მსოფლიო

ელექტრონული ზოლი გზებზე, რომელზე სიარულისას ელექტრომობილები თავისთავად იმუხტება

თბილისი (BPI) – აშშ-ში, ბრიტანეთსა და გერმანიაში მწვანე ტრანსპორტზე მოთხოვნის ზრდის ხელშესაწყობაზე ზურნავენ. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ცნობით, ბრიტანეთში, ამერიკასა და გერმანიაში ელექტრომობილის პოპულარიზაციისთვის, დასამუხტი სადგურების გარდა გზის სავალ ნაწილს ელექტრული ზოლიც დაამატეს. ელექტრომობილი აღნიშნულ ზოლზე გავლის დროს თავისთავად იმუხტება და მძღოლს აღარ ესაჭიროება მისი გაჩერება, რაც საკმაოდ კომფორტულია. ინდუქციური დამუხტვის სისტემის მუშაობისთვის, ელექტრო სადენები ავტომობილსა და გზის სავალი ნაწილის ქვეშ თავსდება. ...

Read More »

Lufthansa Air Berlin-ის 81 თვითმფრინავს იყიდის

თბილისი (BPI) – Lufthansa AG-ი გაკოტრებულ გერმანული ავიაკომპანიის Air Berlin-ის მიერთებაზე დღეს გააფორმებს ხელშეკრულებას. მოსალოდნელია, რომ Lufthansa იყიდის Air Berlin-ის 81 თვითმფრინავს და ასევე სამსახურში აიყვანს გაკოტრებული ავიაკომპანიის 3 ათას თანამშრომელს. „დღეს რეალურად მართლაც მნიშვნელოვანი დღეა“, აღნიშნა Lufthansa-ს გენერალურმა დირექტორმა კარსტენ შპირმა Rheinische Post-თან ინტერვიუში. იმავდროულად გერმანიის უმსხვილესი ავიაგადამზიდავი მზადაა შემოიერთოს Air Berlin-ის შვილობილი ავსტრიული Niki, რომელზედაც Air Berlin-ის გაკოტრება ...

Read More »

შოკოლადზე მოთხოვნა იზრდება, მსოფლიოში კი კაკაოს მარაგი იწურება

თბილისი (BPI) – აზიაში, მათ შორის ჩინეთსა და ინდოეთში, შოკოლადზე მოთხოვნა იზრდება. ამან კი მსოფლიოში შესაძლოა კაკაოს მარაგების შემცირება გამოიწვიოს, პროგნოზირებენ Cargill Inc-სა და Barry Callebaut AG-ში. Bloomberg-ის ინფორმაციით, უახლოეს წლებში შოკოლადსა და კაკაო-ბობოვზე მოთხოვნა მხოლოდ აზიაში 3-4%-ით გაიზრდება, ხოლო სხვა რეგიონებში კი 2%-ით ინდოეთში კაკაოს მოხმარება 5 წლის განმავლობაში 15%-მდეა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს კაკაოს მარალი მოსავლის ფონზე ...

Read More »

ღვინო დონალდ ტრამპის საპატივსაცემოდ – ინსპირაცია პრეზიდენტის “ტვიტი”

თბილისი (BPI) – ამერიკულმა კომპანიამ Сity Winery-მა, აშშ-ის პრეზიდენტის საპატივსაცემოდ ღვინო შექმნა. ინსპირაცია კომპანიისთვის დონალდ ტრამპის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტი – გაუგებარი სიტყვა covfefe – გახდა. ასე შეიქმნა Covfefe 2015 Red Blend და ღვინის გაყიდვებიდან შემოსული თანხის 20% ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირს გადაეცემა. thehill.com-ის ცნობით, ღვინო კალიფორნიაში, 2015 წლის ყურძნის მოსავლისგანაა დამზადებული. ერთი ბოთლი ღვინის ფასი კი 37 დოლარია. ბოთლის ეტიკეტი ლურჯი პიჯაკითა ...

Read More »

თურქული კინობიზნესი მზარდია

თბილისი (BPI) – თურქული კინობიზნესი მზარდია. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის ნაბუ ავჯის განმარტებით, 2015 წელს მხოლოდ 9 თურქული ფილმი გადაიღეს, დღეისათვის კი ეს მაჩვენებელი უკვე 139 ფილმამდეა გაზრდილი. მინისტრის თქმით, კინო სექტორი სწრაფად იზრდება. მიმდინარე წელს თურქეთის კინოთეატრებს სულ 55 მლნ ვიზიტორი ჰყავდათ, საიდანაც 30 მლნ მაყურებელი კინოთეატრში სწორედ თურქული ფილმების სანახავად მივიდა. 2016 წელს კინოს მხარდაჭერისათვის თურქეთის სახელმწიფო ...

Read More »

თურქეთი საჰაერო პოლიციას ქმნის

თბილისი (BPI) – თურქეთი საჰაერო პოლიციას ქმნის. შესაბამისად ამიერიდან რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავიალიანერები საჰაერო პოლიციის თანხლებით იმოძრავებენ. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ახმეტ არსლანის განმარტებით, საჰაერო პოლიციის თანამშრომლები რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების აქტიური წევრები გახდებიან. თუმცა მანამდე ისინი სპეციალურ წვრთნებს გაივლიან. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ საჰაერო პოლიციის მიერ ავიარეისების “გაცილება” დადებითად იმოქმედებს რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ უწყების შექმნა ბოლო ორი წლის ...

Read More »

Turkish Airlines-ი ფრენას სამარყანდის მიმართულებით იწყებს

თბილისი (BPI) – თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი 2018 წლიდან სამარყანდის მიმართულებით იწყებს ფრენას. Turkish Airlines-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია 301-ე მიმართულებაზე იწყებს ოპერირებას და ეს არის უზბეკეთის სიდიდით მეორე ქალაქი. როგორც ირკვევა, სამარყანდის მიმართულებით რეისები კვირაში ერთხელ განხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ სტამბოლიდან სამარყანდის მიმართულებით Turkish Airlines-ი პირველ რეისს 2018 წლის 16 მარტს განახორციელებს.

Read More »

2013 წელს Yahoo-ს ყველა მომხმარებლის ექაუნთიდან ინფორმაციამ გაჟონა

თბილისი (BPI) – კომპანია Yahoo-მ (რომელიც ამ დროისათვის Verizon-ის კუთვნილებაა) დაადასტურა, რომ 2013 წელს ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი გაჟონვა შეეხებოდა არა 500 მლნ, ან 1 მლრდ მომხმარებელს, როგორც ეს ადრე კომპანიამ დაადასტურა, არამედ კომპანია Yahoo-ს ყველა მომხმარებელს. საუბარია 3 მლრდ აქაუნთზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Verizon-მა Yahoo იყიდა და ბაზების გაერთიანებისას შესაბამის ინფორმაციასაც გადააწყდა. ირკვევა ისიც, რომ ...

Read More »

DigiTimes-ის ანალიტიკოსები: სმარტფონების გაძვირება გარდაუვალია

თბილისი (BPI) – DigiTimes-ის ანალიტიკოსებმა მსოფლიოს მობილური ბაზრის გასული წლის შედეგები გაანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სმარტფონების გაძვირება გარდაუვალია. ბაზარზე ასეთი ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სმარტფონების მაკომპლექტებელი კომპონენტების დეფიციტი იქნება, კერძოდ ეკრანები თანაფარდობით 18:9. საქმე იმაშია, რომ მობილური ტელეფონების მწარმოებელთა უმეტესობა მიისწრაფის, რომ პერსონიზირებული გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც სრულყოფილად შეესაბამება გაჯეტის დიზაინს. ყველაზე მოთხოვნად ეკრანზე -18:9- მუშაობას მწარმოებლები უფრო მეტ ...

Read More »

airBaltic-ის ბორტგამცილებლებს iPad-ები დაურიგეს

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია airBaltic-მა „მწვანე“ ინიციატივის შესახებ გააჟღერა. ამიერიდან ავიაკომპანიის ბორტგამცილებლები ყველა სახის დოკუმენტაციას iPad-ების საშუალებით შეავსებენ. ამით ავიაკომპანია ცდილობს ქაღალდზე დამოკიდებულება მინიმუმამდე შეამციროს და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაც მოახდინოს. „2014 წელს ჩვენ პილოტებს პლანშეტები დავურიგეთ. ამის დახმარებით მათ სხვადასხვა ინსტრუქციების და საინფორმაციო მასალების ტარება აღარ უწევთ, საუბარია დაახლოებით 10-15 კგ-ზე. შედარებისათვის iPad სულ 0,7 კგ-ს იწონის“, განაცხადა airBaltic ერთ-ერთმა ...

Read More »