მსოფლიო

უფოლოგები 2017 წელს დედამიწაზე უცხოპლანეტელების გააქტიურებას პროგნოზირებენ

თბილისი (BPI) – უფოლოგები (Unidentified Flying Object) დედამიწაზე უცხოპლანეტელების გააქტიურებას პროგნოზირებენ. დედამიწაზე უცხოპლანეტელების აქტიურობას რუსი მეცნიერები 2017 წლიდან პროგნოზირებენ. მათი მოსაზრებით, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება ურალის ტერიტორიაზე. ამის დასტურია ისიც, რომ ურალში ღამით ხშირად შეიმჩნევა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (ამო), რომლებიც ცაზე მანათობელ კვალს ტოვებენ.

Read More »

გერმანიაში ევთანაზიის ლეგალიზება დაიშვა

თბილისი (BPI) – გერმანიაში მძიმედ დაავადებულ პაციენტებს საკუთარი სიცოცხლის პრეპარატების ჩარევით დასრულების უფლება მიეცათ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება ლაიფციგში ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილებაზე ხელის მომწერმა მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ ეს ადამიანის უფლებებს ექვემდებარება. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამის შემდეგ გერმანიაში მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს სურვილისამებრ ევთანაზიის განხორციელება შეეძლებათ.

Read More »

ბრიტანეთში ე.წ. ჭკვიანი პრეზერვატივების რეალიზაცია დაიწყო

თბილისი (BPI) – ბრიტანეთში ე.წ. ჭკვიანი პრეზერვატივების რეალიზაცია დაიწყო. ამ დროისათვის ძნელი სათქმელია i.Con Smart Condom-ი პროდუქტი გახდება თუ არა. რეალურად i.Con Smart Condom სრულყოფილი პრეზერვატივი არ არის. მოწყობილობა წარმოადგენს რგოლს, რომელიც ეცმევა ჩვეულებრივ კონტრაცეპტივს. i.Con Smart Condom-ის მფლობელს პროცესის შესახებ ყველაფრის გაგება შეუძლია: მოძრაობის სიჩქარე, მისი ძალა, სექსის დროს დამწვარი კალორიების რაოდენობის შესახებ, მის ხანგრძლივობას, სხეულის ტემპერატურას და სხვა. ისევე ...

Read More »

McDonald’s-ი საკვების მიტანის სერვისს ნერგავს

თბილისი (BPI) – McDonald’s Corporation-ი, რომელიც მსოფლიოში სწრაფი კვების ობიექტერბის უმსხვილეს ქსელს აერთიანებს, ახალ სერვისს ნერგავს, რაც საკვების ბინაზე მიტანას გულისხმობს. ლოჯისტიკური მომსახურების მოწესრიგების შემდგომ კომპანია მარჟის ზრდას 20%-დან 40%-მდე, გაყიდვების ზრდას კი 3%-დან 5%-მდე ვარაუდობს. „რესტორნებიდან საკვების მიტანის სერვისი 100 მლრდ დოლარიანი ბაზარია და ის ყოველდღიურად იზრდება. ეს შესაძლებლობა კი ჯერ ჩვენ არ გამოგვიყენებია“, – აცხადებს Mcdonald’s-ის ვიცე-პრეზიდენტი ლიუსი ...

Read More »

თურქეთი თაფლის საექსპორტო გეოგრაფიის გაზრდას გეგმავს

თბილისი (BPI) – თურქეთის გეგმაშია 2017 წლის ბოლომდე თაფლის ექსპორტი 110 ათას ტონამდე გაზარდოს. როგორც თურქეთის მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზია შახინი განმარტავს,  წელს მეფუტკრეებს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. როგორც ირკვევა, 2016 წელს კლიმატური პირობების გამო ანატოლიის მხარეში თაფლის მიღებისთვის საჭირო ყვავილების მოცულობა 40%-ით შემცირდა. თურქრული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, თაფლის შემცირებული წარმოების გამო 2016 წელს ქვეყანამ მხოლოდ შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლო. ...

Read More »

შვეიცარიაში მთის ჰაერით სავსე ბოთლი იყიდება

თბილისი (BPI) – რა შეიძლება ღირდეს ბოთლ ღვინოზე მეტი ძვირი შვეიცაერიაში? რა თქმა უნდა, ეს ჰაერით სავსე ბოთლია. ბოთლში ჩვეულებრივი ჰაერი არ გეგონოთ, შვეიცარიული ალპების ჰაერია. მთის ჰაერით სავსე ბოთლის ფასი 97 დოლარია. უკვე ამუშავდა სერვისი და მისი შეძენა მსოფლიოს ნებისმერი წერტილიდანაა შესაძლებელი. თავად იდეა ახალი არ არის და მსგავსი პროდუქტები უკვე იყიდება კანადაში, ტასმანიასა და დიდ ბრიტანეთში. პროდუქტი განსაკუთრებით პოპილარულია ...

Read More »

ირანელ დეპუტატებს თეირანი დედაქალაქად არ მოსწონთ

თბილისი (BPI) – ირანელ დეპუტატებს ახალი დედაქალაქი უნდათ. თურქული ტელეარხის ინფორმაციით, ირანის 73-მა პარლამენტარმა ოფიციალური წერილით მიმართა ქვეყნის უმაღლეს რელიგიურ პირ აიათულლაჰ ალი ჰამანეის და ქვეყნის დედაქალაქის სხვა ქალაქში გადატანის შემცველი პროექტის განხორციელებაში დახმარება სთხოვა. ირანის პარლამენტის დეპუტატმა ებულფაზ ებუთურაბიმ მედიას განუცხადა,  თეირანის მოსახლეობის გადაჭარბებული სიმრავლის, ჰაერის დაბინძურების, საგზაო საცობების სიხშირის,  მიწისძვრის რისკის და სხვა უარყოფითი ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ 2013 ...

Read More »

მაიკლ ჯექსონის რანჩო $30 მლნ-ით გაიაფდა – Neverland-ი ისევ გასაყიდადაა გამოტანილი

თბილისი (BPI) – „პოპის მეფის“ მაიკლ ჯექსონის (1958-2009)  რანჩო კალიფორნიაში 30 მლნ დოლარით გაიაფდა და დღეისათვის მისი ღირებულება 67 მლნ დოლარია. რანჩო Neverland-ი ლოს-ოლივოსში, სანტა-ბარბარადან 64,4 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. Wall Street Journal-ი (WSJ) წერს, რომ Neverland-ი ისევ გასაყიდადაა გამოტანილი. რანჩო უძრავი ქონების კომპანია Coldwell Banker Previews International-მა 2016 წლის გაზაფხულზე გაყიდვიდან მოხსნა, თუმცა მოგვიანებით ისევ გამოიტანა. რანჩო ამ დროისათვის ფონდ ...

Read More »

თურქეთმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ზეთის ხილის ექსპორტი გაზარდა

თბილისი (BPI) – თურქეთმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ზეთის ხილის ექსპორტი გაზარდა. როგორც თურქეთის ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის კომიტეტის (ZZTK) ხელმძღვანელი კადრი გიუნდეში განმარტავს, მათთვის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარი სწორედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია. როგორც ირკვევა, 2015-2016 წლებში თურქეთმა 175 მლნ დოლარის ხეთიხსილი და ზეითუნის ზეთი ექსპორტზე გაიტანა, საიდანაც 54 მლნ დოლარის პროდუქცია სწორედ, რომ ახლო აღმოსავლეთზე მოდის.

Read More »

ევროპაში 2016 წელს €232 მლნ-ის ირანული ფისტა გაიყიდა

თბილისი (BPI) – 2016 წელს ევროპულ ბაზარზე ირანმა 232 მლნ ევროს ფისტა გაყიდა, რაც 5%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. „ევროსტატის“ მონაცემებით, 2015 წელს ირანმა ევროპაში 200 მლნ ევროს ფისტის ექსპორტი განახორციელა. გერმანია, ესპანეთი და საბერძნეთი ირანიდან ფისტას მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია. ცნობისათვის, ევროპის ბაზარზე ფისტას მთავარი იმპორტიორი აშშ-ია. 2016 წელს აშშ-მ ევროპის ბაზარს 370 მლნ ევროს ღირებულების ფისტა მიაწოდა.

Read More »