მსოფლიო

არაბეთის გაერთიანებული საემიროები მარსზე პალმისა და მარწყვის გაშენებას გეგმავს

თბილისი (BPI) – წითელმა პლანეტამ არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეცნიერებს ახალი იდეეები გაუჩინა. მიზეზი მისი უდაბნოსთან მიმსგავსებაა. ისინი იქ პალმებისა და მარწყვის გაშენებას გეგმავენ. იდეა არაბეთის გაერთიანებული კოსმოსური სააგენტოს სტრატეგიული სააგენტოს ხელმძღვანელმა რაშიდ ალ-ზაადი განაცხადა, – წერს უცხოური მედია. მისი აზრით, მარსის ნიადაგი უდაბნოს ჰგავს, ამიტომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთი მხრივ ფინიკის პალმის, მეორე მხრივ კი მარწყვის, პომიდორისა და სალათის ფოთოლის ...

Read More »

Air France-ი 25 მარტიდან პარიზი-სტამბოლის ავიარეისს აუქმებს

თბილისი (BPI) – ფრანგული ავიაკომპანია Air France-მა გადაწყვეტილება მიიღო და 25 მარტიდან პარიზი-სტამბოლის ავიარეისს აუქმებს. როგორც თურქული მედია წერს, 25 მარტიდან აღნიშნულ მიმართულებაზე Air France-ს ავიაკომპანია JOON ჩაანაცვლებს. თუ რატომ აჩერებს ავიაკომპანია Air France პარიზი-სტამბოლის რეისებს ამ დროისათვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ Air France-მ ახალი ავიაკომპანიის დაარსება დაანონსა, რომლის სახელწოდებაც JOON იქნება და ის ფრენებს თვის ბოლომდე დაიწყებს.

Read More »

Lufthansa-მ ევროპელ გადამზიდავებს შორის პირველმა 5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანიის ტიტული მოიპოვა

თბილისი (BPI) – გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ევროპელ გადამზიდავებს შორის პირველად Skytrax-ის ყველაზე მაღალი რეიტინგი, 5 ვარსკვლავი მიიღო. ეს საავიაციო სფეროში ყველაზე მაღალი შეფასებაა. საკონსულტაციო კომპანია Skytrax თავის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ამ უმაღლესი შეფასების მოსაპოვებლად ავიაკომპანიას უნდა პასუხობდეს მთელ რიგ მოთხოვნებს: აეროპორტებსა და თვითმფრინავში მგზავრთა მომსახურების დონე, სატრანსფერო სერვისი, ბარგის მიწოდება, თვითმფრინავში კვების ხარისხი, ინტერნეტთან წვდომა, ბორტზე Duty Free-ს პროდუქციის ...

Read More »

იტალიაში მოგზაურობის მსურველთათვის – სად შეგიძლიათ მიირთვათ საუკეთესო პიცა

თბილისი (BPI) – იტალიაში საუკეთესო პიცერიების გზამკვლევი დაიბეჭდა. გასტრონომიული კრიტიკის მედია -ჰოლდინგ Gambero Rosso-ს რეიტინგში საუკეთესო პიცერიების დიდი ნაწილი  კამპანიაში, იტალიის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს რომელიც პიცის სამშობლოდ ითვლება. რეიტინგში მოხვდნენ ტოსკანასა და ლაციოში მდებარე პიცერიებიც. როგორც ტურისტებისათვის განკუთვნილ გზამკვლევშია ნათქვამი, საუკეთესო პიცა ქალაქ კალიარიში, რესტორან Framento-ში მზადდება. დიდი მოწონება დაიმსახურა ნეაპოლში, პიცერია Pizzeria Salvo da Tre Generazioni პიცამ რომელიც კამეჩის ...

Read More »

მსოფლიოში იაპონური რესტორნების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა

თბილისი (BPI) – ბოლო ათი წლის განმავლობაში იაპონური რესტორნების რაოდენობა მსოფლიოში 10-ჯერ გაიზარდა და 120 ათასს გადააჭარბა. როგორც იაპონიის ნაციონალურ ტურისტულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით უცხოური მედია წერს, ყველაზე ბევრი იაპონური სამზარეულო,  დაახლოებით 41 ათასი ჩინეთში გაიხსნა, 23 ათასი იაპონური რესტორანი ამოქმედდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მესამე ადგილზე საფრანგეთია. ამ ქვეყნის საზოგადოებრივი კვების ობიექტებს 3 600 იაპონური რესტორანი შეემატა. სპეციალისტები ამ ფაქტს მსოფლიოში ...

Read More »

რობოტების გამო 800 მლნ ადამიანი სამსახურს დაკარგავს

თბილისი (BPI) – 2030 წლისთვის რობოტიზაციის გამო, შესაძლოა, 800 მლნ-მდე სამუშაო ადგილი გაქრეს. როგორც უცხოური მედია წერს, რობოტების გამო 800 მლნ-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება, რაც საერთო, გლობალური სამუშაო ზალის 20%-ის ექვივალენტია. დასკვნამდე McKinsey & Co-ს ექსპერტები მივიდნენ, რომლებმაც რობოტიზაციაში მიმდინარე მოვლენები და სამომავლო შედეგები დეტალურად გაანალიზეს. კომპანიის ინფორმაციით, სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ ადამიანებს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას. კვლევების მიხედვით, ...

Read More »

Trump-ის სასტუმროებში ფასები განახევრდა

თბილისი (BPI) – დონალდ ტრამპის სასტუმროებში ფასები მისი გაპრეზიდენტების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, წერს Telegraph-ი, – დასკვნა ტრამპის სასტუმროთა ქსელის 13 სასტუმროს მომსახურების ფასების შეჯერების შედეგად გაკეთდა. 13 სასტუმროდან 12 სასტუმროში ფასები 2018 წლის იანვრისათვის გაცილებით დაბალია ვიდრე 2017 წლის იანვარში იყო. ყველაზე მეტად ფასები შემცირდა Trump Las Vegas-ში (63%), შოტლანდიაში მდებარე Trump Turnberry-ში (57%-ით), მაიამიში მდებარე Trump Doral-ში (53%-ით) და ...

Read More »

“ხელოვნური ფოთოლი”, რომელიც ავტომობილისთვის ეკოლოგიურ საწვავს წარმოქმნის

თბილისი (BPI) – ტექნოლოგია “ხელოვნური ფოთოლი” (Artificial leaf), სრულიად განსხავევებულად წარმოქმნის ეკოლოგიურ საწვავს ავტომობილებისთვის. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტექნოლოგიაზე მოთხოვნის შესაბამისად იგი კომერციული გამოყენებისთვის მზად რამდენიმე წელიწადში იქნება. ცენტრი ხსნის ტექნოლოგიი სახელის წარმომავლობას და მისი მუშაობის ტექნიკას: სახელწოდება მიათითებს იმაზე, რომ მოწყობილობა თავის ფუნქციას ახორციელებს ფოტოსინთეზის საშუალებით და მცენარეების მსგავსად მასაც ესაჭიროება ნახშირორჟანგი, წყალი ...

Read More »

Mardan Palace-ს ინდოელი წყვილის ქორწილი გადაარჩენს

თბილისი (BPI) – თურქული მედიის ინფორმაციით, ანტალიის ყველაზე დიდი და ძვირადღირებული სასტუმრო Mardan Palace 2018 წლიდან ტურისტების მიღებას განაახლებს. თუმცა მანამდე სასტუმროში კაპიტალური რემონტის ჩატარება იგეგმება, რაც 10 მლნ დოლარი დაჯდება. რემონტისთვის დაფინანსების მოძიება სამომავლო სტუმრების ხარჯზე მოხერხდა. განახლებული Mardan Palace-ს პირველი სტუმრები და პირველი ივენთი ინდოელი წყვილის ქორწილი იქნება, რომელიც წყვილმა სწორედ ამ სასტუმროში დაგეგმა. „Mardan Palace თურქული აქტივია ...

Read More »

თურქეთის სასტუმრო სექტორში ინვესტიციების მოცულობა იზრდება

თბილისი (BPI) – თურქეთის სასტუმრო სექტორში ინვესტიციების მოცულობა იზრდება. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, თურქეთში 1032 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, რაც 43%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გაცემულ ნებართვებთან შედარებით. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გაცემული ნებართვებიდან 1001 კერძო სექტორის მიერ აშენდება, 126 ერთეული სახელმწიფოს, ხოლო 5 სასტუმრო კი კოოპერატივების მიერ.

Read More »