Bloomberg-ის სისტემაში ლარი/დოლარი 2.6050 ნიშნულზეა

თბილისი (BPI) – დღეს დილიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარის კურსი მერყევია.

დილას ვაჭრობა $1/2.610 ლარიდან დაიწყო.

ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე საათში $1/2.6025-მდე იყო, შემდეგ ლარმა ისევ დაღმასვლა განიცადა და ნიშნული $1/2.6088 ლარამდე დაეცა. ამ დროისთვის $1/2.6050.