ბიზნესი

Spar-მა ახალი ფილიალი ვაკეში გახსნა

თბილისი (BPI) – Spar Georgia-ი მაღაზიათა ქსელს აფართოებს. ახალი ფილიალი მენეჯმენტმა ვაკეში გახსნა, ეს რიგითი 36-ე ფილიალია. ფილიალში მომხმარებლებს შეუძლიათ იტალიური პიცის, ფრანგული კრეპის, ინგლისური კექსების, სალათების და სხვა 100-მდე დასახელების მზა კერძის დაგემოვნება. მაღაზიაშივე მოქმედებს კაფეს ზონა, სადაც მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში წაიხემსება შეუძლია. სპარის მარკეტში 10 000-მდე დასახელების პროდუქტი იყიდება და მომხმარებელს გარკვეულ აქციებსაც სთავაზობს. როგორც ცნობილია, სპარ ...

Read More »

რაჭაში შვეიცარიული სტანდარტის კიდევ ერთი ფერმა აშენდება

თბილისი (BPI) – შვეიცარიულ-ქართული კომპანია „ბლაუნშტაინ საქართველო“ რაჭაში ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობას აგრძელებს. მეცხოველეობის განვითარების პროექტის ფარგლებში ამბროლაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ სხვავაში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც 60 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის ასაშენებლად კომპანია 95 000 ლარის ინვესტიციას განხორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ადგილობრივ ფერმერს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით გადასცა. ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობა ...

Read More »

„დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღება დაიწყო

თბილისი (BPI) – პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღება დაიწყო. „ქართულმა ბაღმა“ პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. კომპანიამ 10 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98,730 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, საიდანაც 80,080 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 18,650 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის იყო განკუთვნილი. კომპანიამ კუთვნილ ფართობზე 4 სხვადასხვა ჯიშის ბაღი გააშენა და ...

Read More »

გორში ხორცისა და თევზის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

თბილისი (BPI) – გორში ხორცისა და თევზის გადამმუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. „ბატონო“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული და წლიურად 300 ტონა სხვადსხვა სახის სასურსათო პროდუქცია იწარმოება. საწარმო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. საწარმოში ჯამურად 459 833 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 183 933 დოლარი გრანტია, 229 917 დოლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა ...

Read More »

ერთი ბრენდის ისტორია – ვაკის ხორცპროდუქტები

თბილისი (BPI) – ქართული ხორცპროდუქტების კომპანია  „ვაკის ხორცპროდუქტები“  1961 წელს დაარსდა. თავდაპირველად სპეციალიზებული იყო სოსისების წარმოებაში. კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ჩხაიძე აცხადებს, რომ 80-იან წელებში ვაკის ხორცპროდუქტების ქარხანაში პირველად შეიქმნა ყველასთვის საყვარელი სოსისი „ივერია“ და „საბავშვო.“ 1990 წლიდან კომპანიამ უფრო მეტად განავრცო ასორტიმენტი. დღეისათვის ქარხანაში დაახლოებით 130 დასახელების ხორცპროდუქტი იწარმოება. კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ...

Read More »

ამბროლაურში 30-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო აშენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურში ახალი, 30 ნომრიანი, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო აშენდება. სასტუმრო ერთდროულად 130 ადამიანის მიღებას შეძლებს. პროექტის განხორციელებაში 350 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდება. სასტუმროს მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, პროექტ – „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, გამოცხადებულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა 164 000 ლარად იყიდა.  პირველ ეტაპზე სასტუმროში მუდმივად 10–12 ადამიანი დასაქმდება.

Read More »

ყაზახური კომპანიები საქართველოში ინვესტირებით ინტერესდებიან

თბილისი (BPI) – საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ჟენის კასიმბეკმა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებული დინამიკა და არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. ყურადღება დაეთმო სარკინიგზო და გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას. პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ...

Read More »

“ჰერბია” ფართოვდება

თბილისი (BPI) – მწვანილეულისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია “ჰერბია” ფართოვდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „ჰერბიამ“ წყალტუბოში მიიღო უძრავი ქონება, სადაც ბოსტნეულის გადამმუშავებელ საწარმოს და სასათბურე მეურნეობას შექმნის. მთლიანობაში კომპანიას 23 536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა. გაფართოებაში კომპანია 1,315 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს და დამატებით 40-მდე ადამიანს დაასაქმებს. „ჰერბიამ“ საქმიანობა 2006 წელს დაიწყო. კომპანია აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას თანამედროვე ტექნოლოგიებისა ...

Read More »

“ოქროს ფოთოლი” ხონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას იწყებს

თბილისი (BPI) – კომპანია “ოქროს ფოთოლი” ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას იწყებს. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე მიიღო 243 763 კვ.მ. ჩაის პლანტაცია 25 წლიანი იჯარით. ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქარული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, ...

Read More »

ტაბახმელასა და წავკისში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყობა

თბილისი (BPI) – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. კომპანია თბილისის ზედა ზონაში, კერძოდ ტაბახმელას და წავკისის მიმართულებით, წყალსადენის ახალ სისტემას მოაწყობს, რაც აღნიშნული დასახლების წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ამ მიზნის მისაღწევად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 9 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას წყალსადენის 7კმ მაგისტრალური ქსელი ისეთ ტერიტორიაზე გაყავს, სადაც აქამდე წყალმომარაგების სისტემა არ ასრებობდა, ...

Read More »