მსოფლიო

APEX-მა Turkish Airlines-ს “5 ვარსკვლავიანი გლობალური ავიაკომპანიის“ ტიტული მიანიჭა

თბილისი (BPI) – Airline Passenger Experience Association-მა (APEX) თურქულ ავიაკომპანია Turkish Airlines-ს (THY) “5 ვარსკვლავიანი გლობალური ავიაკომპანიის“ ტიტული მიანიჭა. APEX-ის პრემიის გადაცემის კალიფორნიაში EXPO-2017-ის ფარგლებში შედგა. Turkish Airlines-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ილკერ აიჯის განმარტებით, აღნიშნული პრემია კომპანიისათვის დიდი მოტივაციაა.

Read More »

თურქეთი საკრუიზო კომპანიებს დაასუბსიდირებს

თბილისი (BPI) – თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის აქტიურდება. აღნიშნულის მიზეზი კი ის არის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას საკრუიზო ტურიზმი ფაქტობრივად 3-ჯერ შეუმცირდა. სწორედ საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყანამ საკრუიზო კომპანიების დასუბსიდირება გადაწყვიტა. ახალი სქემის მიხედვით, მთავრობა A კლასის კომპანიებს, რომელიც საკრუიზო ტურიზმში არიან ჩართულნი, თურქეთის ნებისმიერი პორტში ჩამოყვანილი თითო ტურისტისთვის 30 დოლარს გადაუხდის. გადაწყვეტილება ძალაში ...

Read More »

iPhone X დეფიციტში იქნება

თბილისი (BPI) – Raymond James-ის ანალიტიკოსი კრისტოფერ კასო აცხადებს, რომ iPhone X-ის მასიური წარმოება ჯერ კიდევ არ დაწყებულა. არადა ეს იმ ფონზე, როდესაც Apple-მა მისი გაყიდვები 3 ნოემბრიდან უკვე დაანონსა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ iPhone X-ის მასიური წარმოების დაგვიანება მიანიშნებს იმას, რომ Apple-ს საიუბილეო ფლაგმანი დეფიციტში იქნება. „ჩვენი დაკვირვება გრძელდება და ჩვენი კონტაქწტი მომწოდებლებთან მეტყველებს იმაზე, რომ საბოლოო iPhone X-ის წარმოება ...

Read More »

Etihad Airways-ის ავიაბილეთების შეძენა განვადებითაა შესაძლებელი

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Etihad Airways-მა ახალი სერვისის შესახებ განაცხადა, საუბარია ავიაბილეთების განვადებით შეძენაზე. ამიერიდან მგზავრს ბილეთის შეძენა ონლაინ შეუძლია, მისი საფასური კი ყოველთვიურად გადაიხადოს. ბილეთის საფასურის დაფარვა 3-დან 60 თვემდე პერიოდშია შესაძლებელი.

Read More »

აზერბაიჯანი გიგანტური კომბოსტოს მოყვანას იწყებს

თბილისი (BPI) – აზერბაიჯანში გიგანტური კომბოსტოს მოყვანას გეგმავენ. საუბარია საშუალოდ 15 კგ-იანი კომბოსტოს წარმოებაზე, რომელიც ძირითადად მარინადისათვის არის განკუთვნილი. მსგავსი კომბოსტოს წარმოება საკმაოდ წარმატებულია თურქეთში.

Read More »

უკრაინის ბაზარზე იტალიური „ლოუკოსტერი“ Ernest Airlines-ი შედის

თბილისი (BPI) – იტალიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ernest Airlines-ი უკრაინის ბაზარზე შედის. ავიაკომპანია უკრაინის მიმართულებით პირველ რეისს 20 ოქტომბერს შეასრულებს, სადაც ლვოვში მილანის ბერგამოს აეროპორტიდან იფრენს. ავიაკომპანია კვირაში ორ რეისს, ყოველ პარასკევსა და კვირას Airbus A320-ით განახორციელებს. სამომავლოდ ავიაკომპანია ლვოვში ნეაპოლიდან და ვენეციიდანაც შეასრულებს ფრენებს. აღნიშნული მიმართულებებით ფრენების დაწყება 8 დეკემბრიდანაა ჩანიშნული. 9 დეკემბრიდან Ernest Airlines-ი მილანის ბერგამოს აეროპორტიდან რეისებს კიევის ...

Read More »

ალმა-ათას მიმართულებით ავიაბილეთები გაძვირდება

თბილისი (BPI) – ალმა-ათას მიმართულებით ავიაბილეთები გაძვირდება, რაც თავის მხრივ ალმათის აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების მოსაკრებლის ზრდას უკავშირდება. თუმცა როგორც ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტში განმარტავენ, ავიაბილეთებზე ფასის ზრდა უმნიშვნელო იქნება. ახალი, გაზრდილი ტარიფი 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება და ძალაში 2021 წლამდე დარჩება. უნდა აღინიშნოს, რომ ალმათის აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების მოსაკრებელი 2010 წლის შემდეგ აღარ გადახედილა. ცნობისათვის, რეისის განხორციელებისას საავიაციო უსაფრთხოების ხარჯი ...

Read More »

Turkish Airlines 2023 წლის ბოლომდე ავიაპარკს 40 Boeing Dreamliner-ით შეავსებს

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-მა Boeing-თან 40 ერთეული 787-9 Dreamliner-ის შეძენაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ავიაკომპანია ავიაპარკის Dreamliner-ებით შევსებას 2023 წლამდე ვარაუდობს. Turkish Airlines-სა და Boeing-ს შორის მოლაპარაკებები ნიუ-იორკში შედგა, სადაც კომპანიის წარმომადგენელი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად იმყოფება, რომელიც თავის მხრივ გაეროს გენერალური ასამბლეას 72 სესიაზე იმყოფება. არსებული გეგმით 20 ერთეულ Boeing-787-9-ს Turkish Airlines-ი 2019 წლის ბოლომდე მიიღებს, ხოლო დანარჩენ 20 ...

Read More »

2018 წლიდან ავიაბილეთები გაძვირდება

თბილისი (BPI) – 2018 წლიდან ავიაბილეთები გაძვირდება, ისევე როგორც ნავთობი, – მიიჩნევენ Carlson Wagonlit Travel-ის სპეციალისტები. თუკი 2016 წელს ბარელი „შავი ოქროს“ საშუალო ფასი 29 დოლარი იყო, 2016 წელს მისი ფასი კი 50 დოლარს აჭარბებს. შედეგად დასავლეთ ევროპაში ავიამიმოსვლის ტარიფები 5,5 %-ით გაიზარდება, აღმოსავლეთ ევროპაში – 7,1%-ით, ხოლო ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში – 3%-ით. ნავთობის ფასის ცვლილება მინიმალურ გავლენას ...

Read More »

Turkish Airlines-ი საავიაციო ფლოტს 500 თვითმფრინავამდე გაზრდის

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საავიაციო ფლოტს 500 თვითმფრინავამდე გაზრდის, რომლის 25%-ით გრძელმაგისტრალური იქნება. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, არსებული კონტრაქტებით, ახალი თვითმფრინავების დამატება 2020 წლის ბოლომდე მოხდება, ხოლო 2020 წლის შემდეგ კომპანია თვითმფრინავებს ახალი კონტრაქტებით მიიღებს. აღსანიშნავია, რომ Turkish Airlines-ი ავიაპარკის მკვეთრ ზრდას სტამბოლის მესამე აეროპორტის გახსნის თარიღისთვის გეგმავს. დღეისათვის Turkish Airlines-ის ბალანსზე 350 ლაინერია.

Read More »