ეკონომიკა

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა

  სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რომელიც 8 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროექტისადმი ინტერესს და არსებულ ბენეფიციარებსაც განვითარების  მეტ შესაძლებლობებს მისცემს. „პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი ხდება კრედიტისა და ლიზინგის კომპონენტის ერთდროულად სარგებლობა, ...

Read More »

2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ კანონპროექტს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი დღეს წარადგენს

თბილისი (BPI) – 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს, დღეს პლენარულ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გუშინ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს ბიუჯეტის პროექტის ის ცვლილებები გააცნო, რომლებიც დოკუმენტის საკომიტეტო მოსმენების დროს გამოითქვა და გათვალისიწნებულია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პირველად პროექტთან შედარებით საბიუჯეტო დეფიციტი 1.6%-დან 1.4%-მდე მცირდება, ხოლო შემოსულობების ნაწილში ...

Read More »

წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 6,4%-ს მიაღწია

თბილისი (BPI) – საქართველოში წლიური ინფლაციის დონე ოქტომბერში 6,4%-ით განისაზღვრა. “საქსტატის” მონაცემებით, ოქტომბერში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,8% შეადგინა. საშუალო ინფლაციის დონე 5,1%-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ წელს ყველაზე მაღალი ინფლაციის დონე ქვეყანაში ივნისში იყო და ის 7,1%-ს აღწევდა, ყველაზე დაბალი კი იანვარში დაფიქსირდა და 1,8%-ს არ აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულ ბანკს მიზნობრივი ინფლაციის დონე 4%-ზე აქვს ...

Read More »

მთავრობამ ლარის გაუფასურების მიზეზები ახსნა და პოზიტიური პროგნოზი გააკეთა

თბილისი (BPI) – მთავრობამ ლარის გაუფასურების მიზეზები ახსნა და პოზიტიური პროგნოზი გააკეთა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ბოლო წლების რეალობაზე განაცხადა, მე-4 კვარტალში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვის პრაქტიკაზე. რაც შესაბამისი მოლოდინებით აიხსნება. მან მოლოდინების მართვის საჭიროებაზეც აღნიშნა. რიგითი მოქლაქეების და ბიზნესის ქცევის  ახალი ტრადიცია  2014 წლიდან იღებს სათავეს, როცა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ვალუტების ...

Read More »

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი IV კვარტალში ეკონომიკის 4,1%-იან ზრდას ელის

თბილისი (BPI) – პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 2017 წლის IV კვარტალში ეკონომიკის 4,1%-იან ზრდას ელის. ეს მაჩვენებელი 1,4%-ული პუნქტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ოფისის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლის III კვარტლისთვის 4,3%-ს შეადგენდა. “საქსტატის” მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 4,4%-ს მიაღწია.

Read More »

Bloomberg-ის სისტემაში ლარი/დოლარი 2.6050 ნიშნულზეა

თბილისი (BPI) – დღეს დილიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარის კურსი მერყევია. დილას ვაჭრობა $1/2.610 ლარიდან დაიწყო. ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე საათში $1/2.6025-მდე იყო, შემდეგ ლარმა ისევ დაღმასვლა განიცადა და ნიშნული $1/2.6088 ლარამდე დაეცა. ამ დროისთვის $1/2.6050.  

Read More »

ბაზარზე ლარი/დოლარის ბრუნვა სექტემბერში შემცირდა

თბილისი (BPI) – ბაზარზე ₾/$ ბრუნვა შემცირებულია. სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახმად, $71.9 მლნ-ია სექტემბერში და აგვისტოში $78.5 მლნ (-8%m.m). შემცირებულია ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა (-7%m.m), თუმცა წლიურ ჭრილში ზრდაა 22% (Y.Y). საანგარიშო თვეში (09/2017) უმნიშვნელოდ გაზრდილია სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 64% ქვეყანაში მოქმედი 3 მ/ო და 16 ბანკიდან, 5 ყველაზე აქტიურ საფინანსო ინსტიტუტზე მოდის. ...

Read More »

Bloomberg-ის სისტემაში ლარი უფასურდება

თბილისი (BPI) – დღეს დილიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი ისევ უფასურდება. დილიდან ვაჭრობა $1/2.5610 ლარიდან დაიწყო. ამ დროისთვის კი ნიშნული უკვე $1/2.58 ლარამდე აღწევს. რამდენიმე საათში 0,019 პუნქტიანი გაუფასურება ფიქსირდება. Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, ბოლო 1 თვის განმავლობაში ეს ლარის ყველაზე მაღალი გაუფასურებაა.

Read More »

დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ სექტემბერში 5,9 მლრდ-ს მიაღწია

თბილისი (BPI) – საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა სექტემბერში გაიზარდა, მცირედით გაზრდილია ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც. „საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 5,887 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 17,7%-ით მეტია, ვიდრე 2016 წლის სექტემბერში. ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4 067 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 0,4%–ით არის გაზრდილი 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

Read More »

საქართველოს ეკონომიკა სექტემბერში 5%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეკონომიკა იზრდება. “საქსტატის” მონაცემებით, ქვეყანაში სექტემბერში მშპ-ის ზრდის ტემპმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ს მიაღწია. 2017 წლის III კვარტალში ეკონომიკა 4,4%-ით, 2017 წლის 9 თვეში კი 4,7%-ით გაიზარდა. 2017 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა. დამატებული ღირებულების კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის დარგში.

Read More »