განათლება

ისრაელში სწავლების მსურველთათვის სტიპენდიები გამოიყოფა

თბილისი (BPI) -საქართველომ და ისრაელმა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის დარგში 2015 -2018 წლებში თანამშრომლობის პროგრამა გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, თანამშრომლობა მოიცავს: ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას, მასწავლებელთა ტრენინგებს, სკოლის ორგანიზებასა და მართვას, დეცენტრალიზაციასა და სკოლის ავტონომიას, ნიჭიერ ბავშვთა განათლებას, უმცირესობათა ჯგუფების კულტურულ ინტეგრაციას, ანტინარკოტიკულ პროგრამას, უცხოური ენების სწავლებას, პროფესიულ განათლებასა და სხვა. ქართველ მასწავლებლებს (განსაკუთრებით ისტორიის პედაგოგებს), საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ...

Read More »

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

თბილისი (BPI) – საუნივერსიტეტო საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სრულფასოვნად მონაწილეობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ” და “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” კანონებში ცვლილებები შედის. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს სხდომაზე განიხილეს. ცვლილებათა პაკეტის თანახმად, განისაზღვრება და დაზუსტდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამართლებრივი სტატუსი და მათი როლი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოებში; უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო საქმიანობაში სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ...

Read More »

30 ივნისი ხელნაწერის დღედ დაწესდება

თბილისი (BPI) – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდება, 30 ივნისი კი ხელნაწერის დღედ დაწესდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ზაზა აბაშიძესთან შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის სქემა განიხილეს, რაც ახალ დებულებას, გაზრდილ სახელფასო განაკვეთებს და სტრუქტურულ საშტატო განრიგს მოიცავს. ასევე საუბარი შეეხო ცენტრისთვის ...

Read More »

ქართველმა სტუდენტმა იოანე შარვაძემ ანდროიდის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონისთვის ახალი პროგრამა Geo SMS დაწერა

თბილისი (BPI) – თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების (MACS) სტუდენტმა – იოანე შარვაძემ ანდროიდის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონისთვის ახალი პროგრამა – Geo SMS დაწერა. “ნახევარი წლის წინ დამებადა იდეა, რომ მობილური ტელეფონით ტექსტური შეტყობინების გაგზავნა გაცილებით მარტივი და მოსახერხებელი შეიძლებოდა გამხდარიყო, თანაც უფასოდ. სწორედ ამიტომ დავიწყე Geo SMS – ზე მუშაობა. 5 თვის შემდეგ კი პროგრამა განვათავსე Android Market-ზე. გარდა ...

Read More »

“რესპუბლიკას“ სტიპენდიით ქართველი სტუდენტი საფრანგეთის უნივერსიტეტში ისწავლის

თბილისი (BPI) – ბანკ „რესპუბლიკას“ სტიპენდიით ქართველი სტუდენტი საფრანგეთის უნივერსიტეტში ისწავლის, – ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა და „რესპუბლიკას“ გენერალურმა დირექტორმა ანტუან გაბიზონმა ბანკის სათავო ოფისში მემორანდუმს მოაწერეს ხელი. წელს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 8 კანდიდატმა გაიმარჯვა. მათ შორისაა სამართლის ბაკალავრი გვანცა ჩადუნელი, რომელიც ბანკ „რესპუბლიკას“ სტიპენდიით საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტ Université Paris 1-ში ბიზნესსამართლის განხრით ისწავლის. გვანცამ ...

Read More »

საქართველოს უნივერსიტეტი Apple-ის პარტნიორი გახდა

თბილისი (BPI) – საქართველოს უნივერსიტეტი პირველი ქართული საგანმანათლებლო ინსტიტუტია, რომელმაც Apple-ის iOS University Developer Program-ის წევრობა და ლიცენზია მოიპოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს უნივერსიოტეტმა” გაავრცელა . ამ პროგრამის მეშვეობით, საქართველოს უნივერსიტეტს საშუალება ეძლევა სტუდენტებს ასწავლოს iOS აპლიკაციების დეველოპმენტი iOS SDK-სა და სხვა Apple ტექნოლოგიების გამოყენებით. პროგრამა გათვლილია მხოლოდ იმ უმაღლეს სასწავლებლებზე, რომლებიც აპირებენ iOS დეველოპმენტის კურსების ინტეგრირებას საუნივერსიტეტო პროგრამებში ...

Read More »

დეფიციტური პროფესიები საქართველოში

თბილისი (BPI) -რა პროფესიებს ანიჭებენ უპირატესობას ახალგაზრდები? რა განაპირობებს პროფესიების პრესტიჟულობას და შესაძლებელია თუ არა, რომ უახლოეს პერიოდში, გარკვეული მიმართულებებით პროფესიონალი კადრების დეფიციტი შეიქმნას? ამ საკითხის გასარკვევად, „კომერსანტი“ HR პროფესიონალთა გილდიის დირექტორ ლილი ბიბილაშვილს ესაუბრა. ლილი ბიბილაშვილის ინფორმაციით, დღეს საქართველოში ყველაზე ჭარბად იურისტები და ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები გვხვდებიან. დეფიციტური კი, აგრომიმართულება და საინჟინრო ტექნოლოგიებია. „პროფესიების პოპულარობას პრესტიჟულობა განაპირობებს. წინა წლების ...

Read More »

მე-11 კლასელთა გამოცდასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით თბილისის სკოლების მოსწავლეები, რომლებიც თავს შეიკავებენ მე-11 კლასელთა გამოსაშვებ გამოცდაზე გამოცხადებისაგან, შესაბამის საგნებს ჩააბარებენ 2015-2016 სასწავლო წლის მაისში. “შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად მოსწავლეები ჩვეულებრივ გააგრძელებენ სწავლას მე-12 კლასში. გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება, სკოლებში უსაფრთხოებას მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს”, – ნათქვამია ...

Read More »

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა ხელფასის 1% სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება

თბილისი (BPI) – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა ხელფასის 1% სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო და სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და რექტორატი თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს. ”ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ დასახმარებლად გადაწყვიტა თანამშრომელთა ხელფასის 1% გადაირიცხოს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში. ასევე დაიწყო საქველმოქმედო აქცია პირველადი მოხმარების საგნებისა და ტანსაცმლის ...

Read More »

„შეხვედრის საბა-ბი“ – გურამ დოჩანაშვილი ბათუმში

  თბილისი (BPI) – კვირას, ბათუმში გაიმართება პრემია „საბას“ ლაურეატ, მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა. ბათუმელი მკითხველები მწერალს ბათუმის „თიბისი გალერეაში“ შეხვდებიან (მის: ბათუმი, ზუბალაშვილის 37, თიბისი ბანკი). ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ავტორი ისაუბრებს საკუთარ შემოქმედებაზე, ახალ წიგნებზე, უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს… საღამოს ასევე პრემია „საბას“ ლაურეატები რატი ამაღლობელი და თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვებიან. 15 ივნისს კი გურამ დოჩანაშვილი აჭარაში სოფ. გორგაძეების და ...

Read More »