განათლება

სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის გვამურ მასალაზე ხელმისაწვდომობისთვის ნორმას მიიღებენ

თბილისი (BPI) – სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის გვამურ მასალაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ნორმა შეიქმნება. შესაბამის ნორმაზე პარლამენტი იმუშავებს. ამ საკითხის დარეგულირების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განუყოფელია გვამურ მასალაზე მუშაობისგან. „ეს არის ის საშუალება, რომლითაც სტუდენტები, რეზიდენტები – მომავალი ექიმები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ქირურგიულ ტექნიკაში, ანატომიასა და ...

Read More »

განათლების სამინისტროს დაფინანსება იზრდება

თბილისი (BPI) – განათლების სამინისტროს დაფინანსება იზრდება, – ამას ითვალისწინებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კანონპროექტი განსაზღვრავს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს მხარჯავი დაწესებულებებისა და მათ მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 62.6 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 178.8 მლნ ლარამდე. ზოგადი განათლების დასაფინანსებლად განსაზღვრულია ...

Read More »

სტუ-ს ბაზაზე დაარსებული ტექნიკური გადამზადების ცენტრი პირველ სტუდენტებს მიიღებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული ტექნიკური გადამზადების ცენტრი პირველ სტუდენტებს მიიღებს. პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს 100%-ით ახალ პროფესიულ პროგრამებზე : ● მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსი ● მაღალი ძაბვის ელექტრიკოსი ● მექატრონიკის ტექნიკოსი ● სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსი მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა პროგრამა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ. თეორიული კურსის ...

Read More »

ზოგადი განათლება და კრიტიკული აზროვნება – წარმატებული ახალი თაობისთვის

თბილისი (BPI) – თუ შვილის ზოგადი განათლება გაღელვებთ, თუ გსურთ მას კრიტიკული უნარები გამოუმუშავოთ, მაშინ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აუცილებლად უნდა ესტუმროთ “ლეტერატოს”. აზროვების აკადემია სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და იქ არსებული თავისუფალი გარემო, თანამედროვე პედაგოგების დამოკიდებულება თქვენს შვილს ნამდვილად ჰპირდება აზროვნების გაუმჯობესებას. მხოლოდ პედაგოგები და გარემო საქმეს ნამდვილად ვერ შველის. მიამიტური განწყობა არც “ლეტერატოს” დამფუძნებელს ჰქონია. აკადემიის დაარსებამდე ჯერ სპეციალური მოდულები შეიმუშავა, ...

Read More »

თბილისში მოზარდებისათვის აზროვნების აკადემია “ლეტერატო“ გაიხსნა

თბილისი (BPI) – თბილისში მოზარდებისათვის აზროვნების აკადემია „ლეტერატო“ გაიხსნა. აკადემიის მიზანია სკოლისაგან დამოუკიდებელ დროს მოსწავლეებს ზოგადი განათლება მისცეს და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმაროს. აზროვნების აკადემია V-XII კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი და მათ წიგნიერების, კრიტიკული აზროვნებისა და ხელოვნების ისტორიის კლასებს სთავაზობს. სასწავლო პროგრამა შედგენილია ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და დებატების ელემენტებს. „ლეტერატოს“ გუნდი ...

Read More »

აზროვნების აკადემია “ლეტერატოს“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება

თბილისი (BPI) – დღეს გაიმართება აზროვნების აკადემია „ლეტერატოს“ პრეზენტაცია, რომლის ამოცანაა სკოლისაგან დამოუკიდებელ დროს მოზარდებს ზოგადი განათლებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში დაეხმაროს. სასწავლო პროგრამა შედგენილია ინოვაციურ მიდგომებზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს სწავლების ინტერაქტიულ პროცესში თამაშების, სიმულაციების, ქეისებისა და დებატების ელემენტებს. „ლეტერატოს“ გუნდი იმუშავებს როგორც  მოზარდების ზოგადი განათლების ამაღლებაზე, ასევე მათ აღჭურვაზე ლოგიკური, საპრეზენტაციო, საკომუნიკაციო, შემოქმედებითი და სწრაფად აზროვნების უნარებით. მოსწავლეები ...

Read More »

ხარისხიანი განათლების მქონე ქვეყნების რეიტინგში საქართველო 101-ე ადგილზეა

თბილისი (BPI) – 137 ქვეყანას შორის ხარისხიანი განათლების მაჩვენებლით საქართველო 101-ე ადგილზეა,- რეიტინგს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს. რეიტინგი ქვეყნებში არსებულ განათლების ხარისხსს განსაზღვრავს და უმაღლესი შეფასება 7 ქულით განისაზღვრა. ამ თვალსაზრისით საქართველოს 3,5 ქულა მიენიჭა და რეიტინგში არცთუ სახარბიელო პოზიცია უკავია. რეიტინგში საქართველოს უსწრებს რუსეთი, ის 52-ე ადგილზეა, უკრაინა – 49-ე, სომხეთი 61-ე, აზერბაიჯანი – 45-ე, თურქეთი 99,  ყაზახეთი – ...

Read More »

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით რაჭაში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ონში სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. ონის სკოლა ერთ-ერთია იმ 30 სკოლიდან, რომელიც ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებული სპორტული დარბაზებით, საკლასო ოთახებით და სრულად აღჭურვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიებით შეხვდა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯენერ ედელმანმა ...

Read More »

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ 2016-2017 წლებში 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის. პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.  ჯამში რეაბილიტაცია ...

Read More »

ჯეოლაბში ქალებისთვის სპეციალური პროგრამა განახლდა

თბილისი (BPI) – ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ჯეოლაბში განახლდა სპეციალური პროგრამა ქალებისთვის, რომელიც გულისხმობს მეტი ქალის დაინტერესებას და წახალისებას ტექნოლოგიების მიმართულებით. სტიპენდიანტები სპეციალური კონკურსის საშუალებით შეირჩევა. რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე. გასული წლის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ეს შეთავაზება ძალიან აქტუალურია და  ბევრი მსურველი ინტერესდება. ამ სტიპენდიის საშუალებით უკვე ოთხმა ქალმა შეისწავლა სხვადასხვა პროგრამა, რითაც საშუალება მიეცათ მათი პროფესიული განვითარება სრულიად ახალ ...

Read More »