განათლება

სან-დიეგოს უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები პრაქტიკას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გაივლიან

თბილისი (GBC) – ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. მემორანდუმი ფინანსთა სამინისტრომ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და აშშ-ის სან-დიეგოს უნივერსიტეტმა დღეს გააფორმეს. მემორანდუმი საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს და გულისხმობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საფინანსო სფეროში გადამზადებას სტაჟირებას; საჯარო-კერძო სექტორთან ურთიერთობის ...

Read More »

Georgian Airways-ი მოსკოვი-თბილისის მიმართულებით კვლავინდებურად შეუზღუდავად იფრენს

თბილისი (BPI) – რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ Georgian Airways-ს შეზღუდვები მოუხსნა. როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისებს ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს. განცხადებაში მითითებულია, რომ ქართულ კომპანიას სამინისტროს შუამდგომლობით აღუდგა ის 4 სიხშირე, რომელიც რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ 15 ივლისს შეაჩერა. “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს ადგილობრივ ინდუსტრიებს, მათ შორის ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, რაც ...

Read More »

BGEO-ს დაფინანსებით ქართველი სტუდენტები აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრებიან

თბილისი (BPI) – 8 ქართველმა სტუდენტმა აშშ-ის სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობა მოიპოვა. ეს  უფლება ქართველმა სტუდენტებმა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვების შედეგად მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელი-მა, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ საქართველოს ბანკში გამართულ მიღებაზე სტუდენტებს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვება მიულოცეს. სტუდენტები წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად შემოდგომაზე აშშ-ში ...

Read More »

დემირელის კოლეჯის მოსწავლეები ორი საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ

თბილისი (BPI) – დემირელის კოლეჯის მოსწავლეები ორი საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ და 3 მედალი მოიპოვეს. სლოვენიაში გამართულ ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების ლიდერმა, გიორგი კლდიაშვილმა, აბსოლუტური შედეგით 600/600  ოქროს მედალი მოიპოვა.  დემირელის კოლეჯის მოსწავლემ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა.  ნაკრებს გოჩა მანდარია ხელმძღვანელობს. გუნდის ასპარეზობა ევროპაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ქიმიის მსოფლიო ოლიმპაიდა IChO 2017-ზე ბრიონჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ...

Read More »

ახალგაზრდების ფინანსური განათლების კამპანიის ფარგლებში სებ-მა  ბანკებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისი (BPI)  – ახალგაზრდების ფინანსური განათლების კამპანიის ფარგლებში სებ-მა  ბანკებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, Child & Youth Finance International-ის (CYFI) -თან ერთად. სებ-ი CYFI-თან, 2015 წლიდან  თანამშრომლობს “სკოლა-ბანკის” ფარგლებში. “დღევანდელ სამყაროში, ახალგაზრდა თაობას ადრეული ასაკიდანვე უწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. საკვანძო  საკითხები თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც მოითხოვს. ახალგაზრდას მისთვის შესაფერის პროდუქტებზე უნდა მიუწვდებოდეს ხელი. ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, მოზარდებს ეკონომიკურად აქტიურ და დამოუკიდებელ ...

Read More »

8 ქართველმა სტუდენტმა ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გაიმარჯვა

თბილისი (BPI) – 8 ქართველი სტუდენტი ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლის. ქართველი სტუდენტები აშშ-ში სასწავლებლად შემოდგომაზე გაემგზავრებიან. ქართველმა სტუდენტებმა ამ წარმატებას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვებით მიაღწიეს. ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მსოფლიოში. ამ პროგრამით 2014 წლიდან დღემდე 19-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება ამერიკაში. ფულბრაიტის პროგრამა ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. საქართველოში პროგრამის პარტნიორია საინვესტიციო ...

Read More »

მოზარდების ფინანსური განათლების მიზნით სებ-ი პროექტს „სკოლა – ბანკი“ იწყებს

თბილისი (BPI) – მოზარდები ბიუჯეტირებას ადრეულ ასაკში ისწავლიან, რამაც არსებული სტატისტიკა უნდა შეცვალოს. ჩვენს შორის აღარ  უნდა იყოს საფინანსო სექტორისგან  დაზარალებული მომხმარებლები. ბავშვების აღზრდაში ფინანსური განათლების ჩართვის აუცილებლობაზე სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. კობა გვენეტაძემ  მოსწავლეთა სასახლის დირექტორთან თიკა რუხაძესთან მემორანდუმი გააფორმა, განათლების პროექტის „სკოლა – ბანკი“ განხორციელებაზე, რომელშიც სასახლის 4 000 აღსაზრდელი ჩაერთვება. პროექტის პარტნიორია Child and Youth Finance International-თან (CYFI). ...

Read More »

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება

თბილისი (BPI) – თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია ელექტრონულად ვებ-გვერდზე  kids.org.ge ჩატარდება. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. თბილისის საჯარო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის პირველი ეტაპიდღეს, 13:00 საათზე იწყება და დღეს დარეგისტრირებას შეძლებენ შემდეგი კატეგორიის მქონე ოჯახების შვილები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი ...

Read More »

აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

თბილისი (BPI) – 39 000-მდე აბიტურიენტისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საგამოცდო პროცესი, როგორც ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო. მისივე თქმით, გამოცდებზე 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა გარკვეული რაოდენობა გამოაკლდა პროცესს, რადგან გამოსაშვებ გამოცდებზე ერთ-ერთ საგანში მაინც ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ...

Read More »

ISET-ი 10 წლისაა – სკოლა ახალ კამპანიას „დააბრუნე ამაგი“ იწყებს

თბილისი (BPI) – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 10 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით ISET-ი მიღებას შატო მუხრანში უმასპინძლებს და ჩაეყრება სკოლის მიერ ინიცირებულ ახალ კამპანიას „დააბრუნე ამაგი“. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის. ISET-ი აცხადებს, რომ 10 წლის განმავლობაში სკოლამ დიდ წარმატებას მიაღწია, აღზარდა აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ეკონომისტების არაერთი თაობა. სკოლის 300-მდე კურსდამთავრებულის მიერ მეცნიერებაში, საჯარო თუ კერძო სექტორში მიღწეულმა კარიერულმა წარმატებებმა კვლევა პოლიტიკასთან ...

Read More »