პოლიტიკა

გახარია პარლამეტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლაზე დასწრებას გეგმავს

თბილისი (BPI) – გიორგი გახარია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამეტში გიორგი მარგველაშვილს გამოსვლას დაესწრება. „საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ყველა გამოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის 7 აპრილს დაგეგმილი გამოსვლა საქართველოს პარლამენტში. „გიდასტურებთ, რომ ვაპირებ ამ გამოსვლაზე დასწრებას და გვაქვს მზადყოფნა ამისთვის“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Read More »

საკონსტიტუციო ცვლილებებისზე ბიზნესასოციაცების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისი (BPI) – „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ვიწრო წრეში, რათა განვიხილოთ ის აქტუალური თემები, რომელიც აწუხებს საქართველოს ბიზნესსაზოგადოებას. გვინდა, რომ დღევანდელი შეხვედრა იყოს მაქსიმალურად ღია, ეფექტური და შედეგიანი“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაცებთან გამართული შეხვედრის დაწყებისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა. ბიზნესასოციაცების ხელმძღვანელების პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით სასტუმრო ...

Read More »

სამთავრობო ქალაქი – ახალი პერსპეტივა სამშენებლო სექტორისთვის

თბილისი (BPI) – 23 მარტს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საინტერესო ინიციატივით გამოვიდა. ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია. „მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ორთაჭალაში უკვე დაწყებულია ერთიანი მომსახურეობის ოფისის შექმნის პროექტი. გადავწყვიტეთ, რომ მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ...

Read More »

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება

თბილისი (BPI) – ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად უკვე გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია. „მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ორთაჭალაში უკვე დაწყებულია ერთიანი მომსახურეობის ოფისის შექმნის პროექტი. გადავწყვიტეთ, რომ მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი. ...

Read More »

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის

თბილისი (BPI) – ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გამოდის. პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების” 5-წლიანი მმართველობის შედეგები მძიმედ აისახა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. სახეზეა ეკონომიკური სტაგნაცია, ფასების ზრდა, ცხოვრების გაძვირება. მოქალაქეთა უმრავლესობას აწუხებს უმუშევრობა, დაბალი შემოსავლები, გაზრდილი ხარჯი. „მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდა ასიათასობით ოჯახმა იგრძნო საკუთარ შემოსავლებზე. ამან კიდევ უფრო დაამძიმა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობა, რომელიც ეკონომიკური ...

Read More »

დავით კირვალიძე პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

თბილისი (BPI) – დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, – ბრძანებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. დავით კირვალიძე ამერიკული ორგანიზაცია CNFA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. CNFA აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო პროექტებს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. 2006 წლიდან დღემდე CNFA-მ საქართველოში 10-მდე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. დავით კირვალიძე არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წლების განმავლობაში იგი კითხულობდა ლექციებს ...

Read More »

კაპანაძე: ხელისუფლება ვერ ხვდება, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის საჭიროა ეკონომიკის დერეგულაცია

თბილისი (BPI) – სერგი კაპანაძე ხელისუფლებას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს. მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება ვერ ხვდება, იმისათვის, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს და გაიზარდოს საჭიროა ეკონომიკის დერეგულაცია, ლიბერალიზაცია და არა ახალი შემზღუდავი რეგულაციების მიღება. კაპანაძის თქმით, ყველასთვის მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს ჩვენთან ბიზნესის კეთება, რომ დოვლათი შეიქმნას. „ეს არის პრინციპული განსხვავება ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის. ხელისუფლება როგორც ჩანს, ისევე ...

Read More »

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 16 მარტს, ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიემგზავრება. ფორუმის სახელწოდებაა „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი: ძალაუფლება და ინტერესები”. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ​მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ორმხრივ შეხვედრასაც გამართავს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ...

Read More »

ნატო-ს გენმდივნის ანგარიშში საქართველო ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორად არის მოხსენიებული

თბილისი (BPI) – ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში (გამოქვეყნებულია 2017 წლის 13 მარტს) ალიანსის მიერ გაწეული საქმიანობას ასახავს და მასში საქართველო ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორად არის მოხსენიებული. დოკუმენტში მიმოხილულია მსოფლიოში არსებული გეო-პოლიტიკური ვითარება, ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევები და ალიანსის მხრიდან ამ გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული ზომები. დოკუმენტში საქართველო მრავალი კონტექსტით არის ნახსენები. აღნიშნულია, რომ საქართველო არის ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ...

Read More »

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე რეგულაცია გამოაქვეყნა

თბილისი (BPI) – ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია გამოაქვეყნა. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით. “ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოხარულნი ვართ, ...

Read More »