ეკონომიკური აზრი

აფბა იმ საფრთხეების შესახებ საუბრობს, რაც შესაძლოა, აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვიოს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასციაცია – აფბა“, იმ საფრთხეებს აფასებს რომელიც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მსგავსი მოცულობით ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს. „გაუგებარია, რატომ ცდილობს ხელისუფლება თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდა დაუკავშიროს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მაშინ როდესაც ყველასთვის ნათელია, რომ 2017 წლის ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე თამბაქოსა თუ სხვა ნაწარმზე აქციზის ზრდა გარდაუვალი იყო და აქციზების ზრდის რეალური მიზეზიც სწორედ ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსებაა. გარდა, ამისა ...

Read More »

ლარის სტაბილურობის ყველა პირობაა

თბილისი (BPI) – წინასაახალწლოდ ლარის რყევას საინვესტიციო ბანკირი არჩილ გაჩეჩილაძე არ ელის. G&T –ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ,  ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესებაზე  „მაესტროზე“ (ბიზნეს-კონტაქტი) ისაუბრა,  ტურიზმის ზრდაზე, ექსპორტის ვარდნის შეჩერებაზე და იმპორტის პოზიტიურ მაჩვენებელზე,  რომ  კაპიტალური  საქონლის იმპორტია და არა სამომხმარებლო, რაც ასევე  კურსის სტაბილურობის მაპროვოცირებელი ფაქტორია. არჩილ გაჩეჩილაძემ  აღნიშნა, რომ  მცირედი ცვლილებები სხვადასხვა ფაქტორით გათვალისწენებული, მათ შორის მოლოდინებით თუ არჩვნების გამო, ...

Read More »

ექსპერტი: ლარს სებ-ის ინტერვენციები არ ამყარებს

თბილისი (BPI) –  სებ-ის ბოლოდროინდელ ინტერვენციებს ლარის გამყარების მაპროვოცირებლად არ  მიიჩნევს საინვესტიციო ბანკირი დავით ასლანიშვილი. უნივერსიტეტის პროფესორი განმატავს, რომ უცხოური ვალუტის შესყიდვა ბაზრისთვის ლარის  მიწოდებას ნიშნავს, შესაბამისი კურსით. შიშობს, რომ ივნისიდან შეცვლილი მონეტარული პოლიტიკა ლარის მასას გაზრდის. „კერძოდ, ჩვენ კრიზისების ფონზე რა რაოდენობის ფულის მასაც შევზღუდეთ ახლა სწრაფი ტემპებით უკან ვყრით’’. მიაჩნია, რომ ასეთი პოლიტიკა ნეგატიურ შედეგს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოგვცემს, ...

Read More »

სოსო ცისკარიშვილი: კანონმდებლობაში ცვლილების გარეშე მედიკამენტების გაძვირება გარდაუვალია

თბილისი (BPI) – ფანასკერტელის აახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ  არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანდაცვის პლატფორმასთან ერთად, აპრილის თვის კვლევის მონაცემები გამოაქვეყნა. კვლევა გვიჩვენებს, რომ  აპრილში ფანასკერტელის ინდექსი უმნიშვნელოდ, 0,3 პუნქტით არის შემცირებული და 11,7 პუნქტს შეადგენს. ჯამში 16 მედიკამენტზე ფასი შემცირებულია, ხოლო 5-ზე – გაზრდილი. დანარჩენ მედიკამენტებზე ფასები უცვლელია. უკანასკნელი კვლევის მიხედვით, აპრილის თვეში დაფიქსირებული ფასები 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნად და პოპულარულ მედიკამენტზე, ...

Read More »

ენერგეტიკაში ინვესტიციები მცირდება – 2015 წელს ინვესტიციები 23%-ით შემცირდა

თბილისი (BPI) – 2015 წელს ქვეყანაში 1 მილიარდ 351 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2015 წელს შემოსული ინვესტიციები 6% ით აღემატება 2014 წლის წინასწარ შედეგებს და 23 პროცენტით ნაკლებია ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 2014 წელს ქვეყანაში 1 მილიარდ 758 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. “საქსტატის” ცნობით, საქართველოში 2015 წელს ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოში BP-იმ განახორციელა. 2015 წელს ...

Read More »

“თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდით სახელმწიფოც დაზარალდება და ბიზნესიც”

თბილისი (BPI) – ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე ალკოჰოლსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ექსპერტი განმარტავს, რომ აქციზის გაზრდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ანტითამბაქოს კამპანიისთვის გამოიყენება, საქართველოს რეალობაში ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს. “ბუნებრივია, ძალიან ბევრ ქვეყანაში აქციზი გამოყენებული იყო ანტითამბაქოს კამპანიისთვის. ეს იყო თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირების გარკვეული ინსტრუმენტი. ჩვენ ამ საკითხს ცოტა სხვანაირად ვუდგებით. არ მიგვაჩნია, რომ ...

Read More »

გამოიწვევს თუ არა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი საქართველოდან ინტელექტუალური რესურსის გადინებას?!

თბილისი (BPI) – რას გულისხმობს ვიზა-ლიბერალიზაცია, ან ევროპაში გასამგზავრებლად ვიზის მიღების გამარტივება გამოიწვევს თუ არა ქვეყნიდან ადამიანური რესურსის გადინებას, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი განმარტავს: – საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს აუცილებლად მიიღებს. ლაპარაკია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი მოქმედი და, ძირითადად, აწ უკვე ყოფილი წარმომადგენლები, მინისტრები, საზოგადოებაში ქმნიდნენ დაუსაბუთებელ მოლოდინს, როდესაც აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი ...

Read More »

ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია

თბილისისი (BPI) – ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია. ამის შესახებ „კომერსანტს” პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, კანინპროექტი შეთანხმებულია როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. მაისურაძის თქმით, ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხდება იმ რისკების გათვლა, კანონის ამოქმედებას ბიზნესზე რა გავლენის მოტანა შეუძლია. მისივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კანონი პარლამენტში შევა, მისი დამტკიცება კი სავარაუდოდ 2015 ...

Read More »

ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტს მალე „ვიკინგის მატარებელი” დაემატება

თბილისი (BPI) – ისტორიული აბრეშუმის გზის მარშრუტს, რომელიც ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთსა და დასავლეთს აერთებს და თანამედროვე ტერმინით „ტრასეკას“ მარშრუტი ეწოდება, მალე „ვიკინგის მატარებლის” სახელწოდებით ცნობილი კონტინენტის ჩრდილოეთისა და სამხრეთის შემაერთებელი მონაკვეთიც დაემატება. ახალი სარკინიგზო მარშრუტის პერსპექტივები, თბილისში სატრანზიტო პროექტ ვიკინგის მონაწილე სარკინიგზო ადმინისტრაციებისა და ცნობილი ლოჯისტიკური კომპანიების ორდღიან სამუშაო თათბირზე განიხილეს. რა ახალ პერსპექტივებს ხსნის ვიკინგისა და ტრასეკას გადაკვეთის წერტილში ...

Read More »

ბიზნეს კონსულტანტი დავით კენჭაძე: დღეს საქართველოში უმუშევრობის პრობლემა არ არის

თბილისი (BPI)  – ინტერვიუ ბიზნეს კონსულტანტ დავით კენჭაძესთან – თქვენ საკონსულტაციო მომსახურების კომპანიას მართავთ. თუ შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს თქვენი  მომსახურება? – ჩემი კომპანიის მიზანი და მისია ძალიან მარტივია – კომპანიების და ადამიანებისთვის წარმატების მიღწევაში დახმარება. ჩვენ საკონსულტაციო მომსახურებას ვეწევით, რომელიც ბევრ სხვადასხვა ფორმაში გამოიხატება. ის კლიენტის საჭიროებაზეა მორგებული. ჩვენ ვარკვევთ რა სურს კლიენტს და შემდეგ უკვე იმის შესაბამის ...

Read More »