ეკონომიკა

ლარი დოლართან გაუფასურდა

თბილისი(BPI) – 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4830 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4798 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.32 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9339 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9229 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.10 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6772 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და ...

Read More »

პრემიერი: საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით

საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პირველი მიმოხილვის დასრულებას და მის პოზიტიურ შედეგებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფისკალური მაჩვენებლები აბსოლუტურად იმ ჩარჩოებშია, რომელიც განსაზღვრული იყო, ხოლო ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა დაგეგმილს გადააჭარბა. „ჩვენ, წლის ბოლოსთვის გვექნება ეკონომიკის უფრო მაღალი რეალური ზრდა, ...

Read More »

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2018 წლისთვის 111 მლნ-ით იზრდება

თბილისი (BPI) – შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 111 მლნ ლარით იზრდება და 3,527 მლრდ ლარით განისაზღვრება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მიხედვით სოციალური დაცვის მიმართულებით ზრდა შეადგენს 25.2 მლნ ლარს, მათ შორის, საპენსიო უზრუნველყოფაზე 20 მლნ ლარით მეტი მიიმართება, ხოლო ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ფარგლებში – 28 მლნ 200 ...

Read More »

ციფრული მონეტარული პოლიტიკის გამოწვევები

თბილისი (BPI) – გლობალურ მონეტარულ სისტემაზე გავლენას ახდენს ციფრული ვალუტა, რომელიც  შექმნილია კერძო და სამოქალაქო პირების მიერ. ციფრული ვალუტა განიხილება, როგორც ელექტრონული ფორმით შენახული აქტივი, რომელიც ასრულებს იგივე ფუნქციებს, რასაც ფიზიკური ვალუტა. ციფრული ვალუტა მოიცავს ციფრული ჩანაწერის სახით ფორმირებულ კრიპტოვალუტას (Bitcoin, Litecoin, Dogecoin, Peercoin) და ვირტუალურ ვალუტას (Linden Dollars, WoW Gold), ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება ემიტენტისა და ფუნქციების მიხედვით (dbc.wroc.pl). კრიპტოვალუტა, ...

Read More »

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე გაძვირდა

თბილისი (BPI) – საქართველოს სუვერენული ობლიგაცები გასულ კვირას, ლონდონის ბირჟაზე, 3.1% სარგებლით ივაჭრებოდა (L/Y – 4.3%). სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები (GEORG) გაძვირდა. კვირის ვაჭრობები $112,1 -ით დაიხურა (L/Y -$111.1). მომატებულია სხვა ქვეყნის ბონდების ფასიც. აზერბაიჯანის სუვერენული ობლიგაციები – $103.2-ად 4.2% სარგებლით ივაჭრებოდა (L/Y -$99); ხორვატიის – $112.9 (სარგებელი -1%); ბულგარეთის – $118.5 (სარგებელი -0.1%); რუსეთის -$106.9 (სარგებელი -2.5%); თურქეთის – $106.5 (3.6%).

Read More »

IMF: აქციზის გავლენა მიილევა და ინფლაცია შემცირდება

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმედოვნებს, რომ საქართველოში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. როგორც სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი განმარტავს, რომ არსებული მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია და მიმართულია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისაკენ. “მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ 2017 წელს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ველოდებით, რომ ინფლაცია სწრაფად შემცირდება, როგორც კი აქციზის გავლენა ინფლაციაზე მიილევა. მოქნილი გაცვლითი კურსი კვლავ განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის დაცვას საგარეო შოკებისგან”, – ამბობს ვერა-მარტიონი. ამავდროულად ...

Read More »

სსფ: დაგეგმილი რეფორმების განხორციელებით საქართველოში ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას ველით

თბილისი (BPI) – საქართველოში მყოფი სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის დაწყებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო. მისი თქმით, ივნისის ბოლოსთვის სსფ-ს პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია და უმეტეს შემთხვევებში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. “ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების მაღალმა ზრდამ შეუწყო ხელი. 2017 წლის ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე გავზარდეთ, უწინ ნავარაუდევი 3.5%-ის მაგივრად. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობდა ექსპორტი, ...

Read More »

მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა სექტემბერშიც გაიზარდა

თბილისი (BPI) – მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მოცულობა სექტემბერშიც გაიზარდა, 60 მლნ-ით, წინა, აგვისტოს თვეში, მკვეთრი ზრდა იყო +70 მლნ-ით. სებ-ის სტატისტიკით (ცენტრალური ბანკის მიმოხილვა https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304) სარეზერვო ფული, რომელიც ნაღდ ფულსაც მოიცავს, 1 ოქტომბრისთვის, 6.7 მლრდ-ს შეადგენს. წლიური ზრდააა 20%(Y.Y). ფულის მასის მატებას, ანალიტიკოსები, ბაზარზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ, რაც სეზონური ფაქტორით არის განპირობებული, ტურისტული ნაკადის ზრდით. სარეზერვო ფული მიმოქცევაში ეროვნულ ვალუტას ...

Read More »

საქართველო სსფ-ის მეორე ტრანშის, $42.3 მლნ-ის მიღებას წლის ბოლომდე შეძლებს

თბილისი (BPI)  – საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველომ მოსალოდნელზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას გონივრული პოლიტიკითა და სავაჭრო პარტნიორების სწრაფი ზრდის შედეგად მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა, რის შემდეგაც ფონდმა დადებითად შეაფასა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვა. სსფ-ს მისიის დონეზე, საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ნოემბერში ...

Read More »

სსფ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 3,5%-დან 4,3%-მდე ზრდის

თბილისი (BPI) – სსფ წლევანდელ ეკონომიკურ პროგნოზს 3,5%-დან 4,3%-მდე ზრდის, – ამის შესახებ მთავრობის, ეროვნული ბანკისა და სსფ-ს ერთობლივ შეხვედრაზე სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. მისი ტქმით, გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის პარამეტრი მომავალი წლისთვისაც და ფონდის პროგნოზით ზრდა, 2018 წელს 4%-ის ნაცვლად 4,2%-ს მიაღწევს. ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტურია. დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურ პროგნოზზე ...

Read More »