Brexit-ის გამო Airbus-მა შესაძლოა წარმოება დიდი ბრიტანეთიდან გადაიტანოს

თბილისი (BPI) – კონცერნი Airbus-ი მზადაა ახალი მოდელების თვითმფრინავების წარმოება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან „გაიტანოს“. ამ გადაწყვეტილებას კომპანია იმ შემთხვევაში მიიღებს თუ Brexit-ის პირობებში Airbus-ისათვის მისაღები სამუშაო ძალის თავისუფლად გადაადგილება, სავაჭრო ტარიფები და ასევე რეგულაციები არ იქნება გათვალისწინებული.

დღეისათვის კონცერნი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე თვითმფრინავის ფრთების წარმოებითაა დაკავებული და მთლიანობაში 10 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

როგორც Airbus-ის დირექტორმა ფაბრის ბრეჟემ განაცხადა, А320-ისა და А380 Superjumbo-ზე მუშაობას ისევ ბრიტანელი სპეციალისტები გააგრძელებენ, თუმცა შესაძლოა, ახალი მოდელების წარმოება ქვეყნიდან „გადავიდეს“.

„ძალიან მარტივია ახალი წარმოებისთვის სადმე ახალი საწარმოს მშენებლობა. ჩვენ ძალიან ბევრი წინადადებები გვექნება“, განაცხადა ბრეჟემ. გამოცემა Sunday Times-ი კი წერს, რომ პროექტის მხარდაჭერა შესაძლოა გერმანიამ უზრუნველყოს.