მსოფლიო

Fiddler-ი – ახალი კომპანია განახლებადი ენერგიის ბაზარზე

თბილისი (BPI) – განახლებადი ენერგიის ინდუსტრიას კიდევ ერთი ამერიკული კომპანია დაემატა. გარემოპსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უცხოურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კომპანია Fiddler მცირე ზომის ქარის ტურბინას აწარმოებს. ტურბინა სახურავზე მონტაჟდება და ქარის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. შემქნელების სიტყვებით, “მწვანე ენერგიის” გამოყენებით, ტურბინას ელექტრომოხმარების გადასახადების 50%-ით შემცირება შეუძლია, მისი მობილური აპლიკაცია კი რესურსების ეკონომიურად გამოყენების მიზნით რჩევებსაც იძლევა.

Read More »

თურქეთში საბანკო ანგარიშზე 1 მლნ ლირაზე მეტი 100 ათას ადამიანს აქვს

თბილისი (BPI) – თურქეთის საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს (BDDK) მონაცემებით, იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა საბანკო ანგარიშზე 1 მლნ ლირაზე მეტი აქვთ 100 ათასს აჭარბებებს. როგორც საბანკო რეგულატორი განმარტავს, 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ლირით მილიონერების რაოდენობა 100 974 ადამიანს აღწევს. ეს იმ ფონზე, როდესაც 2015 წლის იმავე პერიოდისთვის ლირით მილიონერების რაოდენობა ქვეყანაში 7 966 ადამიანს შეადგენდა. მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის ლირით მილიონერების საერთო ...

Read More »

iPhone 8 Apple-ს ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი იქნება

თბილისი (BPI) – iPhone 8-ის წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე, რომელიც რეალურად 2017 წლის სექტემბერში გამოვა, უკვე ბევრს საუბრობენ. ზოგიერთი ექსპრტის აზრით, iPhone 8 „ჩაკბეჩილი ვაშლის“ წარმატებული პროექტი იქნება, ზოგიერთი კი პირიქით ფიქრობს. KGI Securities-ის ანალიტიკოსი, მინ ჩი კუო iPhone 8-ის შესახებ საკმაოდ ომტიმისტურ პროგნოზს აკეთებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ iPhone 8-ს გაყიდვები რეკორდული იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ანალიტიკოსი მინ ჩი კუო „ხელგაშლილი“ არ ...

Read More »

Philip Morris-მა სიგარეტის რეალიზაციის შეწყვეტის ალბათობა დაუშვა

თბილისი (BPI) – Philip Morris-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სიგარეტის რეალიზაციის შეწყვეტა დაუშვა. ამის შესახებ ანდრე კალანცოპულოსმა BBC -სთან ინტერვიუში განაცხადა. “მჯერა, დადგება დრო, როდესაც შემეძლება ვთქვა: ჩვენ გვაქვს ალტერნატიული პროდუქტები”, – განაცხადა კალანცოპულოსმა – “ვიმედოვნებ, ეს უკვე ძალიან მალე მოხდება”. მან აღნიშნა, რომ Philip Morris -ი აცნობიერებს იმ ზიანს, რასაც მისი პროდუქცია ადამიანებს აყენებს და ალტერნატიულ პროდუქტებზე მუშაობს. Philip Morris -ს ...

Read More »

“ჭკვიანი სარკე” iOS-ზე იმუშავებს (ვიდეო)

თბილისი (BPI) – გამომგონებელმა რაფაელ დიმეკმა წარმოადგინა იდეა საკმაოდ ახალი გაჯეტის შექმნაზე. საუბარია „ჭკვიანი სარკის“ შექმნაზე, რომელიც iOS 10-ზე იმუშავებს. Apple Mirror-ის შექმნის გადაწყვეტილებამდე, დიმეკმა „ჭკვიანი სარკის“ ვიზუალიც შექმნა, თუმცა ამ დროისათვის „ჩაკბეჩილი ვაშლის“ კომპანიისგან სათანადო რეაგირება არ ფიქსირდება. რეალურად „ჭკვიანი სარკე“გიგანტურ iPad-ს წააგავს. „ჭკვიან სარკეს“ შეუძლია ფოტო და ვიდეო გადარების წარმოება. მასში ასევე არის Safari, Facebook Messenger და სხვა ...

Read More »

თურქეთი ჩარტერების სუბსიდირებას 2017 წელსაც გააგრძელებს

თბილისი (BPI) – თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ნაბი ავჯი თურისტულ სექტორს დაპირდა, რომ ჩარტერების სუბსიდირების პროგრამა 2017 წელსაც გაგრძელდება. „ჩვენ 2017 წელს ჩარტერული რეისების საწვავით მხარდაჭერას გავაგრძელებთ. გავზრდით, როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ მაჩვენებელს. აღნიშნულ საკითხზე მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი“, – აღნიშნა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში თურქეთი ჩარტერისას თითო თვითმფრინავზე, რომელიც 200-მდე მგზავრზეა გათვლილი, 6 ათას დოლარს ...

Read More »

ÇAYKUR-ი ჩაის სახლების გახსნას საზღვარგარეთ იწყებს

თბილისი (BPI) – თურქული კომპანია ÇAYKUR-ი უახლოეს პერიოდში ჩაის სახელeბის გახსნას უცხოურ ბაზრებზე გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იმდატ სიუთლიუოღლიმ განაცხადა, ÇAYKUR-ის ჩაის სახლი საზღვარგარეთ პირველად მექაში გაიხსნება. ამ დროისათვის სტამბოლში ÇAYKUR-ი სამ ჩაის სახლს უკვე ფლობს. ამ გზით კომპანია ცდილობს თურქული ჩაის კულტურას პოპულარიზაცია გაუწიოს. „ჩაის სახელი ეს არის საკმაოდ ხელსაყრელი პლატფორმა თურქული ჩაის კულტურის პოპულარიზაციისათვის. მექას შემდეგ ჩაის ...

Read More »

სტამბოლოს მესამე აეროპორტის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – სტამბოლოს მესამე აეროპორტის მშენებლობის პროცესი 40%-ით დასრულებულია. აეროპორტის მშენებელი კომპანია İGA Havalimanları İnşaatı-ს ხელმძღვანელის იუსუფ აკჩაიოღლუს განმარტებით, აეროპორტის მშენებლობა საკმაოდ აქტიური ტემპით მიმდინარეობს და რაც მთავარია, მშენებლობის პროცესი უწყვეტია და ის 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. მას შემდეგ რაც აეროპორტი ფუნქციონირებას დაიწყებს, ის მსოფლიოში სიდიდით ნომერ პირველი აეროპორტი გახდება. აეროპორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წლის 26 თებერვლამდე დასრულდება. ...

Read More »

სტამბოლში Madame Tussauds-ს მუზეუმის ბილეთები 38-დან 99 ლირამდეა

თბილისი (BPI) – ცნობილი Madame Tussauds-ს 21-ე მუზეუმი სტამბოლში გაიხსნა. ამიერიდან მუზეუმის დათვალიერება და ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურების ხილვა ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება. Madame Tussauds-ს მუზეუმის ბილეთების ღირებულება 38 ლირადან იწყება და 99 ლირამდეა. აღნიშნული ტარიფი განკუთვნილია 13 წელს ზემოთ ადამიანებისათვის, ბავშვებისათვის და სტუდენტებისათვის მოქმედებს ფასდაკლების აქცია და მათთვის მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ღირებულება 30 ლირაა. Madame Tussauds სტამბოლში ერთ-ერთ ყველაზე ...

Read More »

დოლარი ლირასთან პოზიციებს არ თმობს

თბილისი (BPI) – თურქეთის ეროვნული ინდექსი-100, სტამბოლის საფონდო ბირჟაზე, მეორე კვირაა 74.990 პუნქტის დონეზეა. გუშინ ინდექსი 626 პუნქტით გაიზარდა. 1 დოლარის ღირებულება 3.43 ლირაა, 1 ევრო კი – 3,63 ლირა ღირს. კომპანიების აქციების ფასი 0,84%-ით გაიზარდა. კონსოლიდირებული ობლიგაციების ღირებულებამ კი 10,62% შეადგინა. თურქული უნცია ოქრო საერთაშორისო ბაზარზე 1 189 დოლარის დონეზეა. ოქროს საინვესტიციო მონეტა სტამბულის ხედით – ნომინალით 1/1 875 ლირად იყიდება.

Read More »