განათლება

ბათუმის მერია სტუდენტური დასაქმების პროგრამას იწყებს

თბილისი (BPI) – ბათუმის მერია სტუდენტური დასაქმების პროგრამს იწყებს. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ 2015 წლის 1 იანვრამდე ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ პროფესიულ ან უმაღლეს სასასწავლებლებში. სტუდენტები დასაქმდებიან ბათუმის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პრიორიტეტი კომისიური გადაწყვეტილებით მიენიჭება სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს მიკუთვნებულ, მზრუნველობამოკლებულ სტუდენტებს, ასევე სტუდენტებს, რომლებიც არიან საქართველოს ...

Read More »

სტუდენტებს სწავლა „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ (AGL) დაუფინანსა

თბილისი (BPI) – სტუდენტებს სწავლა „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ (AGL) დაუფინანსა . დაფინანსება კომპანიამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან  სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიღო. კომპანია 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრში დააფინანსა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხული 20 სტუდენტი. მათ შორის: დაფინანსება გაუგრძელდა 2015 წელს დაფინანსებულ 7 სტუდენტს, რომლებმაც გადალახეს ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ბარიერი ...

Read More »

100-მდე საჯარო სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების გაკვეთილები ტარდება

თბილისი (BPI) – 100-მდე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს,  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღესთან – 26 აპრილთან დაკავშირებით,  სპეციალური გაკვეთილები უტარდებათ, რომლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრებისა და  საავტორო უფლებების არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერება. დაწყებითი განათლების პროექტთან (USAID/G-Pried) თანამშრომლობითა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, IV-VI კლასებისათვის სპეციალური გაკვეთილის გეგმა შემუშავდა. საჯარო სკოლებს დაეგზავნათ რეკომენდაცია გაკვეთილის ჩატარებაზე, რომელშიც სასწავლო მასალად გამოყენებულია G-Pried-ისა და ...

Read More »

ფრანგულის შემსწავლელ კურსებზე ნიცაში გასამგზავრებლად მოსწავლეთათვის კონკურსი იწყება

თბილისი (BPI) – Institut Français de Géorgie (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი) და National Geographic საქართველო აცხადებს სახალისო და საინტერესო კონკურსს 14-17 წლის მოსწავლეებისთვის საფრანგეთის ქალაქ ნიცაში AZURLINGUA Language School-ში გასამგზავრებლად და ფრანგული ენის შესასწავლად/დასახვეწად. National Geographic საქართველოს ცნობით, კონკურსი გამოავლენს ერთ გამარჯვებულს, რომელიც გაემგზავრება AZURLINGUA Language School -ის საზაფხულო სკოლაში ფრანგული ენის შემსწავლელ ორკვირიან კურსებზე. Institut Français de Géorgie, National Geographic საქართველო ...

Read More »

იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებით 19.38%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა

2016 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებით 19.38%-ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 2016 წლის პირველ კვარტალში, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, საქართველოს აეროპორტები 432 ათას 949 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრთნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,38 %-ითაა გაზრდილი. 2015 წლის სამ თვეში საქართველოს აეროპორტები სულ 362 ათას 663 მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, 2014 წლის ...

Read More »

ალდაგსა და ილიაუნის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი (BPI) – სადაზღვევო კომპანია ალდაგსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერეალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა და ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანმა ნინო პატარაიამ მოაწერეს. თანამშრომლობის მიზანია, დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამების გზით, ალდაგმა ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დღესვე, ალდაგის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა ანა სიჭინავამ ილიაუნის ბიზნესის ...

Read More »

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი სრულდება

თბილისი (BPI) – პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს სრულდება. განათლების სამინისტრო კიდევ ერთხცელ შეახსენებს მშობლებს, რომ რეგისტრაციისათვის მშობელი ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი უნდა მივიდეს სკოლაში. I ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში; I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 19 აპრილიდან ...

Read More »

საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლება დაიწყება

თბილისი (BPI) – საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლება დაიწყება. საპილოტე პროგრამის განხორციელკებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ 14 აპრილს მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ამასთან დაკავშირებით უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის  განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან,  თეოდოსიოს პელეგრინისგან. ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყის ეტაპზე ქართული ენის სწავლების ...

Read More »

მასწავლებელთა საშუალო ანაზღაურება 700 ლარამდე იზრდება

თბილისი (BPI) – მთავრობა მასწავლებელთა საშუალო ანაზღაურებას ზრდის, – ამასთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ”  საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, აპრილიდან, მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 700 ლარამდე გაიზარდა. უკვე განხორციელდა საბაზო ხელფასის 3-ეტაპიანი ზრდა, რის შედეგადაც მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 67%-ით გაიზარდა. სახელმწიფომ შეიმუშავა ახალი სისტემა, რომელიც მასწავლებლის კვალიფიკაციის ...

Read More »

საპარტნიორო ფონდი ჩინეთში სწავლის მსურველებს კვალიფიკაციის ამაღლებას სთავაზობს

თბილისი (BPI) – საპარტნიორო ფონდისა და ჩინეთის სინძიანის პროვინციის უმსხვილესი საკონსულტაციო კორპორაციის „ხუა ხე ინტერნეიშენალი“-ის თანამშრომლობის საფუძველზე წარჩინებული ქართველი სტუდენტისთვის ოთხწლიანი სამაგისტრო გრანტი გამოიყო. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე 2015 წლიდან საკონსულტაციო კორპორაციის „ხუა ხე ინტერნეიშენალი“-ის საპატიო კონსულტანტ-მრჩეველია. საპარტნიორო ფონდის ცნობით, წარჩინებულ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა სინძიანის უნივერსიტეტის რეგიონალური ეკონომიკის, ან საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით მაგისტრანტის ხარისხი მიიღოს. სინძიანის უნივერსიტეტი თავის თავზე ...

Read More »