ეკონომიკა

ევრო ლართან გაუფასურდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. სებ-ის ცნობით, 17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.3885 ლარი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7936 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.7950 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6776 ლარს შეადგენს, გაუფასურდა ფუნტი და 3.0716 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული ...

Read More »

ქართულ ეკონომიკაში 2016 წელს $1,565 მლრდ-ის უცხოური კაპიტალი ჩაიდო

თბილისი (BPI) – უცხოელმა ინვესტორებმა ქართულ ეკონომიკაში 2016 წელს 1,565 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩადეს. ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,1%-ით მეტია, ვიდრე 2015 წელს. “საქსტატის” მონაცემებით, მთელი წლის განმავლობაში შარშან 287 მლნ დოლარია ინვესტირებული და რეინვესტიციის მოცულობა მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 18,3%-ია. სააქციო კაპიტალში 1,831 მლრდ დოლარია ჩადებული, სავალო ვალდებულებების გასტუმრებაზე 553 მლნ დოლარია გაღებული. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, ...

Read More »

10-თვიანი ზრდის შემდეგ, ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა

თბილისი (BPI) – 10-თვიანი მუდმივი ზრდის შემდეგ საარსებო მინიმუმმა კლება დაიწყო. ივნისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, ივლისში საარსებო მინიმუმმა 167,2 ლარი შეადგინა საქსტატის მონაცემებით, საარსებო მინიმუმი ივნისთან შედარებით მხოლოდ 7,1 ლარით შემცირდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი 10,6 ლარით არის გაზრდილი. “საქსტატის” ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 148,1 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 280,4 ლარი. ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 148,1 ...

Read More »

+491 მლნ დოლარი – ქვეყნის საგარეო ვალდებულებები იზრდება

თბილისი (BPI) – ქვეყნის საგარეო ვალდებულებების მოცულობა მზარდი ტრენდით ხასიათდება. ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 491 მლნ დოლარით არის გაზრდილი და  2017 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 4,9 მლრდ დოლარია. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში 45 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 2017 წლის 30 ივნისისთვის საგარეო ვალის მოცულობა 4,855 მლრდ დოლარს შეადგენდა, 2016 წლის ...

Read More »

ექსპორტის ზრდის ტრენდი ივლისშიც შენარჩუნდა

თბილისი (BPI) – ექსპორტის ზრდის ტრენდი ივლისშიც შენარჩუნდა. “საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 1,446 მლრდ დოლარია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 28.9%-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში იმპორტმა 4,228 მლრდ დოლარი შეადგინა, მაჩვენებელი ერთ წელში 8,5%-ით გაიზარდა. 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5,674 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13%-ით მეტია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივლისში ...

Read More »

შიდა ვალი, რომელიც საგარეოზე ძირი გვიჯდება

თბილისი (BPI) – წელიწადში ბიუჯეტმა ბანკებს სესხების მომსახურებისთვის 0,5 მლრდ ლარი გადაუხადა საქართველოს სახელმწიფო ვალის ოდენობა 2017 წლის მაისის მდგომარეობით 13,8 მილიარდ ლარს შეადგენს. მათ შორის, საგარეო ვალზე 11,2, ხოლო საშინაოზე 2,5 მილიარდი ლარი მოდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მთლიანი სახელმწიფო ვალის ოდენობა, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ სტანდარტებში ჯდება, თუმცა საყურადღებოა საშინაო ვალის სწრაფი ზრდა. 2016 წლის მონაცემებით სახელმწიფო ვალი ...

Read More »

ძველ ბათუმში სანაგვე ურნების დაკარგვისა და დაზიანების 150-მდე ფაქტი დაფიქსირდა

თბილისი (BPI) – ბათუმში დაზიანებული ურნების გამოცვლა დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ივლისში, ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში სანაგვე ურნების დაკარგვისა და დაზიანების უამრავი ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით შპს ,,სანდასუფთავების“ სამსახურის მიერ შესყიდულ იქნა 150 ერთეული დეკორატიული ურნის შიგთავსი, რომელთა განთავსება დასუფთავების სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა დღეს დილიდან დაიწყეს. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა და გაუფრთხილდნენ ...

Read More »

პირველ კვარტლში უცხოური ტურიზმიდან 23,3%-ით მეტი შემოსავალი შემოვიდა

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (ზრდა +23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +0.8%-ია. 2017წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა951,335 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით  +33.5%-იანი ...

Read More »

იანვარი – ივლისის მონაცემებით საქართველოს 3,978,657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წლის იანვარი – ივლისის თვის მონაცემებით საქართველოს 3,978,657 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 572,195-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა+16.8%)-ია. იანვარი – ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1,829,331შეადგინა, რაც 423,816-ით მეტია 2016 წლის იანვარი – ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +30.2%). 2017 წლის იანვარ – ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან ...

Read More »

euronews-ი ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის

euronews-ი  გადაცემა “CULT”- ში ბათუმის ჯაზ ფესტივალს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. euronews-ის ეთერში ჯაზ ფესტივალის შესახებ გასული მასალა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და euronews-ს შორის გაფორმებული კონტრაქტის ნაწილია. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, euronews-ი ასევე მოამზადებს მეორე გადაცემას – ,,METROPOLITANS”, რომელშიც იქნება რეპორტაჟი ბათუმზე და ზოგადად საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე. „ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯისთვის და ზოგადად ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, უმნიშვნელვანესია ისეთი პოპულარული სატელევიზიო პლათფორმების ...

Read More »