ბიზნესი

ნორვეგიამ საქართველოს ენერგეტიკის განვითარებისთვის $4 მლნ-ის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა

თბილისი (BPI) – ნორვეგიის სამეფომ ენერგეტიკის დარგში 4 მლნ დოლარის საგრანტო პროგრამა დაამტკიცა. 4 წლიანი საგრანტო პროგრამის Institutional Cooperation Between Ministry of Energy of Georgia and Norwegian Water Resources and Energy Directorate ფარგლებში დაგეგმილია განახალებადი ენერგიების შესახებ კანონის შემუშავება ევროკავშირის 2009/28/EC დირექტივის მიხედვით და ელექტრო ენერგეტიკის ბაზრის განვითარების გზამკვლევის მომზადება. ამას გარდა, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის, ნორვეგიაში დაინერგება ...

Read More »

შეკვეთილში 5*-იანი სასტუმრო Paragraph Hotel & Spa Resort-ი იხსნება

თბილისი (BPI) – შეკვეთილში თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული 5*-იანი სასტუმრო Paragraph Hotel & Spa Resort-ი მალე პირველ სტუმრებს მიიღებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ დოლარია. როგორც BPI-ს გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამ დროისთვის სასტუმრო სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს. როგორც სასტუმროს ოპერატორი კომპანია Marriot-ის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული სასტუმრო დეკემბერში გაიხსნება. “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Paragraph Hotel & Spa ...

Read More »

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ “ბუღას“ რეკლამები სექსისტურია

თბილისი (BPI) – საქართველოს სახალხო დამცველმა სს „წყალი მარგებელის“ ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ სექსისტური შინაარსის შეფუთვასა და სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით ზოგადი წინადადებით მიმართა. ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ შეფუთვაზე გაკეთებულია ილუსტრაცია და წარწერა „არ არის გოგონებისათვის“. სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, სოციალურ ქსელში წარმოებული კამპანიის მიზანი კი არის ხაზი გაუსვას, რომ „ბუღა“ არის „ნამდვილი მამაკაცებისათვის“. სოციალურ ქსელში ასევე ხელმისაწვდომია რეკლამა, რომლის თანახმად, სასმელი „ძროხა“ განკუთვნილია ...

Read More »

ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში Nobilia-ს სამზარეულოები ექსკლუზიურად გაიყიდება

თბილისი (BPI) – ელიტ ელექტრონიქსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 გერმანულ ბრენდთან nobilia-სთან. მემორანდუმის თანახმად ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება nobilia-ს ბრენდის როგორც საშუალო, ასევე პრემიუმ სეგმენტის სამზარეულოს ავეჯი. წარმოდგენილი პროდუქცია იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული. ელიტ ელექტრონიქსის ინტერიერის დიზაინერები მომხმარებელს დაეხმარებიან მათთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინის შექმნაში. აღნიშნული პროდუქცია მზადდება გერმანიაში, ამიტომ მისი შეძენა ...

Read More »

სტარტაპ დაზღვევა – თიბისი დაზღვევამ და სტარტაპერმა სტარტაპერებისთვის ერთობლივ პროდუქტი შექმნეს

თბილისი (BPI) – თიბისი დაზღვევა და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპერებს სპეციალურ პროდუქტს – „სტარტაპ დაზღვევას” სთავაზობს. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ქონების დაზღვევის კომბინირებული პროდუქტით, ასევე სპეციალური ფასდაკლებით ავტოდაზღვევის სერვისზე. სტარტაპერები კომპანიის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევას თიბისი დაზღვევაში სტანდარტულზე 20%-ით ნაკლებ ფასად შეძლებენ. ავტომობილის დაზღვევა აზღვევს შემდეგ რისკებს: ავტოსაგზაო შემთხვევა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი სტიქიური მოვლენები საგნების დაცემა ...

Read More »

“თელასს“ ელექტროგადამცემი ხაზების ვერა-1 და ვერა-2 რეაბილიტაცია 600 000 ლარი დაუჯდა

თბილისი (BPI) – თბილისის ცენტრალური რაიონების ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასმა“ 35-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების საკაბელო მონაკვეთზე ამორტიზირებული 6 000 მეტრი სიგრძის 240 მმ2 კვეთის კაბელი 500 მმ2 კვეთის კაბელით შეიცვალა. პროექტის ღირებულებამ 600 000 ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონების 24 000 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი ...

Read More »

ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 68%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – აშშ-ში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მე-9 ადგილზე გადავიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ტამთა ყველაიძე ამბობს, აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, 2018 წელს ...

Read More »

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ყოველკვირეულ სტარტაპ სესიებს იწყებს

თბილისი (BPI) – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ყოველკვირეულ სტარტაპ სესიებს იწყებს. სესიები მათთვისაა, ვისაც აქვს ინოვაციური ბიზნესიდეა, სურს გაიგოს მეტი იდეის კომერციალიზაციის და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ სახელმწიფო ან/და კერძო სექტორიდან, სურს შეხვდეს წარმატებულ სტარტაპებს და დაამყაროს მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები. სტარტაპ სესიების ციკლი დასრულდება Silicon Valley Tbilisi Challenge 2-ით, სადაც ყველა დაინტერესებული სტუდენტი შეძლებს წარმოადგინოს ინოვაციური მედიაპროდუქტის კონცეფცია. პირველი სტარტაპ სესიის ...

Read More »

ანაკლია სითიმ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო კომპანია Gebrüder Weiss-თან წინარე ხელშეკრულება გააფორმა

თბილისი (BPI) – “ანაკლია სითიმ“ მსხვილ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კომპანია „გებრიუდერ ვაისთან“ წინარე ხელშეკრულება გააფორმა. ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები ავსტრიაში, სპეციალურად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტების თემაზე გამართულ ბიზნესფორუმზე შედგა. გებრიუდერ ვაისის (Gebrüder Weiss) პროდუქტები და სერვისები ლოგისტიკას, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს აერთიანებს. მის სერვისებს შორისაა მაღალდინამიური ტექნოლოგიების ბაზრის, ტექსტილის, სამრეწველო სექტორის და სხვა მიმართლებების ლოგისტიკა. მსოფლიოში ...

Read More »

თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტებზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

თბილისი (BPI) – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 საუკეთესო ლოკაცია – აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის ლოგისტიკური ცენტრი) და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ (ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი). ასევე, მომზადდა თითოეული ...

Read More »