეტი

თბილისი (BPI) – მიმდინარე არჩევნები ცხადყოფს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ისეთი კანდიდატები შესთავაზა საზოგადოებას, რომლებსაც აქვთ პროფესიული გამოცდილება, სურთ მმართველობითი აქტივობა, ფლობენ გარკვეულ პოლიტიკურ ნიშას და სარგებლობენ საზოგადოებრივი ავტორიტეტით. აღვნიშნავ, საზოგადოებისათვის ცნობილია მათი მართვის ინსტრუმენტები, ეკონომიკური და პოლიტიკური აქტივობის შედეგები, სოციალური კეთილდღეობის მიღწევებისა და პროფესიული განვითარების მასშტაბები. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში არის რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და უიმედობა. ამიტომ დავძენ, რომ ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერს მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის. შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე. პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელს ქვეყნაში მიმდინარე რეფორმების და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად ...

Read More »

პოსტფაქტუმ დიალოგი კონსტიტუციაზე-მმართველი გუნდი პრეზიდენტთან შეხვედრის ფორმატს ვერ ირჩევს

თბილისი (BPI) – რეზიდენციაში  28 სექტემბრისთვის პრეზიდენტის მიწვეულ პარტიებს შორის „ქართული ოცნებაც“ იქნება თუ  მმართველი გუნდი პირისპირ შეხვედრის ფორმატს აირჩევს კვლავ დაუზუსტებელია. უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ „მაესტროს” საღამოს ეთერში მხოლოდ საუბრის ფორმატზე განაცხადა, რომ კონსულტაცია იქნება და არა დიალოგი, რადგან მანამდე ოცნების მცდელობის მიუხედავად დიალოგი ვერ შედგა. დეპუტატმა კონსულტაციის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის გაცხადებულ ვერსიას ვერაფერი დაამატა. ხვალინდელი შეხვედრის დეტალები ზუსტდება. ...

Read More »

ისევ ვეტოს მოლოდინში

თბილისი (BPI) – მორიგი ვეტოს მოლოდინში უმრავლესობა პოლიტიკური ინსტრუმენტის ფუნქციის მოშლაზე საუბრობს. ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ ყოველდღიურმა რეჟიმმა აღნიშნულ მექანიზმს დატვირთვა დაუკარგა. მისი განცხადებით, დეზინფორმაციაა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმცირესობის გავრცელებული ვერსია, თითქოს ის ერთპარტიულია. აღნიშნა, რომ ცვლილებები 5 პარტიის მხარდაჭერილია. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მისივე თქმით, თავიდანვე ოპოზიციაში ჩადგა. ბესელიას თქმით 100-დან შეთანხმებული 99 საკითხი არ ნიშნავს საყოველთაო ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო მთავარი თემები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. ...

Read More »

ნათია კალაძე: სექსმუშაკები შემოსავალს პატიოსანი შრომით იღებენ

თბილისი (BPI) – ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” ახლო მომავალში პროსტიტუციის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდელო ინიციატივით საკანონმდელო ორგანოს მიმართავს, – ამის შესახებ “გირჩის” თანადამფუძნებელმა ნათია კალაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა. როგორც მან განმარტა, სამწუხაროდ, საქართველოში ეს საქმიანობა მიჩნეულია ამორალურად, რეალურად კი სექსმუშაკები პატიოსანი შრომით იღებენ შემოსავალს. ნათია კალაძე ამბობს, რომ ინიციატივა პროსტიტუციის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხს მოიცავს უპირველესად კი ეს არის ადამიანის უფლებების ...

Read More »

ლილუაშვილი: ქართუ კორპორაციულ სეგმენტს ემსახურება და ვერც მოსახლეობას გააკოტრებს

თბილისი (BPI) – „ქართუს“  არ აქვს სალომბარდე მომსახურება, არ აქვს იპოთეკური სესხები, არ აქვს სამომხმარებლო სესხები“, – პარლამენტის წევრი გიორგი ლილუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ბანკი ოპერირებს კორპორაციულ სეგმენტზე, არ ემსახურება ფიზიკურ პირებს. შესაბამისად, სესხები ვერ გააკოტრებდა მოსახლეობას, რა ბრალდებებიც აქციის მონაწილეებმა გამოთქვეს. პარლამენტის წევრმა ბანკის „დახასიათებისას“ განაცხადა, რომ ეკონომიკურ  პროექტებს აკრედიტებს და ბანკის პრიორიტეტი ...

Read More »

პრეზიდენტი “ქართული ოცნებისგან” კომპრომისის მოლოდინშია

თბილისი (BPI) – საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველა პარტიის შეთანხმებული დოკუმენტი „ქართულ ოცნებას“ და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. საგანგებო ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყველა პარტიის დათმობით შემდგარ თანხმობაზე განაცხადა. დასტურად იმისა, რომ მხოლოდ მითია, თითქოს საქართველოში სხვადასხვა შეხედულების ადამიანები ვერასდროს თანხმდებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს დოკუმენტი ქართულ ოცნებას უბიძგებს თავის უკომპრომისო პოზიციას გადახედოს.

Read More »