პოლიტიკა

მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატული ხარჯების 25%-ით შემცირება იგეგმება

თბილისი (BPI) – მთავრობა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გეგმავს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატული ხარჯები 25%-ით შემცირდება. „თუ ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობის მიდგომებზე, ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმ შედეგით, რაც დღეს გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანწილად შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. რაც შეეხება აბსოლუტურ მაჩვენებლებს, 140 მილიონი ლარის დანაზოგი გვაქვს და აქედან ...

Read More »

თურქმენეთი და საქართველო სატრანსპორტო-სატრანზიტო მიმართულებით თანამშრომლობას ავითარებენ

თბილისი (BPI) – თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე თურქმენ კოლეგას რაშიდ მერედოვს შეხვდა. მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტესნიფიკაცია, რაც ახალ იმპულსს სძენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროებში. რაშიდ მერედოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერს აშხაბადში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში მონაწილეობისათვის, თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ ხაზი ...

Read More »

მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

თბილისი (BPI) – მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის განკარგულებაში, სადაც აღნიშნული უფლებამოსილება მამუკა ბახტაძეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჰქონდა დაკისრებული. „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ...

Read More »

ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს

თბილისი (BPI) – შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარადგინეს, -გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს. კენჭისყრა 29-30 ნოემბერს PABSEC-ის ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება. მონაწილეობას ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები მიიღებენ. უკრაინაში, ქ. კიევში მიმდინარე პლენარული სესიის ფარგლებში PABSEC-ის ...

Read More »

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიზანია მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების შესაძლებლობების აღმოჩენა”

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გახსნა და ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს მიესალმა. “ჩვენთვის უდიდესი პატივია, ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს ვუმასპინძლოთ თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე, რომელიც წელს „სარტყელი და გზის“ სახელით იმართება. მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ფორუმში მონაწილეობისთვის. საქართველო, ისტორიულად, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებს და კულტურებს. ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ ათასწლეულების მანძილზე ...

Read More »

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მომდევნო კვირაში განიხილავს

თბილისი (BPI) – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს. „კანონპროექტი უკვე შემოტანილია და პარლამენტი მას სავარაუდოდ, მომდევნო სესიაზე განიხილავს. როგორც ვიცი, მოთხოვნა არის დაჩქარებული წესი და შესაძლებელია, რომ დაჩქარებული წესით განვიხილოთ ეს კანონპროექტი. ამ ეტაპზე განიხილება უშუალოდ, რეორგანიზაციის საკითხი, კერძოდ, სამინისტროების რაოდენობისა და დასახელებების შეცვლის საკითხი, ამაზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი. რაც ...

Read More »

პრემიერი: სპეცრაზმმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ლეგიტიმურად

თბილისი (BPI) – „სპეცრაზმმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა ლეგიტიმურად“, – ისნის სპეცოპერაციისას დაშავებული სამართალდამცავების მოსანახულებლად მისულმა პრემიერმა მადლობა გადაუხადა გმირ ბიჭებს, რომლებმაც „სიცოცხლის ფასად მოიტანეს ეს შედეგი“. კვირიკავშვილმა სპეცოპერაციის 20 სთ-მდე გახანგრძლივების მიზეზებიც ახსნა, პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა იყო და მსხვერპლის გარეშე უნდა დასრულებულიყო. მან თქვა, რომ სხვა ტიპის ოპერაციებიც გვინახავს შენობების ნგრევით, მაგრამ „ჩვენ სხვა სტილი და ხელწერა გვაქვს“. ...

Read More »

თბილისის მერია საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტის ახალ პროექტს წარუდგენს

თბილისი (BPI) – თბილისის მერია საკრებულოდან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს. როგორც თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის ახალი პროექტი წარედგინება და ის აგებული იქნება წინასაარჩევნო კამპანიის დროს დასახელებული პროექტების განხორციელებაზე. ”წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას წარვუდგინეთ ის ძირითადი პროგრამა, რომელიც, 4-წლიანი განვითარების გეგმასა და მის განხორციელებისთვის შესაბამისი პროექტების განხორციელებას მოიცავს. საარჩევნო პროგრამა შედგებოდა 7 ძირითადი ...

Read More »

მამუკა ბახტაძე თანამშრომლებს: მომმართეთ იდეითა და წინადადებით, ჩემი კაბინეტი ყველასთვის ღიაა

თბილისი (BPI) – ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე სამინისტროს თანამშრომლებს ღიოაობას ჰპირდება და მათ ეფექტური მუსაობისთვის იდეებისა და წინადადებების გაზიარებისკენ მოუწოდებს. “ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვუხელმძღვანელო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაღალპროფესიონალთა გუნდს. მივესალმები ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, მომსახურების სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ...

Read More »

საქართველო სატრანზიტო-სატრანსპორტო პროექტ “ლაპის ლაზულის“ ერთ-ერთი მხარე ხდება

თბილისი (BPI) – საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით თურქმენეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთთან დაკავშირებით მეშვიდე რეგიონალურ ეკონომიკურ კონფერენციაში, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო – სატრანსპორტო შეთანხმების გაფორმება, რომელიც „ლაპის ლაზულის“ სახელით არის ცნობილი. „ლაპის ლაზულის“ მარშრუტის ...

Read More »