ეკონომიკა

კომერციულმა ბანკებმა იანვარ-მარტში ვალუტის კონვერტაციებით 3 მლნ ლარი იზარალეს

თბილისი (BPI) – ლარის კურსის  გაუფასურების გამო  საკონვერსიო ოპერაციებით (სავალუტო კონვერტაციები) მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 110% შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი. 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით,  კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი  14,714 მლრდ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37%–ით მეტია. ზრდა უმეტესწილად  უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების  ხარჯზე ხდება.  პორტფელი 4 მლრდ-ით არის გაზრდილი, აქედან 74% ...

Read More »

სებ-ი: ეროვნული ბანკის დისკრედიტაცია ნეგატიურად აისახება ინვესტორთა ნდობაზე და ქვეყნის რეპუტაციაზე

თბილისი (BPI) – უკვე ძალიან აშკარა და ყველასათვის გასაგები გახდა, რომ ეროვნული ბანკის დისკრედიტაციის კამპანიამ მიზანმიმართული სახე მიიღო. დღეს, როდესაც აღარავინ დავობს ეკონომიკაში შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზებზე, თავდასხმები ისევ ეროვნული ბანკის მისამართით ისმის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს უპირველესად, კიდევ უფრო მეტად აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას, ნეგატიურად აისახება ინვესტორთა ნდობაზე და ქვეყნის რეპუტაციაზე, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახურის უფროსმა კახა ბარაბაძემ ...

Read More »

საყოველთაო აღწერამ ეკონომიკა ამოაყირავა

თბილისი (BPI) – აღწერის შედეგებმა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებელი თავდაყირა დააყენა. მოსახლეობის შემცირების ფონზე ქვეყანას სტატისტიკურად უფრო მეტი უმუშევარი ეყოლება, სამაგიეროდ, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი დაახლოებით 736 დოლარით გაიზრდება. მნიშვნელოვნად შეიცვლება საერთაშორისო სარეიტინგო მაჩვენებლები. ირკვევა, რომ ყველა ფუნდამენტური კვლევა, რომლებსაც ეკონომისტები აკეთებდნენ, არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს ეფუძნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ”ქართული ოცნების” კიდევ ერთი დაპირება ისე ”შესრულდა”, რომ მთავრობას ...

Read More »

როგორ ვუშველოთ ლარს

თბილისი (BPI) – ლარის მცურავმა გაცვლითმა კურსმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ “გაცურა”. უფრო სწორად, ჩაყვინთა და კვირის ბოლოს ლარი-დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,3303 ლარის ნიშნულზე შეყოვნდა. ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარი კიდევ უფრო ძვირად – 2,35 ლარადაც კი იყიდებოდა. ასეთი მაღალი კურსი საქართველოში 1999 წლის თებერვლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ 1 დოლარის ოფიციალური ფასი 2,4510 ლარი იყო. ეკონომისტები არ გამორიცხავენ, ...

Read More »

აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2,5% შეადგინა

თბილისი (BPI) – საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 2015  წლის  აპრილში 2,5% შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, თვიური ინფლაციის დონე 2015 წლის აპრილში მარტთან შედარებით 0,3%–ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ინფლაციის მაჩვენებელმა 2,6% შეადგინა. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 2,6% შეადგინა, თებერვალში – 1,3%, იანვარში – 1,4%. „საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა  და  უალკოჰოლო  სასმელების  ჯგუფში  ფასები  ...

Read More »

აჭარის 4 თვის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 20 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა

თბილისი (BPI) – აჭარის 2015 წლის ოთხი თვის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 20 %-იანი გადაჭარბებით, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 21 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის იანვარ-აპრილის ნაერთი ბიუჯეტი გეგმა 57,226 მლნ ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 68,532 მლნ ლარი შეადგინა. რაც შეეხება რესპუბლიკური ბიუჯეტის ოთხი თვის გეგმას ის 45,799 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა შესრულებამ 55 მლნ ...

Read More »

მოსახლეობა სოციალური დეფოლტის ზღვარზეა

თბილისი (BPI) – საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება.  ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს უკვე ვეღარ უმკლავდება. 2015 წლის პირველ 3 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 74 მლნ ლარით, ანუ 29,4%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტებისა კი – 44,4%-ით. `მართალია, სოციალურ დეფოლტამდე ჯერ კიდევ გვიკლია, თუმცა, სამწუხაროდ, ვექტორი სწორედ აქეთკენაა მიმართული. თუ ხელისუფლებას რამეზე ...

Read More »

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

თბილისი (BPI) – ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. სებ-ის 1-ელი მაისის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/2.3303 ლარია, 1 ევრო/ 2.6248 ლარი. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0024 პუნქტით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი 0.0159 პუნქტით გაუფასურდა. 28 აპრილის მდგომარეობით 1 დოლარი/ 2.3327 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.6089 ლარი ღირდა.

Read More »

ევრო უკვე ბოლო 2 თვის მაქსიმუმზეა

თბილისი (BPI) – ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გადაწყვეტილების გარეშე ჩავლილმა მორიგმა სხდომამ დოლარზე ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებული წნეხი კიდევ უფრო გააძლიერა და მისი დასუსტება გამოიწვია.განსაკუთრებით, გაიმყარა პოზიციები ევრომ, რომელმაც 1.11 ნიშნულზე გასვლით ბოლო 2 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. საინტერესოა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის რბილი მონეტარული პოლიტიკის მასშტაბური პროგრამის ძალაში შესვლის შემდეგ ევრომ დოლართან მიმართებაში პირველად გადააჭარბა 1.10 ნიშნულს. რაც შეეხება ფედერალური ...

Read More »

ირმა ქავთარაძე: Fitch-ის მიერ საქართველოს პერსპექტივის შეცვლა ინვესტორების შეფასებაზე არ იმოქმედებს 

თბილისი (BPI) – სარეიტინგო სააგენტო Fitch Raitings-ის მიერ საქართველოს პერსპექტივის „პოზიტიურიდან“ „სტაბილურით“ შეცვლა არ იმოქმედებს საერთაშორისო ინვესტორების შეფასებაზე, რადგან საქართველოში კარგი ბიზნესგარემოა, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უცვლელი დარჩა ქვეყნის რეიტინგი და ის „BB-“ – ის დონეზეა. ამ მაჩვენებლით საქართველოს, რეგიონის ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოზიცია აქვს. როგორც ეკონომიკის მინისტრის ...

Read More »