ავიაცია

უკრაინა კიდევ ორი „ლოუკოსტერის“ მოლოდინშია

თბილისი (BPI) – უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი იმედოვნებს, რომ უკრაინის ავიაბაზრით კიდევ ორი „ლოუკოსტერი“ დაინტერესდება. „მოლაპარაკებები ავიაკომპანია Ryanair-თან ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის წარმატებით დასრულდა.  მიხარია, რომ ეს ავიაკომპანია უკრაინაში იფრენს. ვიმედოვნებ, ასევე წარმატებით დასრულდება მოლაპარაკებები ორ ლოუკოსტერთან, მათ მიმდინარე წელს დააფიქსირეს მზადყოფნა უკრაინის ბაზარზე შემოსვლისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა. მინისტრმა დასძინა ისიც, რომ დღეისათვის უკრაინელების 70%-ი ევროპაში ავტომობილით ...

Read More »

Qatar Airways-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიაა

თბილისი (BPI) – Qatar Airways-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიაა, – კომპანიამ SKYTRAX-ის ჯილდო უკვე მოიპოვა. ავიაკომპანია საუკეთესოდ მგზავრებმა აღიარეს და უკვე მეოთხედ ატარებს ამ ტიტულს. Qatar Airways-მა ასევე მოიპოვა შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ავიაკომპანიის სტატუსი. ამავდროულად გაიმარჯვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესი ბიზნეს კლასი“ და „მსოფლიოს საუკეთესო პირველი კლასის ლაუნჯი“. SKYTRAX-ის ჯილდო “ავიაციის ინდუსტრიის ოსკარად” არის მიჩნეული. როგორც ამბობენ, კვლევის მიმდინარეობის პროცესი გამჭვირვალეა და ...

Read More »

Gulf Air-ი თბილისის მიმართულებით პირველ რეისს დღეს შეასრულებს

თბილისი (BPI) – ბაჰრეინის ავიაკომპანია Gulf Air-ი თბილისის მიმართულებით პირველ რეისს დღეს შეასრულებს. ავიაკომპანია Gulf Air-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. როგორც ცნობილია, საქართველოში Gulf Air-ის გენერალური გაყიდვების აგენტი (GSA) – ტურისტული კომპანია Voyager Ltd-ია, რომელიც ქვეყანაში ავიაკომპანიის სერვისებსა და პროდუქტებს წარადგენს და ხელს შეუწყობს ბილეთების რეალიზებას თბილისსა და ბაჰრეინს შორის. Gulf Air-ი ბაჰრეინის სამეფოს ...

Read More »

Flydubai ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

თბილისი (BPI) – არაბთა გაერთიანებული საემიროების წამყვანი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს. დუბაი-ბათუმი-დუბაის პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 20:40 საათზე დაეშვება. დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 30 სექტემბრამდე გეგმავს. რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. Flydubai საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. ავიაგადამზიდველი სტაბილურად ოპერირებს დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ...

Read More »

Japan Airlines-ი მგზავრებს ბორტზე უფასო ინტერნეტს სთავაზობს

თბილისი (BPI) – Japan Airlines-მა (JAL) ბორტზე უფასო Wi-Fi-ს სერვისის ამოქმედებაზე განაცხადა. საწყის ეტაპზე საუბარია სერვისის შიდა რეისებზე მიწოდებაზე. მგზავრებს ინტერნეტით სარგებლობა აფრენიდან 5 წუთის შემდეგ შეეძლება. იმისათვის, რომ მგზავრმა უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეძლოს მან ბრაუზერი უნდა გახსნას და დააკლიკოს Free-ს. Japan Airlines-ს ბორტს ინტერნეტთან წვდომა თანამგზავრის საშუალებით აქვს. აღსანიშნავია, რომ JAL-ს ბორტზე ინტერნეტის ოპერატორი კომპანია Gogo-ა. თავის მხრივ კი ...

Read More »

EUROCONTROL-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

EUROCONTROL-ის მუდმივმოქმედმა კომისიამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ემონ ბრენანის კანდიდატურა აირჩია. როგორც ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფომ, საქართველომ არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილოება. EUROCONTROL-ის გენერალური დირექტორის რანგში საქმიანობას ემონ ბრენანი 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგება. იგი ორგანიზაციას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ემონ ბრენანი ირლანდიის საავიაციო ხელისუფლების (IAA) აღმასრულებელ დირექტორია და მისი კანდიდატურა არჩევნებზე ირლანდიის მთავრობის მიერ იყო წარმოდგენილი. ...

Read More »

სტამბოლში Atlasglobal-ის შემდეგ მეხი Turkish Airlines-ის თვითმფრინავსაც დაეცა

Atlasglobal-ის თვითმფრინავის მსგავსად,  Turkish Airlines-ის თვითმფრინავსაც მეხი ათათურქის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენისთანავე დაეცა და მასაც აეროპორტში დაბრუნება მოუხდა. როგორც Haberturk-ი იტყობინება, Turkish Airlines-ის ბორტზე 101 მგზავრი იმყოფებოდა და ის სტამბოლიდან ყაზანის მიმართულებით ასრულებდა რეისს. Boeing 737-800-ს მეხი ორშაბათს ადგილობრივი დროით 21.39 საათზე დაეცა. თვითმფრინავის პილოტმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და მგზავრებს ყაზანში დაბრუნება სხვა ბორტით მოუხდათ. ანალიუგიური პრობლემა შეექმნა გუშინ Atlasglobal-ს ...

Read More »

Turkish Airlines-ის მგზავრთნაკადი 6,7%-ით გაიზარდა

ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) საკუთარ გეგმებს წარმატებით ახორციელებს და გასული წლის მაჩვენებლებს აუმჯობესებს. როგორც THY-ს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი ილკერ ავდჯი აცხადებს, რომ 2016 წელს რიგმა ფაქტორებმა ავიაკომპანიის განვითარებაზე და მგზავრთნაკადის ზრდაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. „მათ შორის ერთ-ერთი მიზეზია Brexit-ის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების მდგომარეობა. მეორე – ტერაქტები, რომელიც ევროპის უმსხვილეს ქალაქებში და თურქეთში დაფიქსირდა. ტერორისტების ქმედებებმა უსაფრთხოება და მსოფლიოს სტაბილურობა კითხვის ...

Read More »

Ryanair-ი Air France-ს გაკოტრებას პროგნოზირებს

ირლანდიური „ლოუკოსტერის“ Ryanair-ის მარკეტინგის დირექტორის კენი ჯეიკობსის განმარტებით, ავიაკომპანია Air France-ს იტალიური Alitalia-ს მსგავსად გაკოტრება ელოდება. „Alitalia-ს შემდეგ Air France-ს ჯერიც დადგება. ავიაკომპანია ავადაა და ის იქნება შემდეგი, რომელსაც გამოსაჯანმრთელებლად გაგზავნიან. როდესაც თქვენ გაგადგყავთ 50 მლნ-მდე მეტი მგზავრი და შტატში 70 ათასი თანამშრომელი გყავთ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე ვერაა“ აცხადებს „ლოუკოსტერის“ მარკეტინგის დირექტორი Paris Air Forum-ზე გამოსვლისას. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

Georgian Airways-მა ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ოპერირება დაიწყო

თბილისი (BPI) – ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა ბათუმი-ასტანა-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. მიმართულებაზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ 18 ივნისს შეასრულა. რეგულარული ავიარეისები 11 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა), Boeing B737 CL-600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა Georgian Airways-ს 19 მაისს მიენიჭა.

Read More »