ეკონომიკური აზრი

ლევან კალანდაძე: შესაძლოა, სერიოზული ინფლაციური პროცესები განვითარდეს

თბილისი (BPI) – დღეს ამ გაურკვევლობამ და შოკებმა ლარი კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია, სერიოზული ინფლაციური პროცესები განვითარდეს, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ განუცხადა.როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ის, რომ ეროვნული ბანკი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, “არის საკითხისადმი ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება”. “ასე არ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი ორგანო, რომლის ხელშიც არის პრაქტიკულად, ყველა მონეტარული ინსტრუმენტი, ...

Read More »

გია ჟორჟოლიანი: მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს

თბილისი (BPI) – მედიკამენტებზე არსებული ფასები საგრძნობლად გაიზარდა. გაძვირებული მედიკამენტები კი მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლოებას. მედიკამენტებზე ფასების ზრდა ხელს უშლის ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ეფექტურად განხორციელებას. საქართველოს პარლამენტისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ჟორჟოლიანი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაციას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, თუ დაწესდება გარკვეული რეგულაციები. „რასაკვირველია, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს მედიკამენტების ფასების ფორმირებაში. სახელმწიფომ უნდა ...

Read More »

“აფბა”: მაკროეკონომიკური ფაქტორები ლარის შემდგომი გაუფასურების საფუძველს არ იძლევა

თბილისი (BPI) – „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ლარის კურსთან დაკავშირებულ კითხვებს და არსებულ ვითარებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანია ერთი მხრივ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა და მეორეს მხრივ მოსახლეობისთვის პოზიტიური სიგნალების გადაცემა. როგორც ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, ბოლო პერიოდში ლარის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი მოლოდინების დანერგვა არ ...

Read More »

“ქვეყანას საგარეო შოკებისაგან ეკონომიკის დივერსიფიცირება, სესხების ხელმისაწვდომობა და ფინანსური სტაბილურობა დაიცავს”

თბილისი (BPI) – არასამთავრობო ორგანიზაციაში “საზოგადოება და ბანკები” მიიჩნევენ, რომ განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკას ლიკვიდურობის შენარჩუნებაში, ეკონომიკური ზრდის შენელების პირობებში ეკონომიკის დივერსიფიცირება, სესხების ხელმისაწვდომობა და ფინანსური სისტემის სტაბილურობა ხელს უწყობს. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ოდენობაა. 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ბანკებს გაცემული აქვთ 14 მილიარდ ლარზე მეტი (14,564,262,000) ...

Read More »

წლის ბოლოს ლარის კურსი 2,6-ზე დაჯდება!

თბილისი (BPI) – მოსახლეობას ეროვნული ვალუტის კატასტროფულ გაუფასურებას ეშმაკურად აგუებენ. 2-3 კვირაში ერთხელ ლარი ნახტომისებურად უფასურდება, შემდეგ ცოტათი გამყარდება და რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცვა-ხოხვით ისევ წინასწარ შერჩეულ ნიშნულამდე ადის. კურსი გარკვეული დროით ამ დონეზე ჩერდება და შემდეგ პროცესი მეორდება. ამ მეთოდით ზაფხულის განმავლობაში ლარის კურსი 2.24-დან 2,42-მდე გაუფასურდა. პროცესი არ შენელებულა, ამიტომ ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის ლარი დოლართან მიმართებაში ...

Read More »

გიორგი შაგიძე: ბანკები მუდმივად მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანა სწორი კუთხით იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო ინვესტორებთან

თბილისი (BPI) –   რა არის „როუდშოუ“ და რამდენად მნიშვნელოვანია ის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის? რატომ არის საქართველო და ქართული საბანკო სექტორი მიმზიდველი საერთაშორისო ინვესტორებისთვის? რამდენადმნიშვნელოვანიასაბანკოსექტორისროლიქვეყნისეკონომიკისადამისისაინვესტიციოიმიჯისფორმირებაში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თიბისი  ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ფინანსების მართვის დარგში, გიორგი შაგიძეს ვესაუბრეთ: როგორც ცნობილია, კომერციული ბანკების წარმომადგენლები გარკვეული ინტენსივობით ხვდებიან პოტენციურ ინვესტორებს, ე.წ. „როუდ შოუს“ ფორმატში. განგვიმარტეთ, რა არის  როუდშოუ და რამდენად ...

Read More »

ღარიბაშვილი – საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა

თბილისი (BPI0 – საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ ვაშენებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფილია ბიზნესისა და მედიის თავისუფლება,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე–„თანამედროვე აბრეშუმის გზა“ განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია განიხილებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ახალი აბრეშუმის გზის ...

Read More »

„საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი კარგი მაგალითია, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს პირველადი ჯანდაცვის ობიექტი“

თბიოლისი (BPI) – დღეს საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და “გლობალური ალიანსის” პრეზიდენტი ჟან-ელი მალკინი ესტუმრნენ. სტუმრობა მიზნად ისახავდა დედაქალაქში მომუშავე ერთ–ერთი წარმატებული პირველადი ჯანდაცვის ობიექტის ფუნქციონირების ადგილზე გაცნობას. როგორც ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი  ერთ-ერთი კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს პირველადი ჯანდაცვის ობიექტი: „პირველადი ჯანდაცვა, ეს არის ჯანდაცვის საფუძველი და ...

Read More »

ემზარ ჯგერენაია: საწვავის ბაზარი საქართველოში კვლავ მონოპოლიურია

თბილისი (BPI) – ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ საქართველოში საწვავის ბაზარი კვლავ მონოპოლიურია. ამ თემაზე ექსპერტი საკუთარ ოფიციალუ გვერდზე წერს და განიხილავს საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. “საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე სუპერ ოქტანობის ბენზინი ღირს 2.35 ლარი, ისევე როგორც 4 წლის უკან, როდესაც მსოფლიო ფასი ნედლ ბარელ ნავთობზე იყო 110 დოლარი. არადა ახლა 50 დოლარს ქვევითა. როდის ტყუის საწვავის ბიზნესი ...

Read More »

გიორგი ქადაგიძე: გვჭირდება გარღვევა დასაქმების სფეროში

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ის რაც დასაქმების სფეროში კეთდება საკმარისი არ არის და გარღვევაა საჭირო. “გვჭირდება გარღვევა დასაქმების სფეროში, რაც გაკეთდა, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გავარკვიოთ, სად ვართ ამ ეტაპზე. მსოფლიო პრაქტიკას თუ გავითვალისიწნებთ, გასული საუკუნის განმავლობაში ბევრი განვითარებული ქვეყანა განვითარებას იწყებდა როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, შემდეგ გადადიოდა წარმოებაზე, ამის მერე კი ყალიბდებოდა სერვისზე დაფუძნებულ ...

Read More »