პოლიტიკა

პრეზიდენტი: სოფლის მეურნეობის გაძლიერება პასუხია ჩვენი ქვეყნის პრინციპულ გამოწვევებზე

თბილისი (BPI) – პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებისგან აგროსექტორში არსებული პრობლემები მოისმინა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ახალი პროექტების შესახებ ანგარიში გიორგი მარგველაშვილს ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ წარუდგინა. ასოციაციის ახალ პროექტებს შორისაა ფერმერთა სათათბირო, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, მობილური აპლიკაცია “აგრონავტი” და წიგნი “გზა ფერმერობისკენ”. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის გაძლიერება ჩვენი ქვეყნის რამდენიმე პრინციპული გამოწვევის: სურსათით ჩვენივე ბაზრის ...

Read More »

პრემიერი: საქართველო გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერად გადაიქცა

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე საქართველოს წარმატებებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა. “ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა; მეტიც, დღეს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას თავმჯდომარეობს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა. მიღებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრემიერმა გაერო-ს დღე მიულოცა ...

Read More »

პრემიერი: მჯერა, ეს არჩევნები განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების დასტური იქნება

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერმა თვითმართველობის არჩევნებზე ისაუბრა. “რამდენიმე დღეში ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების ...

Read More »

პარლამენტი სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურაზე აქტიური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. „კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის უკვე დასახელდება კანდიდატი. სავარაუდოდ, უკვე ნოემბრის თვეში იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება იმ საკითხს, არის თუ არა საუბარი თამარ ქალდანის კანდიდატურაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ...

Read More »

თბილისის ეკონომიკური განვითარება ციფრებში

თბილისი (BPI) – საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ემზადება. ქვეყნის რეგიონების მსგავსად დედაქალაში წინასააწჩევნო პროცესები მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისს საქართველოს ეკონომიკაში წამყვანი წილი უკავია, დედაქალაქის მერობას განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება. ქვეყნის მთავარ ქალაქში არსებული პრობლემების გათვალიწინებით მკითხველს ვთავაზობთ სტატისტიკურ ინფორმაციას ეკონომიკურ ზრდას, დასაქმების ცვლილებას თუ სხვა აქტუალური საკითების შესახებ. ბოლო წლებში როგორ ვითარდებოდა ქვეყნის დედაქალაქი და რა მიმართულებით გვქვს წარმატება ან უკუსვლა. ...

Read More »

რას ჰპირდებიან ხალხს თბილისის მერობის კანდიდატები

თბილისი (BPI) – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო ბატალიები ძლიერდება. პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა დაპირებებით მოდიან და ცდილობენ ელექტორატი მიიმხრონ. ამ კამპანიას თან ახლავს ზღვა დაპირებები, არჩვნების მოგების განმაპირობებელი ფქტორიც ხომ ეს არის, თუმცა სამოქალაქო სექტორი საგრძნობლად გაზრდილია და მათი მომხრობა პოპულისტური დაპირებებით და ოდიოზური პირების არჩევნებში ჩართვით საგრძნობლად გართულებულია. მთავარი და ყველაზე რთული ადგილი პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოს დედაქალაქი თბილისია. ...

Read More »

კვირიკაშვილი: ხელისუფლებას თბილისთან მიმართებაში გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები აქვს

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებას თბილისთან მიმართებაში გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს გეგმები სრულად და წარმატებით განხორციელდება, რაც თბილისს კიდევ უფრო ლამაზს გახდის. პრემიერმა ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია ძალიან დიდი მასშტაბის ზრდა. “მარტო 2017 წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის პროექტების მიმართულებით. 2016 წლის დანახარჯები ამ მიმართულებით, ...

Read More »

ოპოზიცია კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერს

თბილისი (BPI) – ოპოზიცია კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერს. საპარლამენტო სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ ანტიისტორიული, კონსტიტუციას, ანტისახალხო უწოდა. უმრავლესობის მრავალპარტიულობაზე კი გოცირიძეს თავისი მოსაზრება აქვს. მიაჩნია, რომ მორჩილი პარტიები სათვალავში არ შედის. 1+1 ყოველთვის 2 რომ არ არის, მან სერვანტესის და სანჩოს მაგალითზე განიხილა, რასაც +1-ში ნაგულისხმები მწვანეთა პარტიის ლიდერის კონტრბრალდება მოყვა. თუ 1+1 =1 -ია მაშინ, ნაციონალების მიზანი ...

Read More »

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა

საქართველოს კონსტიტუციის 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა  2017 წლის 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან მოიწვია. რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხებად განსაზღვრულია: 1 . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე (N 07-3/52, 01.05.2017) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (N 07-1/13, 9.10.2017) განხილვა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ...

Read More »

მიხაელ როტი: გერმანია დარჩება თქვენს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად ევროპაში

თბილისი (BPI) – ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაელ როთის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ უმასპინძლა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაელ როთმა და საქართველოში გერმანიის ელჩმა. “მინდა გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის სახელით დიდი მადლობა გადაგიხადოთ მჭიდრო ...

Read More »