მსოფლიო

Ryanair-ს საბანკო ანგარიშიდან $5 მლნ დაეკარგა

თბილისი (BPI) – ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანიამ Ryanair-მა აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი საბანკო ანგარიშიდან გასულ კვირას $5 მლნ დაიკარგა. Euronews-ის ცნობით, ფულის გადარიცხვა ერთ-ერთი ჩინური ბანკის საშუალებით მოხდა.Ryanair-მა უკვე მიმართა მარეგულირებლებს, რათა ტრანსფერის განხორციელების გამოძიება და ფულის დაბრუნება მოხდეს. Ryanair-ს ჯერ არ სურს საზოგადოებისთვის მეტი დეტალების მიწოდება, თუმცა ირლანდიური გაზეთი Irish Times-ი შეგვახსენებს, რომ ავიაკომპანია იყენებს დოლარებს და შესაბამისად დოლარის ანგარიშებს, თავისი ავიაპარკისთვის ავიასწავავის ...

Read More »

აზერბაიჯანში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შეტანა 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება

თბილისი (BPI) – აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები განხორციელდა, რომელთა თანახმად, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების განზრახ შეტანა, გაყიდვა და გამოყენება დაისჯება 3–5 ათასამდე მანათით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. abc.az-ის ცნობით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საკვებ პროდუქტებში განზრახ გამოყენებისთვის კი ფულადი ჯარიმა 4–6 ათას მანათი ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება. მსხვილი მოცულობებით აღნიშნული ორგანიზმების შეტანა, გაყიდვა და მოხმარება კი 7–9 ათასი მანათით ან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება. 3–დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პირებს, ...

Read More »

იენას დასუსტება გრძელდება

თბილისი (BPI) – იაპონურმა იენამ ყველა ძირითად სავალუტო წყვილთან მიმართებაში დაღმავალი ტრენდი განავითარა. მართალია, გუშინ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიაში სამომხმარებლო ფასები არც თუ ისე ცუდი მაჩვენებლით გაიზარდა და ამასთან შემცირდა უმუშევრობის დონეც, თუმცა უძრავი ქონების სექტორში არსებულმა პრობლემებმა ყველა ეს დადებითი მაჩვენებელი გადაწონაც არადამაკმაყოფილებელია. ეკონომიკური წინსვლის ეს უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი უკვე ზედიზედ ერთი წელიწადია ვარდნას განაგრძობს. ქვეყნიდან გამოსული რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მოწმობენ, ...

Read More »

Apple-სა და Samsung-ის შეჯიბრი გრძელდება

თბილისი (BPI) – კომპანია Apple-მა 2015 წლის I კვარტალში სამხრეთ კორეულ Samsung Electronics-თან ბრძოლა შეასუსტა, რაც iPhone 6-ის წარმატებითა და ჩინეთში გაყიდვების ზრდით იყო გამოწვეული, – ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Strategy Analytics-ის ინფორმაციაშია აღნიშნული. სტატისტიკური მონაცემებით, იანვარ-მარტში Apple-ის მიწოდებამ ბაზარზე 61,2 მლნ ტელეფონი შეადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც Samsung-მა ბაზარზე 99 მლნ ტელეფონი გამოიტანა. გასული წლის I კვარტალში კი მიწოდების სქემა ...

Read More »

“გაზპრომის” მოგება გასულ წელს 86%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – 2014 წელს “გაზპრომის” შემოსავალმა 159 მილიარდი რუბლი (3 მილიარდი დოლარი) შეადგინა, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 1,1 ტრილიონი რუბლი (20 მილიარდი დოლარი) იყო.  როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოგების შემცირება რუბლის კურსის ვარდნითა და უკრაინაში არსებული კრიზისით არის გამოწვეული. “გაზპრომი” ასევე აღნიშნავს, უკრაინულ “ნაფტოგაზთან” კონფლიქტი რუსულ კომპანიას 34 მილიარდი რუბლი დაუჯდა. ამასთან ერთად, “გაზპრომის” ინფორმაციით, მიუხედავად ...

Read More »

ყავის ამერიკელმა გადამამუშავებლებმა „რობუსტაზე“ უარი თქვეს

თბილისი (BPI) – ყავის ამერიკელმა გადამამუშავებლებმა მას შემდეგ, რაც ბრაზილიისგან კარგი ფასდათმობა მიღეს, ვიეტნამურ “რობუსტას” მარცვალზე უარი თქვეს. სტატისტიკური ინფორმაციით, ბოლო თვეებში ვიეტნამიდან ყავის ექსპორტი ბოლო 5 წლის მინიმუმზეა, რადგანაც ყავის ფიუჩერსებზე დაბალი ფასი მწარმოებლებს მარაგების გაკეთებისკენ უბიძგებს. სამაგიეროდ, ყავის გადამამუშავებლები ბრაზილიური ყავის გადამუშავებაზე გადავიდნენ, რომელიც შედარებით უფრო მაღალი ხარისხის ყავას, განსაკუთრებით, არაბიკას აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიურ რობუსტაზე მოთხოვნა 2015-2016 ...

Read More »

უკრაინაში 2010 წლამდე წარმოებული ავტომობილების შეყვანა იკრძალება

თბილისი (BPI) – 2016 წლის 1 იანვრიდან, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, უკრაინაში აიკრძალება იმ მანქანების შეყვანა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ევრო-5-ის სტანდარტის ეკოლოგიურ მოთხოვნას. უკრაინას ავტოიმპორტიორებისა და დილერების ასოციაციის გენერალური დირექტორის ოლეგ ნაზარენკოს განცხადებით, 1 იანვრიდან უკრაინაში იკრძალება 5 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი. “ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისას ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ მოთხოვნას და ახლა ამ კანონს ვეღარ ...

Read More »

2016 წლისთვის ინტერნეტ რეკლამა გლობალური სარეკლამო დანახარჯების 25%-ს შეადგენს

თბილისი (BPI) – Carat-ის პროგნოზით, ყველაზე დიდი ზრდა აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში დაფიქსირდება – 20,1% საერთაშორისო კვლევითი კომპანია Carat-ის ბოლო კვლევის თანახმად, მომავალი წლისთვის ინტერნეტ რეკლამის წილი მსოფლიო სარეკლამო ბაზარზე დანახარჯების 25%-ს შეადგენს. Carat-ის პროგნოზით, ყველაზე დიდი ზრდა აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში დაფიქსირდება – 20,1%. კვლევის ავტორთა განცხადებით, ერთი მხრივ, ამას გამოიწვევს ინდოეთში გასამართი არჩევნები, რომლის წყალობით მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯები ...

Read More »

გაეროს ელჩის კომენტარი ანჯელინა ჯოლის გაეროში გამოსვლაზე: “ის მშვენიერია!”

თბილისი (BPI) – ჰოლივუდის მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და საერთაშორისო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი, დევნილთა საკითხებში, ანჯელინა ჯოლი, გაეროს სხდომაზე სირიელთა დასაცავად სიტყვით გამოვიდა. ჯოლის თქმით, მსოფლიო ვალდებულია დაეხმაროს მილიონობით დევნილს, როგორც სირიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქალაქებში. “გაეროს აქვს აღებული ვალდებულება, რომ დაიცვას დევნილები, საერთაშორისო ორგანიზაცია განზე არ გადგება – თუმცა ჩვენ განზე ვდგავართ სირიისგან… ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილად ვუყუროთ იმ ...

Read More »

აზერბაიჯანში მზის ენერგიას პირველად მიენიჭა სტატისტიკური მნიშვნელობა

თბილისი (BPI) – Abc.az-ის ცნობით, აზერბაიჯანში მზის ენერგიას პირველად მიენიჭა სტატისტიკური მნიშვნელობა: აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტმა ეს ყოველთვიურ ანგარიშში შეიტანა. როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტი იუწყება, მზის ენერგიამ, 2015 წლის წარმოების პირველ კვარტალში, ელექტროენერგიის 0,3 მილიონი კვტ/სთ დაზოგა. შედარებისათვის, ელექტროენერგიის დაზოგვის ქარის მექანიზმებმა, პირველ კვარტალში 2,2 მილიონი კვტ/სთ ენერგიის გენერაცია მოახდინა, რაც 2014 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 2,4-ჯერ მეტია. თუმცა, ალტერნატიული ...

Read More »