პოლიტიკა

ივლისის დასაწყისში საქართველოს ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა

ივლისის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ –ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა,-ვიზიტის დეტალებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრ ფრანკ –ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ურთიერთობის გამოხატულებად შეფასეს. შეხვედრის მთავარი თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები იყო. ხაზი გაესვა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ ...

Read More »

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ვანო მაჭავარიანი დაინიშნა, აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა. „ის კურირებას გაუწევს საერთაშორისო ურთიერთობებს. ვანო მაჭავარიანს აქვს 25 წლიანი გამოცდილება დიპლომატიურ ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში, რაც ჩვენი აზრით, ძალიან წაადგება პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით”, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი 15–16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა

თბილისი (BPI) – პრემიერ–მინისტრი 15–16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელთან. მხარეები საქართველო–გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომრომლობის საკითხებს და რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.  შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრი და  გერმანიის ფედერალური კანცლერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი  შეხვდება  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ...

Read More »

მე და კახი აქტიურად ვიქნებით არჩევნებში ჩართული – პრემიერი ვიცეპრემიერის დანიშვნაზე

თბილისი (BPI) – პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია, დიმიტრი ქუმსიშვილის პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით, უადგილოა. “ეს არის გამოწვეული იმით, რომ მე და კახი ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია. აქედან არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი დანარჩენი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია არის უადგილო ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განუცხადა მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.

Read More »

კვირიკაშვილი: ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და დავრჩები იმ თანამდებობაზე, სადაც დღეს ვარ

თბილისი (BPI) – გიორგი კვირიკაშვილი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში დარჩენას არ აპირებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას გეგმავს. “გუშინ ატყდა მთელი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით . მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას, გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას , სადაც დღეს ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი: საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს!

თბილისი (BPI) – ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც “ტექნოპარკში” ამ დროსთვის მიმდინარეობს, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს გარანტია, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდება. “გარანტიას გვაძლევენ, რომ ყველაზე გვიან შეიძლება, წლის ბოლოს გადაწყდეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი. სუბიექტურს ვერ ვხედავ გარდა იმისა, რომ ევროპაში არის ის პრობლემები, რასაც ასახელებენ. ყველა ევროპელი პოლიტიკოსი გამოკვეთილად ამბობს, რომ საქართველომ ვალდებულებები შეასრულა. ...

Read More »

პრემიერი საერთაშორისო ორგანიზაციებს: მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნეთ საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად

თბილისი (BPI) – პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ საქართველოში საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს ეცნობა. საუბარი არჩევნებისთვის მზადების პროცესს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხო. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში, წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები დემოკრატიის კუთხით. გიორგი კვირიკაშვილმა NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ის გუნდის საკმაოდ აქტიური წევრია და შესაბამისად წინასაარჩევნო კამპანიაში კანდონმდებლობის ფარგლებში ჩაერთვება. „კანონმდებლობის ფარგლებში ჩავერთვები. კანონმდებლობა არის მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. როგორც გუნდის წევრი ვიქნები ძალიან აქტიური, ვარ ძალიან აქტიური“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტების კითხის საპასუხოდ, რომლებიც დაინტერესდნენ ჩაერთვება თუ ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი: თუ ვნახე ჩემი აღარ გჯერათ, თავს აღარ შეგაწყენთ

თბილისი (BPI) – საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძნა ივანიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ თუკი აღმოაჩენს, რომ საზოგადოებას არ სჭირდება დაემშვიდობება. მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს ვალდებულებების განცხადა რომ არ უნდა უღალატოს ხალხს. “ვალდებულების განცდა მაქვს, რომ მე არ უნდა ვუღალატო და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი, დავეხმარო და დავუდგე საზოგადოებას. გამოცდა იქნება არჩევნები და თუ ვნახე არჩევნებში, რომ ჩემი აღარ სჯერათ, გარწმუნებთ, ...

Read More »

“არაფერი არ უნდა ვაპატიოთ მთავრობას, მაგრამ სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ”

თბილისი (BPI) – არაფერი არ უნდა ვაპატიოთ მთავრობას, თუ შეცდომებია, მაგრამ სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ, -ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიმართ შენიშვნებისთვის, ყველას  ფორუმზე იწვევს, რომელიც 20-21 ივნისს იგეგმება. ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარი მართლაც  რთულია მოქალაქესთან, რომელსაც  ნახევრად ცარიელის მაცივარი აქვს, თუმცა 3-4 წელში 15-20 წლის გასაკეთებელი რომ ვერ მოესწრება, ამის ანალიზის უნარი საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. ივანიშვილმა დაგმო  ...

Read More »