ბიზნესი

წამლების გაძვირება გარდაუვალია

მომავალი კვირიდან, შესაძლოა, მედიკამენტები ისევ გაძვირდეს. ფასის ზრდა იმაზე იქნება დამოკიდებული, ეროვნული ვალუტის კურსი იმავე ნიშნულზე დარჩება თუ უფრო მეტად გაუფასურდება. ფარმაცევტულ კომპანიებში ამბობენ, რომ მატება იქნება, მაგრამ არა – საგანგაშო. იანვრიდან დღემდე კი წამლების გარკვეული ნაწილი 12-15%-ით უკვე გაძვირდა. ლარის დევალვაცია არა მარტო პირველადი მოხმარების საგნების ფასზე, არამედ მედიკამენტებზეც აისახა და თანაც მყისიერად. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის ...

Read More »

ბათუმში 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებელი კომპანიები K2-ის გადასახადისგან თავისუფლდებიან

თბილისი (BPI) – ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ბიზნესმენები ვინც 30 მილიონის ინვესტრიციას განახორციელებენ და 100 ნომრიან სასტუმროს ააშენებენ K2-ის გადასახადისაგან განთავისუფლდებიან. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობას შეუწყობს ხელს. “ბათუმში მაღალი კლასის სასტუმროები და მრავალფუნქციური შენობები უნდა აშენდეს, შესაბამისად ეს არის ციფრი, რომელიც ამ ცენტრალურ ნაწილში საშუალო ან საშუალოზე ...

Read More »

ოფშორული ზონები – სამოთხე ”რუხი კაპიტალისთვის”

თბილისი (BPI) – ”ოფშორი” ინგლისური სიტყვაა და ”სანაპიროდან დაშორებულს”, ”იზოლირებულს” ნიშნავს. ჩვენს სინამდვილეში კი, ეს სიტყვა ერთგვარი იდუმალებით არის მოცული. ეს შეხედულება წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, რადგან არაერთი ოფშორული კომპანია მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და მათ უკან ქართველი მაღალჩინოსნები, ან მათი ახლობლები იდგნენ. ასეთ ფაქტებს ადგილი ახლაც აქვს, ამიტომ საქართველოში ოფშორულ კომპანიებს დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ, მათზე ინფორმაციის მოპოვება კი პრაქტიკულად შეუძლებელია, ...

Read More »

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ტექსტილის ბიზნესს გააკოტრებს

თბილისი (BPI) – “საგადასახადო კოდექსში” 2014 წლის 12 დეკემბერს შესული ცვლილებები ტექსტილის ბიზნესს, როგორც ჩანს ძვირი დაუჯდება. კანონი სამკერვალო ინდუსტრიას აღნიშნული პერიოდიდან დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუმცა გასულ წლებში შესრულებულ ოპერაციებს უბეგრავს. დგას თუ არა  სამკერვალო ბიზნესი დახურვის საფრთხის ქვეშ და როგორ ხდება ანტიბიზნესურ გადაწყვეტილებას ტექსტილის ინდუსტრია. 2014 წლის 12 დეკემბერს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით საქონლის გადამუშავების დროს გაწეული მომსახურება ...

Read More »

საქართველოს ბანკს საკრედიტო პორტფელი I კვარტალში 2,4%-ით გაეზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა  საკრედიტო პორტფელი I კვარტალში 2,4%-ით  გაზარდა (2014/Q1 კლება  0,8%). საბაზრო წილი 32,5 %-ია (2014/Q1 – 32%). I კვარტალის ბოლოს პორტფელი 4,75 მლრდ ლარით განისაზღვრება (2014 წ – 4,214 მლრდ, 2013 წ -3,438 მლრდ, 2012 წ – 3,09 მლრდ). რეზერვები (253 მლნ) პორტფელის 5,3%-ს არ აღემატება. ბანკის დეპოზიტები, 1 აპრილის მდგომარეობით, 3,711 მლრდ ლარია, საბაზრო წილი ...

Read More »

ჯიღაურას ბაზაზე ვაზის თანამედროვე ტექნოლოგიებით მყნობის პროცესი მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ვაზის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მყნობა მიმდინარეობს. როგორც ცენტრში ამბობენ, უვირუსო სადედეებზე ხდება სასურველი ვაზის ჯიშის კვირტის მყნობა და დაპარაფინირება, შემდეგ დამყნობილი ვაზი ტენიანობისთვის სველ ნახერხთან ერთად თავსდება ყუთში. ყუთები 2 კვირის განმავლობაში ინახება მაცივარში, სადაც ტემპერატურა 27 გრადუსია, ტენიანობა კი 75%. კალუსის შექმნის შემდეგ, ხელმეორედ დაპარაფინდება და გადაირგვება გრუნტში. ერთი წლის ...

Read More »

გალტ&თაგარტი Global Finance-მა „საუკეთესო საინვესტიციო ბანკად“ აღიარა

თბილისი (BPI) – “გალტ &თაგარტმა” Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს“ მიღებაზე განაცხადა. ჟურნალმა GlobalFinance მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით მე-16-ედ გამოავლინა. გამოცემის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენ კრიტერიუმებად გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, ინოვაცია,რეპუტაცია და სხვა. „მხოლოდ მიმდინარე წელს, “გალტ&თაგარტმა” შეასრულა განმთავსებლის როლი EBRD-სა და IFC-ის ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებაში, ...

Read More »

„ვენდი“ ქათმის მენიუზე საგაზაფხულო აქციას იწყებს

თბილისი (BPI) – ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდი“ ქათმის მენიუზე ერთთვიანი საგაზაფხულო აქცია დაიწყო და მომხმარებელს ქათმის ხორცისგან მომზადებულ ბურგერებს, ვრეპებს, სალათებსა და ნაგეტსებს ნახევარ ფასად სთავაზობს. „ვენდი“ მუდმივად ცდილობს ერთგული მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებითა და სიახლეებით გაანებივროს. ქათმის ფესტივალი „ვენდის“ ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს „ვენდის“ საფირმო ქათმის პროდუქტები ნახევარ ფასად დააგემოვნოს და კომბო მენიუს შეძენის შემთხვევაში სათამაშო ზონის ჟეტონებიც მიიღოს“, – ...

Read More »

სიგარეტი კიდევ ერთხელ გაძვირდება – სამინისტრომ ადვალორული გადასახადის მოკრების წესი დაადგინა

თბილისი (BPI) – თამბაქო მიმდინარე წელს ერთხელ უკვე გაძვირდა, რისი მიზეზიც აქციზზე ფასის ზრდა გახდა. თუმცა, 2015 წელს სიგარეტის ფასები კიდევ ერთხელ დაკორექტირდება. ფასები ამჯერადაც მოიმატებს, რადგანაც კომპანიებს კიდევ ერთი – ადვალორული გადასახადი – ემატებათ, რაც კოლოფი სიგარეტის ღირებულების 5%-ით დაბეგვრას გულისხმობს. ცვლილება ძალაში 1 ივლისიდან უნდა შევიდეს. მიუხედავად კანონში შეტანილი ცვლილებისა, აქამდე არ არსებობდა ზუსტი განმარტებები, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აქციზის ...

Read More »

ახალი kia Sorento-ს ტესტ-დრაივი დარიალის ხეობაში გაიმართა

თბილისი (BPI) – იმისათვის, რომ ”კიას” ახალი მოდელით დაინტერესდე, ავტომობილის ტექნიკური მონაცემებისა და კომპლექტაციის შეთვალიერებაც საკმარისია. კორეელები, უკვე დიდი ხანია, ევროპელ კონკურენტებს მიმზიდველი კომპლექტაციითა და საუკეთესო საგარანტიო პირობებით უწევენ კონკურენციას. „კია“ სისტემატიურად აოცებს თავის მომხმარებელს დახვეწილი დიზაინითა და  მომხიბვლელობით. პროგრესი არ წყდება, რისი დასტურიც ახალი ”სორენტოა”, რომელის პრეზენტაციაც „კია მოტორს ჯორჯიამ“ დეკემბერში გამართა, უფრო ადრე  ვიდრე ევროპაში… „კიას” თბილისის ცენტრმა ახალი ...

Read More »