ბიზნესი

RMG-ი თანამშრომლებს “სპექტრთან” თანამშრომლობით გადაამზადებს

თბილისი (BPI) – RMG-სა და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს კომპანიის თანამშრომლების გადამზადება. მემორანდუმის თანახმად, RMG-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით, კოლეჯი „სპექტრი“ და მისი აკადემიური პერსონალი კომპანიას მოკლე და გრძელვადიან სასწავლო პროგრამებს შესთავაზებს. პერიოდულად, სხვადასხვა პროფესიის თანამშრომლებს ტრენინგები საჭიროებიდან გამომდინარე ჩაუტარდებათ. მიმდინარე წლის განმავლობაში 47 ელექტრიკოსი გადამზადდა. გადამზადებულ თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

Read More »

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ტენდერების გამოცხადებას იწყებს

თბილისი (BPI) – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დღეიდან ტენდერების გამოცხადებას იწყებს. კონსორციუმი შესყიდვებს მაქსიმალურად კონკურენტუნარიან გარემოში განახორციელებს და ის ელექტრონული ტენდერების საშუალებით მოხდება. კომპანიის ცნობით, ტენდერებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განთავსდება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვებ გვერდზე http://www.anakliadevelopment.com/procurement. ელექტრონული შესყიდვებისთვის კი გამოიყენება Etenders.ge-ს შესყიდვების ელექტრონული სისტემის B2B პლატფორმა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ შესყიდვებით დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციას აძლევს დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნულ პლატფორმაზე და გამოიწერონ სისტემური შეტყობინებები, ...

Read More »

ლეგენდარული ბრენდი ThinkPad 25 წლისაა

კომპანია Lenovo, მსოფლიო ლიდერი სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ლეგენდარული ThinkPad-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ThinkPad უკვე 25 წელია აოცებს მსოფლიოს თავისი ინოვაციურობით. ბრენდის ისტორია 1992 წლიდან დაიწყო. მოკრძალებული დიზაინით, ძლიერი ტექნიკური პარამეტრებით და მობილურობით გამორჩეული ნოუთბუქი სულ მალე საქმიანი ადამიანების ნოუთბუქის სიმბოლოდ იქცა. 1993 წელს ThinkPad NASA-ს მიერ სერთიფიცირებული პირველი ნოუთბუქი  გახდა, რომელიც მუშაობს კოსმოსში. წლების მანძილზე ...

Read More »

საქართველოს ფოსტა კორესპონდენციის ჩაბარების რეიტინგში PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულშია

თბილისი (BPI) – საერთაშორისო საფოსტო კავშირ Prime–ის (140 წევრი ქვეყანა) მიერ გამოქვეყნებულ, საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში მოხვდა. ათეულში საქართველოს გვერდით წარმოდგენილი არიან: შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია. „აღნიშნული რეიტინგი ადასტურებს საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თითოეული თანამშრომლის მხრიდან დაუღალავ შრომას. ეს გახლავთ როგორც საქართველოს ...

Read More »

თანხების გამოთავისუფლება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოხდება – გიორგი კაკაურიძე

„ძირითადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დეპარტამენტები დარჩება იგივე,  რადგან სამინისტროებს ფუნქციები არ ეცვლება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სამინისტროებში დაგეგმილი რეორგანიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. კაკაურიძის განმარტებით, თანხების გამოთავისუფლება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე მოხდება. „ცვლილებებით გამოწვეული ოპტიმიზაციის  შესახებ ზუსტად მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ახალი ხელმძღვნელები მივლენ შესაბამის, გაერთიანებულ სტრუქტურებში და გადაწყვეტენ, როგორი სტრუქტურით უნდა იმუშაოს ახალმა უწყებებმა. მანამდე, რა თქმა უნდა,  შეუძლებელია დასახელება, ...

Read More »

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა კიდევ ერთი პოლიკლინიკა იყიდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG)  კიდევ ერთი კლინიკის შეძენაზე განაცხადა. ჯგუფის ცნობით,  პოლიკლინიკა, რომელსაც 20 000 რეგისტრირებული პაციენტი ჰყავს, ორთაჭალაში მდებარეობს. ის არის ახალი კლასტერის საწყისი. პოლიკლინიკა ყველა ასაკის პაციენტს ამბულატორიული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. GHG-ში გარიგების სხვა დეტალებზე არ საუბრობენ, აღნიშნავენ, რომ ახალი შენაძენი მათი სტრატეგიის ნაწილია, გააფართოვონ ჯანდაცვის სექტორში მომსახურება პოლიკლინიკების ქსელის დახმარებით. ამჟამად ჯგუფის მფლობელობაში 12 ...

Read More »

ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება

თბილისი (BPI) – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება. როგორც ყოფილი მინისტრი გავრცელებულ განცხადებაში წერს, ის განახორციელებს ბევრ საინტერესო პროექტს ქართული სპორტის სასიკეთოდ. „დარწმუნებული ვარ, რომ ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ჩვენი მთავრობის პირობებში ქართულ სპორტში მიმდინარეობდა, აუცილებლად გაგრძელდება. მე, რა თქმა უნდა, ვრჩები ქართული სპორტის და ქვეყნის სამსახურში – სპორტს ვემსახურებოდი ბიზნესიდან, ახლა მინისტრის რანგში და ...

Read More »

საქართველო დაფნის ფოთლის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში

თბილისი (BPI) – საქართველო დაფნის ფოთლის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში წარმოებული დაფნის ფოთოლი თითქმის მთლიანად გადის ექსპორტზე და დიდი პოპულარობით სარგებლობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. საქართველოში დაფნის ფოთლის 49 ექსპორტიორია, მათ შორისაა შპს „ქართული დაფნა“, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ვანის რაიონის სოფელ ბზვანში მდებარე სახელმწიფო ქონება გადაეცა. საწარმო “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ „ქართული ...

Read More »

ბიტუმის იმპორტი საქართველოში ოქტომბერში გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით გაიზარდა. ნავთობპოდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ოქტომბერში 13 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი შემოვიდა საქართველოში, რაც 3 ათასი ტონით ჩამორჩება სექტემბრის მაჩვენებელს. იანვარ-ოქტომბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა თითქმის 91 ათას ტონას გადააჭარბა. ქვეყანაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის უმეტესი წილი, ირანიდან შემოდის.

Read More »

Pegasus Airlines-მა საკუთარ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია საქართველოდან გამოყო

თბილისი (BPI) – თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა საკუთარ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია საქართველოდან გამოყო. ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც მითითებულია ის მიმართულებები, რომელზედაც Pegasus Airlines-ი დაფრინავს, კარგად ჩანს, რომ საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე ქვეყნებად არის დატანილი. ამ ინფორმაციის შესახებ საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენლობისთვის უცნობია. მათი ინფორმაციით, საკითხის გარკვევას ავიაკომპანიის სათაო ოფისთან შეეცდებიან.

Read More »