ეკონომიკა

საარსებო მინიმუმი ერთ წელში თითქმის 14 ლარით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საარსებო მინიმუმმა საქართველოში ოქტომბერში 174 ლარს მიაღწია. ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი 13,9 ლარით არის გაზრდილი, 2016 წლის ოქტომბერში მაჩვენებელი 160,1 ლარს შეადგენდა. “საქსტატის” ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 154,1 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 291,9 ლარი. ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 154,1 ლარით განისაზღრა, ექვსსულიანის და მეტის კი 409,9 ლარით.

Read More »

ეკონომიკა საქართველოში 2016 წელს 2.8%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – ეკონომიკა საქართველოში 2016 წელს 2.8%-ით გაიზარდა, – დაზუსტებულ მონაცემებს “საქსტატი” ავრცელებს. უწყების მონაცემებით, 2016 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 34 028,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 7,2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4,2%-ით განისაზღვრა.

Read More »

საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება – ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 8,566 მლრდ დოლარი შეადგინა, ეს 12.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. “საქსტატის” მონაცემებით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2,203 მლრდ დოლარია, რაც 29.4%-ით მეტია, ვიდრე 2016 წლს იანვარ-ოქტომბერში. იმპორტი 6,363 მლრდ დოლარია, ზრდა 7.8%-იანი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,16 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.6% შეადგინა.

Read More »

ევროკომისიის ანგარიშით, საქართველო DCFTA-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს

თბილისი (BPI) – ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის შესაბამისად, საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პროგრესი იქნა მიღწეული სხვადასხვა მიმართულებით. ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია ვაჭრობის სფეროში მიღწეულ შედეგებზე, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო დაახლოება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვში. ანგარიშში ნათქვამია, რომ გატარდა ღონისძიებები ხარისხის ეროვნული ...

Read More »

პრემიერი ინვესტორებს: საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში საგადასახადო ტვირთის სიმსუბუქით

თბილისი (BPI) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი „საქართველოს ბანკის” ინვესტორებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა. განაცხადა, რომ საქართველო არის სტაბილური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა. “მოქმედებს ღია ბაზარი, სადაც დაცულია ექსპორტიორების უფლებები; ქვეყანაში არის ლიბერალური ეკონომიკა, ხოლო ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამ ნარატივს ზურგს უმაგრებს სტაბილური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ინსტიტუციური სიმტკიცე და მთავრობის უნარი და ამბიცია, განახორციელოს ერთ-ერთი ყველაზე ...

Read More »

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლარის გაუფასურების ფუნდამენტურ საფუძველს ვერ ხედავს

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის მოადგილე მომავალში ლარის გაუფასურების ფუნდამენტურ საფუძველს ვერ ხედავს. “შესაბამისად, ლარი არ უნდა გაუფასურდეს.” გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვალუტის შემოდინება დამოკიდებულია ექსპორტზე, ფულად გზავნილებზე, ტურიზმზე, რაც გვაქვს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წინა წელთან შედარებით. “არც საგარეო ფაქტორები და არც ფუნდამენტური ეკონომიური ფაქტორები არ იწვევს ლარის კურსზე გავლენას. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის გათანაბრებული და შესაბამისად, გავლენა არ ...

Read More »

ბიზნესმენ-პოლიტიკოსები ლარის კურსის პერსპექტივებზე

თბილისი (BPI) –  “ლარი თავის ადგილზე ბრუნდება და ვინმეს მიერ საპროგნოზო ციფრის თქმა ძალიან უპასუხისმგებლო იქნება“, –  თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე  გიორგი შაგიძე წონასწორობის წერტილში ლარის ბუნებრივ დაბრუნებაზე აცხადებს. ბანკირის შეფასებით, ლარი ემოციური ფაქტორით ზედმეტად გაუფასურებულია. ბიზნესასოციაციაში საპენსიო რეფორმის განსახილველად შეკრებილებს შორის არასაბანკო ბიზნესის წარმომადგენლებიდან სოსო ფხაკაძე იყო გამორჩეული, ვინც კურსზე კომენტარი გააკეთა, ისიც მხოლოდ ლარის კეთილისმსურველის სტატუსით. თქვა, რომ ...

Read More »

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

თბილისი (BPI) – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2017 და 2018 წლებში საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0.6, ხოლო 2018 წლისთვის 0.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. EBRD პროგნოზის გაუმჯობესებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას უკავშირებს, რაც ექსპორტისა და ტურიზმის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა, ხოლო ამავე პერიოდში ...

Read More »

ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ გრანტის მიღებისთვის საკანონმდებლო ბაზა წესრიგდება

ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ გრანტის მიღების შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას ისახავს მიზნად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით განიხილა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა. ცვლილებები კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარადგინა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნინო ჩხეტიამ. მისი განმარტებით, კანონპროექტის ...

Read More »

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა

  სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რომელიც 8 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს პროექტისადმი ინტერესს და არსებულ ბენეფიციარებსაც განვითარების  მეტ შესაძლებლობებს მისცემს. „პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი ხდება კრედიტისა და ლიზინგის კომპონენტის ერთდროულად სარგებლობა, ...

Read More »