ეკონომიკური აზრი

მეჭიაური ადასტურებს ,რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფა პოლიტიკური გადაწყვეილება იქნება

თბილისი (BPI) – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის ცალკე გამოყოფის შემთხვევაში პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული შესაბამისი საბჭო პოლიტიზებული იქნება. როგორც მეჭიაურმა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო, “ეს იქნება საპირწონე იმ პოლიტიზირებული საბჭოსი, რომელიც დღეს არსებობს”. “თუ დღეს ზედამხედველობის საბჭოს ხელმძღვანელს ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჩვენს ...

Read More »

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში” უკვე სასტუმრო ბიზნესიც ერთვება

თბილისი (BPI) -ინტერვიუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილთან – პროგრამაში „აწარმოე საქართველოში” უკვე სასტუმრო ბიზნესიც ერთვება. სასტუმრო ბიზნესის განვითარების ტენდენცია მზარდია, თუმცა, ძირითადად უფრო ბათუმში და თბილისში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ პროგრამის ამუშავების შემდეგ, რეგიონები სასტუმრო ბიზნესში აქტიურად ჩაერთვებიან სასტუმრო ბიზნესის განვითარებაში და ქვეყანაში სამვარსკვლავიანი სასტუმროებიც უფრო მეტი გაჩნდება?   – ბოლო პერიოდში, ტურისტების და საერთაშორისო ...

Read More »

სახელმწიფო ელექტროსისტემის სტრატეგია ინვესტორებისთვის სტაბილურ გარემოს ქმნის

თბილისი (BPI) -ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის „სსე“ განვითარების 10 წლიანი სტრატეგიის შემუშავებას და მის გავლენას ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და დარგის განვითარების პროცესებზე. „აფბას“ ანალიტიკოს ანდრია გვიდიანის განცხადებით ქართულ ეკონომიკაში ენერგეტიკის სექტორი არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი მისი საინვესტიციო პოტენციალიდან გამომდინარე და ქვეყანაში საკმაოდ დიდი რესურსები არის ჰიდროენერგეტიკის განვითარების კუთხით. „როდესაც საუბარი არის რესურსებზე ...

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ნაცვლად სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) –“ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეროვნული ვალუტის, ლარის არასტაბილურობაა. ლარი გაუფასურდა 40%-ით. ეს პრობლემა შეეხო თითქმის ყველა ოჯახს საქართველოში. სავალუტო კრიზისის მიზეზი არის ის, რომ მთავრობის უაზრო ნაბიჯებმა ჩამოშალა ქართული ეკონომიკა. მაგრამ ქართული ოცნება ამას არ აღიარებს და მუდმივად ცდილობს პრობლემის წყაროდ წარმოაჩინოს ეროვნული ბანკი. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ -,რომ არა ეროვნული ბანკის სწორი ნაბიჯები, ხალხი და სახელმწიფო ...

Read More »

”საბანკო ზედამხედველობის ორგანო დამოუკიდებელი უნდა იყოს და არა პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი”

თბილისი (BPI) – “მე ვერ ვხედავ რაიმე ტექნიკურ მიზეზებს, რის გამოც საბანკო ზედამხედველობის მოდელში ცვლილებები უნდა შევიდეს”, – “კვირის პალიტრასთან” ექსკლ­უზიურ ინტერვიუში ევროპის რეკონსტრუქციისა­ და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა­, საქა­რთველოს ევროპულ მომავალზე, ქვეყნის საბანკო სექტორსა და ეროვნული ბანკის­თვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქცი­ის ჩამორთმევის თაობაზე საუბრობს. – როგორ შეაფასებთ მაისში საქართველოში­ გამართულ EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმს? რა იყო ...

Read More »

მონაწილეობენ თუ არა ბანკები მოსახლეობის გაღარიბებაში?

თბილისი (BPI) -საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმზე განაცხადა. რატომ რჩება საქართველო ღარიბ ქვეყნად და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ის არ იყოს ღარიბი? ამ კითხვებით „კომერსანტმა“ “პირველი საკრედიტო კავშირის”  ხელმძღვანელ გივი კორინთელს მიმართა: – ეს ძალიან კომპლექსური თემაა. ჯერ უნდა განვსაზღვროთ, რა იგულისხმება სიღარიბეში. გაჭირვებული ადამიანი სხვა კატეგორიაა, ღარიბი სხვა ...

Read More »

პროგრესული გადასახადის შემოღების იდეას მოწინააღმდეგეები ჰყავს

თბილისი (BPI) -აშშ, დანია, შვედეთი, საფრანგეთი – ეს იმ სახელმწოფოების ჩამონათვალია, სადაც დღეს პროგრესული გადასახადი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანი მეტს იხდის სახელწიფო ბიუჯეტში, დაბალშემოსავლიანი კი უფრო დაბალ გადასახადს იხდის. საქართველოში დღეს პროპორციული საგადასახადო სისტემა მოქმედებს, რომელიც ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ერთნაირ გადასახადს გულისხმობს. თუმცა, ეკონომიკის დოქტორი დავით ადეიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ საგადასახადო კანონმდებლობა უნდა შეცვალოს ...

Read More »

პეტრე ცისკარიშვილი: 2%-იანი ზრდის შემთხვევაში საქართველო ვერ იარსებებს

თბილისი (BPI) –  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საქსტატის მონაცემები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება და არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მარტში და თებერვალში, 4 %-ზე მეტი ზრდა არ გვქონია. დეპუტატის თქმით, რიცხვების მანიპულირება მარტივია, თუ ვთქვათ, აპრილის ბრუნვებს მარტს მიაწერენ და ამით მარტის მონაცემებს გაზრდიან, ან თუ შარშანდელ ინვესტიციას იანვარს ან თებერვალს მიაწერენ და ამ თვეების მონაცემებს ...

Read More »

კახა ჩარგეიშვილი –საქართველოს ფინანსური და საბანკო სისტემა ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს

თბილისი (BPI) – ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ლართან დაკავშირებულ და ზოგადად, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს „კომერსანტთან“ საუბარში აფასებს: „კომერსანტს“ რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე თუ რა ცვლილებები უნდა გატარდეს ქართულ ეკონომიკასა და საბანკო სისტემაში იმისთვის, რომ არსებულმა  ამორფულმა მმართველობამ შეასრულოს მთავარი ფუნქცია: შექმნას სიმდიდრე თითოეული ქართული ოჯახისთვის. რადგან ქვეყანაში ზოგადად პოლიტიკური აქტიურობა მაღალია, მინდა აღვნიშნო, რომ მე არასოდეს არ ...

Read More »

ეკონომიკის დოქტორი პროგრესული გადასახადის შემოღების იდეით გამოდის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის დოქტორი დავით ადეიშვილი საქართველოში პროგრესული გადასახადის შემოღების იდეით გამოდის, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს უფრო მეტი გადასახადის გადახდას ავალდებულებს. ამასთან, ეკონომისტი ფიქრობს, რომ რეგულაციები, რომლებიც საქართველოში არსებობს არასაკმარისია, ბიზნესის არგუმენტაცია კი, რომლის მიხედვითაც რეგულაცია მათ საქმიანობაში ხელს უშლის, სუსტი. რას უკავშირებს ლარის გაუფასურებას და როგორ აფასებს ბიზნეს გარემოს საქართველოში  – დავით ადეიშვილი „კომერსანტის“ კითხვებს პასუხობს: –         ...

Read More »